logo_geo
„კარლსრუემ“ „დიუსელდორფთან“ წააგო, ბუდუ ზივზივაძეს არ უთამაშია
- +

30 აპრილი. 2023. 19:35

 

 

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 30-ე ტურის შეხვედრა ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ „დიუსელდორფთან“ სტუმრად ჩაატარა და 2:3 დამარცხდა.

 

ზივზივაძე სათადარიგოებში იყო და არ უთამაშია. ანგარიში „კარლსრუემ“ 27-ე წუთზე კაუფმანის გოლით გახსნა. 33-ე წუთზე პეტერსონმა წონასწორობა აღადგინა და ტაიმი 1:1 დასრულდა.

 

შესვენების შემდეგ „კარლსრუე“ ისევ დაწინაურდა – 66-ე წუთზე ჰაისემ გაიტანა, მაგრამ ექვს  წუთში „დიუსელდორფის“ შემტევმა ციმერმანმა წონასწორობა მეორედ აღადგინა, ხოლო არბიტრის მიერ დამატებულ მესამე წუთზე დე ვაისმა მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა 3:2.

 

30 ტურის შემდეგ „კარლსრუე“ 39 ქულით მეორე ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.

 

 

big_banner
არქივი