logo_geo
ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა
- +

10 მაისი. 2023. 21:20

ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ფინალურ შეხვედრაში ბელგიელი მატიას კასე ვაზარით დაამარცხა.

ტატო გრიგალაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ორჯერ მოიპოვა.

big_banner
არქივი