logo_geo
„ბორჯღალოსნები“ ივნისის მეორე ტესტ-მატჩისთვის ემზადებიან
- +

17 ივნისი. 2017. 12:37



„ბორჯღალოსნები" ივნისის მეორე ტესტ-მატჩისთვის ემზადებიან. მთავარმა მწვრთნელმა მილთონ ჰეიგმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მატჩში სასტარტო შემადგენლობა უკვე დაასახელა.


პირველ მატჩთან შედარებით, სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილებაა. 11 ივნისს, კანადასთან შეხვედრაში დაშავდნენ ანტონ ფეიქრიშვილი და გიორგი თხილაშვილი. მათ ნაცვლად, აშშ-ის წინააღმდეგ თამაშს იწყებენ ლევან ჩილაჩავა და ვიტო კოლელიშვილი. ორივე მორაგბე ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდა, რადგან მათმა კლუბებმა საფრანგეთში, ტოპ 14-ის ფინალი ითამაშეს და მწვრთნელებმა ადაპტაციისთვის მეტი დრო მისცეს. მესამე ცვლილება უკანა ხაზს შეეხო. თამაშს გარემარბად იწყებს გიორგი კოშაძე, რომელმაც იოსებ მათიაშვილი შეცვალა.


მატჩი თბილისის დროით 18 ივნისს, გამთენიის 3 საათზე ატლანტაში ჩატარდება. „ბორჯღალოსნებმა" 11 ივნისს, 2017 წლის ტესტ-სერია მოგებით გახსნეს და მასპინძელი კანადის ნაკრები 13:0 დაამრცხეს. ესაა ქართველების პირველი გამარჯვება ჩრდილოეთ ამერიკაში. კანადასთან სტუმრად აქამდე ორჯერ გვქონდა ნათამაშები, ორივეჯერ მნიშვნელოვნად გადახალისებული შემადგენლობით. ამჯერად მილთონ ჰეიგმა ამერიკის კონტინენტზე თითქმის ოპტიმალური შემადგენლობა წაიყვანა.



 

big_banner
არქივი