logo_geo
ირინა ჩიტაშვილი: სიზმარში ვნახე და წლების შემდეგ დავხატე - „ანგელოზების ქალაქი“…
- +

21 დეკემბერი. 2018. 02:55

 

მისი ნახატების პირველი შემფასებლები მშობლები იყვნენ. მაგრამ 22 წლის ასაკში ორივე დაკარგა, განსაკუთრებით დედის გარდაცვალებამ დაუტოვა დიდი ტკივილი…   ხატვით იქარვებდა ნაღველს… ადამიანის მრავალფეროვანი ბუნება მისი ნამუშევრების მთავარი თემა გახდა… ასევე სიუჟეტები ბიბლიიდან და სახარებიდან. ამბობს, რომ კარგი ლიტერატურა უყვარს და ხშირად ეს  პერსონაჟებიც ხვდებიან მისი შთაგონების არეალში.
რუბრიკა „პერსონის“ სტუმარია მხატვარი ირინა ჩიტაშვილი.

 

მისი პერსონალური გამოფენა – „მისტიური სიმშვიდე“ არტკაფე „ტიფლის ბრანჩში“ 2019 წლის 16 იანვრამდე გასტანს.


გამოფენაზე
 წარმოდგენილია მის მიერ ბოლო პერიოდშიშექმნილი 30 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი.

 

– პირველი ნახატები კარგად მახსოვს, კედლებზე ფანქრით, პასტით, შემდეგ ფურცლებზე ხატვა და საღებავები, დამოუკიდებლად ვხატავდი თავიდანვე, პერსონაჟებს მე თვითონ ვიგონებდი, ჩემი ფანტაზიით  ვხატავდი,  ვხატავდი პეიზაჟებსაც, ცხოველებსაც, მაგრამ ადამიანების ხატვა უფრო საინტერესი იყო ჩემთვის და პირველი შემფასებლებიც მშობლები იყვნენ.


22 წლის ასაკში მშობლები აღარ მყავდა. ყველაზე დიდი დანაკლისი ჩემთვის დედა იყო – ჩემი შემოქმედების ყველაზე დიდი თაყვანისმცემელი და დამხმარე. მე ვხატავდი, დედა კი მასალას არ მაკლებდა, ხელს მიწყობდა, რომ გამოფენებშიც მიმეღო მონაწილეობა. დედის გარდაცვალების შემდეგ იყო დიდი პაუზა. გამოფენები აღარ მაინტერესებდა, მაგრამ ხატვა არ შემიწყვეტია, პირიქით – უფრო ბევრს ვმუშაობდი და ვყიდდი კიდეც ნამუშევრებს. ეს მოტივაციაც იყო, რომ ხატვა არ შემეწყვიტა.

 

 

 

 

 

– 14 წლის ასაკში ალა ხმალაძესთანსახელოსნოში დადიოდით… პირველინახატები…


– მასწავლებლებში გამიმართლა, კარგი მასწავლებლები მყავდა, მაგრამ ალა განსაკუთრებულად მიყვარდა, არაფერში მზოგავდა. ყველაზე რთულად დასახატ ფიგურებს მე მიდებდა. თავიდან ვბრაზდებოდი, მერე კი მივხვდი, იცოდა, რომ შევძლებდი.


– ადამიანია მთავარი თემა...


– ადამიანი სამყაროში ერთ-ერთი გონიერი არსებაა. ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესოა ადამიანის ბუნება.


– ადამიანი, ბიბლია, სახარება… – თქვენინახატების ფერადოვნება იტაცებს თვალს...


– ბიბლია და სახარება – ამ თემას ფართოდ არ შევეხები. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ხელოვანმა ადამიანმა შეიძლება ძალიან დიდი შთაგონება მიიღოს მისი წაკითხვის დროს. იმდენად ამოუწურავია ადამიანის პირველი ცოდვა დედამიწაზე, სიკეთე, სიყვარული, მეგობრობა, მაქვს ბიბლიურ თემებზე – „ხარება“, „მოგვები“, „შობის ღამე“, „აბელი და კაენი“, „მლოცველები“ (ფარისევლის და მებაჟის მიხედვით)…. და რომ არ იფიქროთ, რომ მხოლოდ ბიბლიისგან და სახარებისგან ვიღებ შთაგონებას, ეს ასე არაა… მიყვარს კარგი ლიტერატურა.


წლების წინათ, მარიამ სტიუარტის ისტორიას გავეცანი და იმდენად მძაფრი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ დავხატე ეს ტრაგიკული დედოფალი და ჩემს პერსონალურ გამოფენაზე პირველად ნახავს დამთვალიერებელი.


– ინსპირაცია…  შთაგონების წყარო?


– ინსპირაცია შეიძლება გახდეს ნებისმიერი რამ, თუნდაც შემთხვევით ქუჩაში გავლილი ადამიანი, ან ზაფხულში ეზოში გამოსული მეზობელი ქალები, დავხატე კიდეც და ნახატს დავარქვი „ჩემი ქუჩის „ბირჟავიკი“ ქალები“.

 

 

 

 

 

– რით განსხვავდება მხტვარი ირინა ჩიტაშვილი სხვამხატვრებისგან?


– რით გავსხვავდები? საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს მე ვერ ვიტყვი, რით განვსხვავდები ჯობია, სხვამ თქვას.


– თქვენი რომელი ნამუშევარი გიყვართ…


– ყველა ჩემი ნახატი მიყვარს, მაგრამ არიან, რა თქმა უნდა, ნახატები, რომლებიც განსაკუთრებულად მიყვარს. „სიცოცხლის დასაწყისი“, „ ადამიანის ორმაგი სახე“, „ბავშვის ნატვრა“,  „თაყვანისმცემლები“, „დედა“.


 მხატვრებიდან ვის გამოყოფთ?


– მრავალია… ქართველი თუ უცხოელი მხატვრები… როცა ფიროსმანის ტილოებს  ვუყურებ,  გასაოცარ სიმშვიდეს ვგრძნობ. საერთოდ მომწონს სტილით და ხელწერით გამორჩეული მხატვრები… ძალიან მომწონს ვან გოგი, პიკასო, კლიმტი, ვერმეერი.


–  ვინ არიან თქვენი ნახატების პროტოტიპები?


– ჩემი ნახატების პროტოტიპები არიან თუნდაც ჩემი მეზობლები, მეგობრები, ჩემი მეგობარი კოლეგებიც, ყველა, ვინც ჩემთვის საინტერესოა, გადამიტანია ჩემს ნამუშევრებში.


–  საინტერესო ისტორია…


– ბევრი ჩემი ნახატი უკავშირდება რაღაც ისტორიას. ორს გამოვყოფდი. ერთი „აისიდან დაისამდე“ –  ეს ნახატი მაშინ დავხატე, როცა თელაველი მხატვარი ელენე ლუხუტაშვილი გავიცანი და მეორე – „ანგელოზების ქალაქი“. ეს ახალი ნამუშევარია, რამდენიმე წლის წინ სიზმარში ვნახე და წლების შემდეგ დავხატე.


– 18 ჯგუფურ გამოფენაში მონაწილეობდით. ამჟამად პერსონალური გამოფენა გაიხსნა. „ტიფლის ბრანჩში“  ბოლო პერიოდში შესრულებული ნამუშევრები გმოფინა. რა სათქმელით რატომ უწოდეთ გამოფენას  „მისტიკური სიმშვიდე“?


– სიმშვიდე ჩემთვის აუცილებელია, ისე ვერ დავხატავ, თუ ვერ ვგრძნობ თავს მშვიდად.

მისტიკური – ეს უკვე ხატვის დროს მარტო მშვიდად კი არა, რაღაც სულ განსხვავებულ სულის სიმშვიდეს ვგრძნობ, აქედან დაიბადა ეს სახელწოდებაც და თან ერთ-ერთ ჩემს ნამუშევარსაც ეს სახელი ჰქვია.

 

 

 

 

 

 

რაც შეეხება გამოფენებს, მხატვრისთვის აუცილებელია, პერიოდულად მონაწილეობა მიიღოს გამოფენებში.


გამოფენიდან გამოფენამდე მხატვარი იზრდება და იხვეწება შემოქმედებითად.  ამის გარდა, მეგობარი მხატვრების შემოქმედებასაც ხედავ. მათთან კონტაქტი და ურთიერთობა საინტერესოცაა, პერსონალური გამოფენა კი განსხვავდება ჯგუფური გამოფენისგან. აქ მარტო შენ ხარ, დამთვალიერებლების მთელი ყურადღება ერთი მხატრის ნამუშევრებზეა გადატანილი და არ იცი, როგორ მიიღებს საზოგადოება შენს ნაშრომს, რაშიც სული და გული ჩადე.


– ჰობი…


– 
ჰობი მარკებს ვაგროვებდი ბავშობიდან, ახლა აღარ ვაგროვებ, შეიძლება ისევ გამიტაცოს ამ საქმემ, არ ვიცი.


 ოჯახი. შვილები…


– ოჯახი არ მყავს ხატვით ისე გავერთე, რომ ხანდახან ვხუმრობ კიდეც ჩემს მეგობრებთან, მგონი, მე და ხატვა დავქორწინდით-მეთქი.


– სამომავლო გეგმები..


– გეგმები მართლაც მაქვს, მაგრამ მათ განხორციელებას თანხები სჭირდება, რადგან ევროპის რამდენიმე გალერეამ მიმიწვია და ვნახოთ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი