logo_geo
სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია
- +

13 მაისი. 2023. 19:55

 

 

 

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართა, რომელშიც სანდრო ბაზაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

 

ფინალურ დაპირისპირებაში ბაზაძემ იტალიელი რიკარდო ნუჩიო 15:6 დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.

 

ფინალამდე ქართველმა მოფარიკავემ სამხრეთ კორეელები ჰანსოლ ჰა და სანგვონ პარკი, აშშ-ის წარმომადგენელი მიტჩელ სარონი და ფრანგები, ბოლად აპიტი და მაქსიმ პიანფეტი დაამარცხა.

 

სანდრო ბაზაძე ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის ლიდერია. ქართველმა მოფარიკავემ ზედიზედ მეთერთმეტედ შეძლო პოდიუმზე ასვლა.

 

 

big_banner
არქივი