logo_geo
„ჩიხურას“ მთავარი მწვრთნელი: ის თამაში ვერ ვაჩვენეთ, რომელიც მოგებას მოიტანდა
- +

30 ივნისი. 2017. 02:16



ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი სამივე ქართულმა კლუბებმა მარცხით დაიწყო. საჩხერის „ჩიხურამ" „დინამო არენაზე" ავსტრიულ „ალტახს" უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.


მატჩის შემდეგ, „დინამო არენაზე" გამართულ პრესკონფერენციაზე გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა თამაში შეაფასეს.


„ვინც ფიქრობს, რომ დღეს მეტი შეგვეძლო, ვეთანხმები. მაგრამ ის თამაში ვერ ვაჩვენეთ, რომელიც მოგებას მოიტანდა. დაცვიდან არ გვითამაშია, მაგრამ მეტი გვერდითი პასის გაკეთება გვიხდებოდა. ეს მხოლოდ „ჩიხურას" კი არა, ზოგადად ქართული ფეხბურთის პრობლემაა. შანსები? რა თქმა უნდა, მეტოქეს შემდეგ ეტაპზე გასვლის მეტი შანსი აქვს, რომელმაც დღეს კლასით და ფიზმომზადებით გვაჯობა", - განაცხადა საჩხერის „ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა, სოსო ფრუიძემ.


„3 კვირაა, რაც გუნდი ჩავიბარე და მას შემდეგ ამ შეხვედრისთვის ვემზადებოდით, რადგან ეს ევროპა ლიგის მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, შედეგი მისაღებია. განმეორებითი მატჩისთვის მოსამზადებლად კვირა დაგვრჩა და შესაძლოა, სხვა ფეხბურთი ვითამაშოთ", - აღნიშნა „ალტახის" მთავარმა მწვრთნელმა, მარსელ შმიდტმა.


შეგახსენებთ, რომ საჩხერის „ჩიხურასა" და „ალტახის" განმეორებითი შეხვედრები 6 ივლისს ავსტრიაში გაიმართება.


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი