logo_geo
ლუკა კილაძეს ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ ოსტატის წოდება მიანიჭა
- +

15 მაისი. 2023. 14:50

 

 

ქართველ მოჭადრაკეს, 13 წლის ლუკა კილაძეს, რომელიც სულ ახლახან საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე გამართულ 15-წლამდელ ჭაბუკთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, ჭადრაკის მსოფლიო ფედერაციამ ოსტატის წოდება მიანიჭა. მსოფლიოს ასაკობრივ ჩემპიონატზე მან ცხრა შესაძლებლობიდან შვიდი ქულა მოაგროვა.

 

აღსანიშნავია, რომ 2002 წლის შემდეგ ქართველი მოჭადრაკე პირველად გახდა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი.

 

ამასთან, ლუკა კილაძე საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და არაერთი მნიშვნელოვანი ტურნირის გამარჯვებულია.

 

 

big_banner
არქივი