logo_geo
მოურინიო პსჟ-ის წინადადებას მიიღებს
- +

28 მაისი. 2023. 23:59

 

 

„რომას“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მზად არის, სათავეში ჩაუდგეს „პარი სენ-ჟერმენს“.

 

ფრანგულმა გამოცემამ, Foot Mercato-მ დაწერა, რომ 60 წლის მწვრთნელი მიიღებს პარიზული გუნდის წინადადებას, თუ მსგავსი შეთავაზება იქნება.

 

მიმდინარე სეზონში მოურინიომ „რომა“ ევროპის ლიგის ფინალში გაიყვანა, შარშან კი გუნდს კონფერენციის ლიგა მოაგებინა.

 

 

big_banner
არქივი