logo_geo
ლუჩანო სპალეტი „ნაპოლის“ ტოვებს
- +

29 მაისი. 2023. 11:10

 

 

მომავალ სეზონში ლუჩანო სპალეტი ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ აღარ გაწვრთნის. ამის შესახებ „Goal“ კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისზე დაყრდნობით წერს.

 

სპალეტის „ნაპოლისთან“ კონტრაქტის ამოწურვამდე კიდევ ერთ წელი რჩებოდა, თუმცა მან კლუბის პრეზიდენტს სეზონის ბოლოს წასვლის შესახებ სთხოვა.

 

„სპალეტიმ მითხრა, რომ ციკლი დასრულდა და წასვლა უნდოდა. პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, კონტრაქტის მიუხედავად“, - განაცხადა დე ლაურენტისმა.

 

ლუჩანო სპალეტის თაოსნობით „ნაპოლიმ“ ბოლო 33 წლის განმავლობაში პირველად მოიპოვა იტალიის ჩემპიონის ტიტული.

 

 

big_banner
არქივი