logo_geo
მადრიდის „რეალმა“ ესპანეთის თასი მოიგო
- +

7 მაისი. 2023. 09:43

 

 

მადრიდის „რეალი“ თავისი არსებობის ისტორიაში მეოცედ ესპანეთის თასი მოიგო.

 

სევილიაში გამართულ ფინალში „რეალმა“ 2:1 დაამარცხა „ოსასუნა“. მადრიდელთა რიგებში დუბლი შეასრულა როდრიგომ – მან მეორე და 70-ე წუთებზე გაიტანა. ბრაზილიელის გოლებს შორის, 50-ე წუთზე „ოსასუნას“ ნახევარმცველმა ლუკას ტორომ გამოიჩინა თავი.

 

„რეალი“ 2014 წლის შემდეგ პირველად გახდა ესპანეთის თასის მფლობელი.

 

 

big_banner
არქივი