logo_geo
„სასაფლაოებზე წაუყვანიათ და „ნოუთბუქში“ აყურებინეს თავისი ინტიმური ურთიერთობა ამ გოგოსთან“
- +

23 მარტი. 2017. 03:32



პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროება ბოლო დროს აქტუალი თემაა ჩვენს ქვაყანაში. მორალური შანტაჟი, მავანისა და მავანის მთავარ იარაღად იქცა. მანამ სანამ გამოძიება დაწყებულია და საბოლოოდ გამოვლინდება მთავარი დამნაშავე თუ დამნაშავეთა ჯგუფი, მიშა მესხი გიამბობთ სქემაზე, რომლითაც ძალოვანების გარკვეული ჯგუფი ხელმძღვანელობდა და რომლითაც ამ ჩანაწერების მოპოვება ხდებოდა.


- ავადმყოფი უნდა იყოს ადამიანი სხვისი ინტიმური ურთიერთობის ნახვით ტკბებოდეს. რაც ხდება ცალსახად ცუდია. თავს დავდებ, რომ ეს კადრები ნაციონალების დროს არის გადაღებული. მაშინ ყველა სფეროს წარმომადგენლებს უღებდნენ, დაწყებული შოუბზნესის წარმომადგენლებიდან დამთავრებული სპორტსმენებით. აღარაფერს ვამბობ პოლიტიკოსებზე.

 

- საიდან გაქვს ეს ინფორმაცია?


- როცა „ქართული ოცნების" აქტიური წევრი ვიყავი, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი ეს ყველაფერი. მაშინ პარტიის ახალგაზრდულ ფრთაში გოგოებს აგზავნიდნენ, ვითომ თანამშრომლობისთვის, ვითომ პარტიის საგულშემატკივროდ და სინამდვილეში ინფორმაციებს აგროვებდნენ ჩვენზე. მაშინ „ქართული ოცნება" ორგანიზაცია იყო, თავმჯდომარე ქალბატონი, მაია ფანჯიკიძე გახლდათ. მე ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტიური წევრი ვიყავი, აქციების ორგანიზატორი... სააკაშვილის ხელისუფლების დროს ლიტვაში ვიყავი გაქცეული წელიწად-ნახევარი. როცა ბატონი ბიძინა ჩამოვიდა საქართველოში, მეც დავბრუნდი, გადავწყვიტე გვერდში დავდგომოდი ამ ორგანიზაციას. მაშინ კუდის თანამშრომლები ბინძურ კამპანიას აწარმოებდნენ ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებზე.

 

- რას გულისხმობ?


- ბინძურია კამპანია, როცა ადამიანს თავის ინტიმურ ცხოვრებას უწერ ფირზე, მერე აყურებინებ და ამით აშანტაჟებ. მე რომ ახლა ჩემს ცოლთან ვიღაცამ გადამიღოს და შემდეგ შანტაჟი მომიწყოს, რაღაცების დათმობა მომიწევს. რა სასიამოვნოა ეს კადრები საჯაროდ ნახოს და განიხილოს საზოგადოებამ. ამდენად, ეს იყო შანტაჟი და ბევრი ამაზე წამოეგებოდა ხოლმე.


- შენც გაშანტაჟებდნენ?


- მაშინ თავისუფალი მამაკაცი ვიყავი და რით უნდა დავეშანტაჟებინე, მამაკაცთან მე არ ვწოლილვარ.


- ჰქონდათ შენი ინტიმური კადრები?


- მეგობრები კი დამცინოდნენ იმდენი ათასი კადრიდან 80 პროცენტი შენი იყოო, მაგრამ, არც ასეა საქმე. თუმცა თავსაც ვერ დავდებ. იყო შემთხვევა, როცა ჩემს ტელეფონზე მოვიდა გზავნილი. ვითომ შეეშალა გოგონას და სხვაგან მოხვდა. დამიახლოვდა ეს გოგო, მომიყვა თავისი პირადი ცხოვრება, როგორ აერია ყველაფერი, როგორ არ გაუმართლა სიყვარულში და ა. შ. ამით ჩემი ნდობა მოიპოვა, ვითომ. შეხვედრაზე რომ მიდგებოდა საქმე, გოგონა მეუბნებოდა, რომ ერთი საათი სჭირდებოდა შეხვედრამდე. ეს მაეჭვებდა.


- რატომ?


- იმიტომ, რომ იყო უკვე ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაცებს იღებდნენ ფარულად. ის არ მიფიქრია, რომ ვინმეს ჩემი ინტიმური ცხოვრების გადაღება უნდოდა. ვფიქრობდი იმას, რომ გოგონა მომიგზავნეს იმისთვის, რომ პარტიის ამბები გამომტყუოს-მეთქი. ამიტომ პირველივე შეხვედრაზე პოლიტიკაზე ჩამოვუგდე სიტყვა. არ ამყვა, არც შეიმჩნია, რომ დაინტერესებული იყო. კარგი მსახიობები კი ჰყავდათ. სანამ ერთმანეთს შევხვდებოდით მითხრა, ერთი საათი მჭირდებაო. სად იყავი-მეთქი, ვკითხე და მეგობარს დაბადების დღე აქვს, აი, ეს ვაზა ვუყუდეო. იმ დღეს უბრალოდ ვისაუბრეთ და წამოვედი. ვიფიქრე, პანიკაში ვარ ეტყობა არანაირი მოგზავნილი ეს გოგო არ ჩანს-მეთქი. პანიკა იყო მაშინ, დაბურულ მინებიან მანქანას რომ დავინახავდი, მეგონა მიჭერდნენ. თან, როცა უკვე რამდენჯერმე დაგიჭერენ, იცი რა უნდა გამოიარო, შიში არის მაინც. გნებავთ სიფრთხილე დაარქვით ამას. ჩემს თავს ვეუბნებოდი, მიშა, პანიკაში ხარ, ნუ გგონია ყველა შენ დაგდევს-მეთქი. თან მაშინ არ ვიყავი დიდი პოლიტიკოსი, ვიღაც ასე ძალიან რომ დაინტერესებულიყო ჩემი პირადი ცხოვრებით, უბრალოდ, აქტიური წევრი ვიყავი „ქართული ოცნების".


- ახლა დიდი პოლიტიკოსი ხარ?


- არა, ახლაც არ ვთვლი საკუთარ თავს პოლიტიკოსად. ვარ მთავრობის ერთ-ერთი რიგითი წევრი და ამ ხელისუფლების გულშემატკივარი. მაგრამ ისეთი არა, რომ თეთრი და შავი ვერ განვასხვავო ერთმანეთისგან. ვხედავ თეთრსაც და შავსაც და ვამბობ კიდეც ყოველთვის ხმამაღლა, რა მომწონს და რა - არა.


- კარგი, დავუბრუნდეთ მოგზავნილ გოგონას...


- მეორე შეხვედრა რომ დავგეგმეთ იმავე მისამართზე, ჩემს მეგობარს მივწერე, ამა და ამ მისამართზე მივდივარ და თუ დავაგვიანე, იცოდე-მეთქი.


- ეს რა პერიოდია?


- მარტი-მაისის თვის ამბებია, ჯერ ციხის კადრებიც არ არის გავრცელებული... მივედი იმავე მისამართზე, მეგობართან ერთად იყო. ის ვაზა, რომელიც მეგობრისთვს საჩუქრად იყიდა ისევ იქ იდგა. არ წაუღე-მეთქი, ვკითხე. წავუღე, უბრალოდ, ძალიან მომეწონა და ჩემთვისაც ვიყიდეო, მიპასუხა. მაშინ კიდევ ერთხელ დავეჭვდი. წასვლა რომ დავაპირე, იყავიო, მთხოვა. ფანჯარაში გადავიხედე. ორი „ბე-ემ-ვეს" მარკის ავტომობილი იდგა სადარბაზოსთან დაბურული მინებით. ჩემი მეგობარი მელოდება დაბლა, გავუშვებ, თან „კოკა-კოლას" მოვიტან და მოვალ-მეთქი, ვუთხარი. არა, გვაქვს, ყველაფერი გვაქვსო, მეუბნებოდა. ლიფტამდე გამომყვა, მოდი-მოდის ძახილით. ლიფტში მეორე სართულზე გამოვედი და უკანა სადარბაზოდან გავედი. ეს მანქანებიც დაიძრნენ, ორივეს ერთნაირი სერია ჰქონდა. ამ გოგომ რომ დამირეკა, მაღაზიაში ვარ-თქო, ვუთხარი. ეს მანქანებიც მაღაზიასთან მოვიდნენ. მოკლედ, შევძელი იქიდან გამოქცევა. მოვედი ოფისში და მოვყევი ეს ამბავი ბიჭებთან. ერთ-ერთმა გამიყვანა (სახელსა და გვარს არ დავასახელებ, საჩხერელია ის ბიჭი) და ასეთი რამ მითხრა. მაგ მისამართზე მეც ვიყავი, მაგ გოგოსთანო. მოკლედ, შეხვედრიდან რამდენიმე დღეში კონსტიტუციური უსაფრთხოების ტიპებს ჩაუსვამთ ეს ბიჭი მანქანაში, სასაფლაოებზე წაუყვანიათ და ნოუთბუქში აყურებინეს თავისი ინტიმური ურთიერთობა ამ გოგოსთან. ამ ბიჭს შეყვარებული ჰყავდა და დაემუქრნენ გაგისაჯაროებთ ამ ვიდეოსო. თუ არ მოეშვები მაგ „ოცნებაში" სიარულს და მაგ ხალხს (კონკრეტლად ჩემზეც უთხრეს), ცუდად დაამთავრებ ცხოვრებას, მაგათ ყველას მალე ციხეში განახებთო. მაშინ არც სასამართლო არსებობდა და არც პოლიცია. ყველა ბერკეტი მაშინდელ ხელისუფლებას ჰქონდა ხელში... შემდეგ გაირკვა, რომ ეს გოგონა ადრე დაჭერილი იყო ფაქტზე, რომ ციხეში შეყვარებულს ნარკოტიკი შეუგზავნა. ამათ მისცეს საშუალება დანაშაული ამ ფორმით გამოესყიდა და ასე ამუშავებდნენ. მერე ამ გოგომ იმ საჩხერელ ბიჭს ბოდიში მოუხადა „ფეისბუქზე", ჩემი მდგომარეობაც გაიგე, სხვა გზა არ მქონდაო...


-  მას მერე იყო მსგავსი შემთხვევა?


- კი, ამის მერე უფრო გააქტიურდნენ, ხშირად შემთხვევით ხვდებოდნენ ჩემთან გოგოები, ხან ძველ ნაცნობებს მიგზავნიდნენ, ერთმა დამირეკა, შენი კლასელი ვარო, არც სახელი მეცნო, არც გვარი... მაგრამ ისეთი შეშინებული ვიყავი, კაი ხანი ქალს აღარ გავკარებივარ. მერე ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე მაინც დამიჭირეს.


- როცა ეს ყველაფერი დამთავრდა, როცაქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, როცა, როგორც შენ ამბობ, სამართალი აღდგა ქვეყანაში, რატომ არ იჩივლე, შენ ხომ იცი ვინ არის ის გოგონა...


- ეს გოგონა ისევ იქ ცხოვრობს, სადაც ცხოვრობდა, მაგრამ ამაზე არც მიფიქრია. იმ გოგოს მდგომარეობაში შევედი. ის მსხვერპლი იყო, ყველაფერზე წავიდოდნენ, რომ შეეშინებინათ.

 

- გამოძიება თუ დაიწყებოდა, დამკვეთამდეც მივიდოდნენ.


- ამ გოგოს ოჯახი ჰყავს, მშობლები, ძმა, ვერ გავწირე... რაც შეეხება სამართლიანობას, მთლიანად არ აღმდგარა ქვეყანაში, რადგან ეს ადამიანები, დამკვეთები არიან დაუსჯელები და მეტიც, დაწინაურებულნიც...

 

- არ ფიქრობ, რომ გარკვეულწილად ეს შენი და შენნაირების ბრალია, რომლებმაც არ მიმართეს სასამართლოს?


- ვფიქრობ, შეიძლება ჩემი ბრალიც იყოს, მაგრამ მორალურად ვერ შევძელი, ქალის პოზიციიდან შევხედე ყველაფერს, ძალიან დაზარალდება. ისედაც ყველამ იცის ვინ აკეთებდა ამას და ვინ იყო მთავარი დამკვეთი.

 

- შოუბიზნესი ვახსენეთ, შენ რა ინფორმაცია გაქვს, მათაც უღებდნენ?


- მიხეილ სააკაშვილს მთელი საქართველო ჰყავდა „დავერბოვკებული". მაგალითად, ჩემს მეგობარ ზურა ხაჩიძეს, როცა ის აქციებზე დადიოდა, შეუთვალეს, შენი შვილის ანასტასიას პამპერსიდან ნარკოტიკულ ნივთიერებას ამოვიღებთო... კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არაფრის არ მეშინია, მე მაშინ თავისუფალი კაცი ვიყავი, სექსი არ მქონია მამაკაცთან, ცხოველთან და თუ ქალთან გავიარე, ამის გამო ვერც ვერავინ დამაჯარიმებს, ვერც დამიჭერს და ვერც ვერაფერს მომთხოვს.


- რისი თქმა გინდა, ვისაც არატრადიცული სექსი აქვს უნდა დავაჯარიმოთ?


- არა, რა თქმა უნდა, ზოგს ვაშლი უყვარს, ზოგს - მსხალი, ვერავის მოვთხოვ იცხოვროს ისე, როგორც მე ვცხოვრობ. ყველას თავის გზით გაუმარჯოს. იმის თქმა მინდოდა, რომ ჩემი სექსუალური ურთიერთობების არ მრცხვენია.


- როგორია შენი ვარაუდი, ვის აწყობს დღეს ამ კადრების გასაჯაროება და რისი მიღწევა უნდათ ამით?


- ჩვენ პრობლემას ყოველთვის ვეძებთ სხვაში და არა საკუთარ თავში. დღეს, ქარი რომ ამოვარდება, ბიძინა ივანიშვილს ბრალდება, ხვალ წყალდიდობა რომ მოხდეს, ბიძინა ივანიშვილის ბრალი იქნება. არ შეიძლება ყველაფერი ერთ კაცს დააბრალო. მაგდა პაპიძემ მოკლა თავისი ქმარი, გამოვიდა ოპოზიცია და იძახის, ეს ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების ბრალიაო. სასაცილოა რაა, სირცხვილია! ალექსი პეტრიაშვილის ამბავი ავიღოთ, რა შუაშია აქ მთავრობა. საქართველოში რამდენი ადამიანი ცხოვრობს. პოლიციელი გულთმისანია და უნდა მიხვდეს, რომ ადამიანს რომელიც მეგობრის საფლავზეა გასული ვიღაც დახვდება და ესვრის? პრობლემა ჩვენში უნდა ვეძებოთ. არაფერში არ აწყობდა ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას" ამ კადრების გასაჯაროება. ვერც ნაციონალებს დავაბრალებ ცალსახად. მიმდინარეობს გამოძიება და ყველაფერი დადგინდება.


ნინო მჭედლიშვილი


 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი