logo_geo
„პირობას გაძლევთ, ამ სიმღერაზე მთელი საქართველო იცეკვებს!“ – ლაშა ღლონტის ახალი პროექტი „აჭარული“
- +

25 სექტემბერი. 2020. 01:35

 

 

„იმდენ სერიოზულ და დაკარგულ სიყვარულზე მარიო ჩიმაროსავით სიმღერები მაქვს, გადავწყვიტე, ახალი სიმღერა ჩავწერო, რომელსაც მალე მოისმენთ და სრულიად განსხვავებულ ლაშა ღლონტს იხილავთ… მთელ საქართველოს პირობას გაძლევთ, რომ ამ სიმღერაზე ყველა იცეკვებთ!“ – ლაშა ღლონტი.

 

რამდენიმე ხნის წინ, მუსიკოსმა ლაშა ღლონტმა, ახალი კლიპის გადაღება დაასრულა. ექიმი, ბიზნესმენი და მომღერალი „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი ახალი პროექტი „აჭარული“, ისეთი ენერგიული და პოზიტიურია, მთელ საქართველოს ააცეკვებს:

 

კლიპის გადაღება ზაფხულში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, ცოტა დავაგვიანეთ. სიმღერის ჩაწერა, რამდენიმე თვით ადრე მოხდა, მაგრამ ამ ეტაპზე, გადაღებებიც დასრულებულია და კლიპიც დამონტაჟებული.

 

– როდის იგეგმება კლიპის პრეზენტაცია?

 

- კლიპის პრეზენტაცია, დაახლოებით, ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიგეგმა, რომელსაც ტელეკომპანია „იმედზე“ გადაცემა „პრაიმშოუში“ იხილავთ.

 

– წინა ინტერვიუში შეგვპირდით, რომ თქვენი ახალი კლიპი, მთელ საქართველოს ააცეკვებს…

 

ნამდვილად ასეა. მართალია, ძალიან ბევრი ვინერვიულეთ და ახლაც ვნერვიულობთ კორონავირუსის გავრცელების გამო, მაგრამ როგორც ექიმი, გეტყვით, რომ კარგი ხასიათი, იმუნიტეტს აძლიერებს.

 

ჩემი რეპერტუარი, ძირითადად სევდიანია, სულ დაგარგულ სიყვარულზე ვმღერი, მაგრამ ეს, ჩემი პირველი ოფიციალური კლიპია. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და სახალისო იქნება, პირობას გაძლევთ, რომ მთელ საქართველოს ავაცეკვებ.

 

როგორც ბათუმელს, ჩემი ოცნება იყო, რომ ბათუმელებისთვის და აჭარლებისთვის, პირადად ჩამეწერა სიმღერა.

 

 

– და ოცნება აიხდინეთ!

 

რა თქმა უნდა, რაზეც გვერდში დამიდგა აჭარის მთავრობა და ბევრი ჩემი მეგობარი. რიგითი ბათუმელიდან დაწყებული, უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას. კლიპის გადაღებებში, ფაქტიურად, მთელი აჭარა იყო ჩართული, რომელიც მხოლოდ ქ. ბათუმში მიმდინარეობდა.

 

– ვინ არიან კლიპის მონაწილეები?

 

როგორც რიგითი ბათუმელები, ასევე ანსამბლ „ბათუმის“ ბიჭები, მოცეკვავეები, პროფესიონალი მსახიობები მონაწილეობენ, მასშტაბური კლიპი გამოვიდა. ყველა ძალიან მონდომებული იყო და კიდევ ერთხელ, დიდ მადლობას ვუხდი, მთელ გადამღებ ჯგუფს!

 

ისეთი ბათუმი გვაქვს გადაღებული, ბევრმა არ იცის, არც კი უნახავს. ენერგიული სიმღერაა, ჩემთვის ცოტა უჩვეულო, მაგრამ საინტერესო.

 

– ვინ არის მუსიკის და ტექსტის ავტორი?

 

მუსიკის ავტორი, ჩვენი სტუდიის პედაგოგი და ასევე ჩემი მეგობარი ედგარ გორგილაზეა. ტექსტის კი, ზურაბ გორგილაძე – აჭარელი პოეტი,  ბათუმის კოლორიტი.

 

– სასიამოვნო სიურპრიზი მიუძღვენით აჭარას…

 

ვიტყოდი, რომ არა მარტო აჭარას, არამედ სრულიად საქართველოს მივუძღვენი! ვისაც მოვასმენინე, ყველას ძალიან მოეწონა, მათ შორის პროფესიონალ მომღერლებს და მოცეკვავეებს. ბევრმა აღნიშნა, რომ ამ სიმღერაზე, ცეკვასაც კი დავდგამთო. ვნახოთ, როგორი წარმატება ექნება.

 

მართლაც, სასიამოვნო მოულოდნელობა იქნება, ყველას მოგეწონებათ. ჩათვალეთ, რომ თანამედროვე „აჭარული“ სიმღერაა. ამდენი უარყოფითი ემოციის ფონზე, ჩვენ მოსახლეობას, ძალიან დიდ პოზიტიურ განწყობას შეუქმნის.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი