logo_geo
“ერთმანეთის გარეშე აღარ შეგვიძლია” – შორენა ბეგაშვილი ახალ სიყვარულზე ალაპარაკდა
- +

25 სექტემბერი. 2020. 00:36

 

 

მსახიობის და ტელეწამყვანის შორენა ბეგაშვილის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დგას, სადაც ის თავს შესანიშნავად გრძნობს და ბედნიერია.

 

შორენას ცხოვრების ახალი მეგზური ჰყავს, ის ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ლაშა ბარათელია.

 

წყვილი საკუთარ გრძნობებს არ მალავს და საყვარელ მამაკაცთან ერთად გადაღებული ფოტო, შორენამ, ცოტა ხნის წინ ინსტაგრამზეც გამოაქვეყნა.

 

ლაშა ბარათელი ცდილობს, შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის, ევა ბარბაქაძის გულიც მოიგოს და გოგონას ხშირად უწყობს ძვირადღირებულ სიურპრიზებს.

 

შორენა ბეგაშვილის ცხოვრებაში კიდევ ერთი სიახლეა, რამდენიმე დღეში, ის „რუსთავი 2“-ის ეთერში საკუთარი გადაცემით „შორენას ეფექტი“ გამოჩნდება, რომელსაც „პროფილის“ გუნდთან ერთად აკეთებს.

 

„პრაიმტაიმმა“ მსახიობთან და ტელეწამყვანთან, გულახდილი და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

 

– შორენა, გვიამბეთ თქვენი ახალი გადაცემის შესახებ…

 

– 30 სექტემბერს ვბრუნდები ეკრანზე. დიდი ხანი ვგეგმავდით ამ გადაცემით ეკრანზე გამოჩენას, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ, ზაფხულმა, სხვადასხვა საკითხებმა არ შეგვიწყო ხელი და მისი აქამდე დაწყება ვერ მოხერხდა.

 

ახლა შევდივართ ეთერში და ვიწყებთ დიდ ამბებს. საოცარია როცა გაქვს შენი გადაცემა. თურმე ერთი დიდი ამბავია ეს, რომელსაც უნდა მოუარო. ვფიქრობ ჩემს გადაცემაში მოსული სტუმარი, ზუსტად ისეთი წავა გადაცემიდან, როგორიც წარმოუდგენია საკუთარი თავი.

 

ეს იქნება თოქ-შოუს ტიპის გადაცემა, სადაც სტუმრად მოვიწვევთ, როგორც ცნობილ ადამიანებს, ასევე მათ ვისაც არ იცნობს მაყურებელი. მოგვიყვებიან თავის ამბებს, ჩვენი თემის და გმირის გარშემოც ვისაუბრებთ.

 

გადაცემის მთავარი გმირი, დამწვარი იქნება, თმაშეუღებავი თუ სადღაც არ გაუმართლა ცხოვრებაში, სწორედ ჩვენს თოქ-შოუში უნდა მიხვდეს, რომ ასეთი პერიოდი ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში დგება.

 

შევეცდებით გავულამაზოთ ცხოვრება, მხოლოდ ერთ დღეზე არ იქნება საუბარი, სერიოზულ გარდასახვას ვპირდებით ჩვენს სტუმრებს. ზოგს გარეგნული ცვლილება უნდა, ზოგს კარგი ტანსაცმელი და როგორც კეთილი ფერიები, ისეთ როლს შევასრულებთ მათ ცხოვრებაში.

 

ჩემი ცხოვრების რთულ ეტაპებზეც მოვყვები გადაცემაში.

 

– როგორ მოხდება გადაცემის გმირების შერჩევა?

 

– მთლიანად ჩვენი ჯგუფი შეარჩევს გადაცემის მთავარ გმირებს. პროექტს „პროფილის“ პროფესიონალი გუნდი ქმნის და მათთან ერთად მე არაფრის მეშინია.

 

ჩვენი გადაცემა გამორჩეული ასევე იქნება იმითაც, რომ მხოლოდ ქალებზე არ გავაკეთებთ აქცენტს.

 

ბიჭებსაც აქვთ ცხოვრებაში რთული ეტაპები გავლილი, უნდათ ცხოვრების თავიდან დაწყება და მათაც დავეხმარებით. ცნობილ მამაკაცებსაც კი იხილავთ სტუმრად ჩემს შოუში.

 

რამდენიმე სტუმარს დავასაქმებთ კიდეც საოცნებო სამსახურში, ვასწავლით და ა.შ.

 

– თოქ-შოუს წაყვანას, დიდი პასუხისმგებლობა სჭირდება, როგორ ართმევთ ამას თავს?

 

– სანერვიულოა, მაგრამ იმდენად პროფესიონალი ჯგუფი მყავს არაფრის არ მეშინია. ჩავწერეთ უკვე საცდელი გადაცემა. დაახლოებით ათი წელია ტელევიზიაში ვმუშაობ და როცა ამ სფეროსთან მუდმივად გიწევს შეხება, კამერებთან მუშაობა არ გიჭირს, თუმცა როდესაც საკუთარი თოქ-შოუს ტიპის გადაცემა გაქვს, სულ სხვა გამოწვევა და ახალი ეტაპია.

 

– მაია ასათიანი გეხმარებათ მუშაობაში?

 

– მაია არის პირველი ადამიანი, რომელიც გვერდით მიდგას. ვცდილობთ ერთად გავაკეთოთ ყველაფერი. ამ ეტაპზე მაია ასათიანის გარეშე ვერ შევძლებდი ვერაფერს.

 

პირველ გადაცემაში ძალიან საინტერესო სტუმარი მეყოლება.

 

– თქვენს ცხოვრებაში რა ეტაპი დგას ახლა?

 

 

– ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპზე ვარ. ახალი სამსახური, ცხოვრების ახალი მეგზური მყავს. იმდენად უცბად შეიცვალა ჩემი ცხოვრება, ჯერ ვერც ვაცნობიერებ. სასიამოვნო ეიფორიაში ვარ. როცა პირადი ცხოვრება მოწესრიგებული გაქვს, ყველაფერი მშვიდად და კარგად გამოგდის. ქალისთვის მთავარი ეს არის.

 

– როგორ დაიწყო თქვენი და ლაშა ბარათელის ურთიერთობა?

 

– როდესაც ქალის ცხოვრებაში არის ცუდი ეტაპი, ეძებს ისეთ ადამიანს, რომელიც შეიფარებს და ანუგეშებს. რომ არა ჩემი ცხოვრების რთული პერიოდი, ალბათ ყურადღებას არ მივაქცევდი ლაშას. რაღაცნაირად ტელეფონით აეწყო ჩვენი ურთიერთობა და მივხვდით, ერთმანეთის გარეშე აღარ შეგვიძლია.

 

– მედიაში დაიწერა, რომ ქმარს ირაკლი ნანაძეს, სწორედ ლაშა ბარათელის გამო დაშორდით, მართალია?

 

 

– მე მივიღე დაშორების გადაწყვეტილება, მაგრამ რა იყო ამის მიზეზი გადაცემაში მოვყვები. მე მივხვდი, პირველ რიგში ღალატობენ, ლამაზ, მოვლილ და შემდგარ ქალებს. სულ ასე ხდება ჩემს ცხოვრებაში.

 

მე ყველაფერს ვითვალისწინებ და ვცდილობ გვერდით მდგომი მამაკაცი ღირსეულად წარმოვაჩინო, მაგრამ ზოგი ვერ აფასებს ამას.

 

ყველანაირი ჩხუბის და ხმამაღალი სიტყვის გარეშე წამოვედი ჩემი მეუღლის სახლიდან. იყო რაღაც პერიოდები, როცა ვფიქრობდი დავბრუნებულიყავი, მაგრამ მისი მხრიდან უსიამოვნო სიურპრიზები აღარ დამთავრდა და საბოლოოდ დავშორდი.

 

– თქვენი ქალიშვილის ევას შესახებ გვიამბეთ, როგორ ცხოვრობს, რას საქმიანობს?

 

– ევა სწავლობს, თვალს და ხელს შუა იზრდება. ისეთი ლამაზი გოგო გახდა, ყოველდღე ვტკბები. შესაძლოა ჩემს შვილზე ასე არ უნდა ვსაუბრობდე, მაგრამ რა ვქნა. ევას არ უყვარს გადაღებები, მაგრამ ჩემი თხოვნით დამთანხმდა, რაღაცეებს დავპირდი, მოვისყიდე და ერთ-ერთი გადაცემის სტუმარი იქნება.

 

როცა დედა პოპულარულია ბავშვი ირჩევს ჩრდილში ყოფნას, ასე ხდება ევას შემთხვევაშიც., რამდენიმე თვის წინ გახსნა ინსტაგრამი, ცოტა ხნის წინ „თაიმის“ სახე გახდა. ასეთ ბრენდთან თანამშრომლობა დიდი საქმეა, მაგრამ ევა მოდელობას და ტელევიზიაში მუშაობას არ აპირებს,. ის ფსიქოლოგიურზე სწავლობს და ამ კუთხით აპირებს მუშაობის გაგრძელებას.

 

თქვენს ერთ-ერთ ინსტაგრამ ლაივს მოვუსმინე, სადაც გულახდილად საუბრობდით, ცხოვრებისეულ სირთულეებზე, რა გეხმარებათ რთულ პერიოდში, ცხოვრების თავიდან დაწყებაში?

 

– როცა შვილი გყავს, არ გაქვს უფლება რაღაცაზე დიდხანს ინერვიულო. უნდა მოიკრიბო ძალა, თავი ხელში აიყვანო და დაიწყო ახალი ცხოვრება. როცა შენს შვილს სჭირდები, უფლება არ გაქვს მოწყენილი  და დეპრესიაში იყო. დეპრესია ფუფუნებაა. მშურს იმ ადამიანების, ვინც ცუდად არის და სახლშია ჩაკეტილი.

 

– თქვენმა რჩეულმა ევას საკუთარ დაბადების დღეზე ძვირადღირებული ავტომობილი აჩუქა…

 

– როცა კაცს უყვარს ქალი, ცდილობს მისი შვილიც ბედნიერი იყოს. ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ.

 

რას ურჩევთ იმ მანდილოსნებს, ვის ცხოვრებაშიც რთული ეტაპია, როგორ დაძლიონ სირთულეები?

 

– როცა ფიქრობ ყველაფერი დამთავრდა, შენ ხარ მახინჯი და არაფერი გამოვა შენგან, ზუსტად მაგ დროს იხსნება მეორე სუნთქვა, თუ გაქვს იმედი, რომ ყველაფერი იქნება კარგად, ღირს ცხოვრებისთვის ბრძოლა, აუცილებლად გამოგივა. იმდენჯერ ვარ მიწაზე დაცემული, ვერ წარმოიდგენთ.

 

მაგრამ სულ უნდა აიყვანო თავი ხელში, თმა დაივარცხნო, პომადა წაისვა და თავიდან დაიწყო ცხოვრება.

 

ბევრჯერ მქონია ასეთი პერიოდი, დიდ იმედგაცრუებას მოყვება ეს განცდა, ამ დროს ვერ ხვდები სად დაუშვი შეცდომა, მაგრამ შემდეგ ფიქრობ, ეს ამად არ ღირს, ცხოვრება გრძელდება და ისევ იღიმი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი