logo_geo
„პრეზიდენტის შეწყალებული მსჯავრდებულის 82,4% მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს“
- +

20 აპრილი. 2018. 18:16

 

 

„პრეზიდენტმა 7 წელში 3617 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან 82,4% მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა.

 

შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი „აიპრესთან“ განმარტავს, რომ შეწყალების შემდეგ ძალადობის და ოჯახში ძალადობის 40 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

- გუშინ რამდენიმე მედიასაშუალებით გაჟღერდა ინფორმაცია, რომ 2013-2018 წლებში პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა რაოდენობა 3000-ზე მეტ მსჯავრდებულს ითვლის და რომ მათი უდიდესი უმრავლესობა პატიმრობაში იმყოფებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის?

 

- მე შემიძლია უფრო ზუსტი ციფრები მოგაწოდოთ. შეწყალებულთა რაოდენობა 2013 წლის დეკემბრიდან, 2018 წლის 4 აპრილის ჩათვლით შეადგენს 3617 მსჯავრდებულს, რომელთაგან 82,4% სასჯელს იხდიდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის.

 

- ასევე გვსურს გადავამოწმოთ ინფორმაცია, შეწყალების შემდეგ, განმეორებით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკაზე.

 

- პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთაგან 575 პირი ბრალდებულია 672 ერთეული დანაშაულის ჩადენაში

 

- შეწყალებულთა მიერ ხელმეორედ ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმის სტატისტიკა როგორია?

 

- განმეორებითი დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული 575 პირის მიერ (იგულისხმება შეწყალების შემდეგ პერიოდი) ჩადენილია 189 მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.

 

- თუ ყოფილა შემთხვევა, შეწყალების შემდეგ ხელმეორედ ეძალადათ? გარდა ვეფხია ბაქრაძის გახმაურებული შემთხვევისა?

 

- შეწყალებით გათავისუფლებულთა მხრიდან შეწყალების შემდეგ დაფიქსირდა ძალადობის და ოჯახური ძალადობის (სსკ . 126 მ და სსკ 126 პრიმა მ.) ჯამში 40 შემთხვევა. ჩვენ კრიმინალის ანალიზის თვალსაზრისით და ანალიტიკური საჭიროებიდან გამომდინარე ვადგენთ ამ ციფრებს და ვაკვირდებით ზოგადად პროცესს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი