logo_geo
გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის „ლიგა 1“-ში მეორე გოლი გაიტანა
- +

27 აგვისტო. 2023. 19:03

 

 

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის „ლიგა 1“-ში გოლი ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. ჩემპიონატის მესამე ტურში ქართველი ფეხბურთელის „მეცი“ სტუმრად „კლერმონთან“ თამაშობდა. ქართველმა თავდამსხმელმა ანგარიში 69-ე წუთზე გახსნა.

 

მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხეს და „მეცმა“ თამაში მინიმალური ანგარიშით მოიგო. 3 ტურის შემდეგ „მეცს“ 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის შუაში იმყოფება. მიქაუტაძის ანგარიშზე კი 3 მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

 

 

big_banner
არქივი