logo_geo
„დიდი შიშის მატარებელია მოძალადე.. გამბედაობა აქ არ იყო“ – ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა ბანკში შეჭრილ თავდამსხმელს აფასებს
- +

22 ოქტომბერი. 2020. 23:36

 

 

21-22 ოქტომბერს, ზუგდიდში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ საზოგადოებაში მრავალი კითხვა ჩნდება.

 

საზოგადოების ნაწილი გამტაცებელს მოქმედების შესაბამისად აფასებს, ნაწილი თვლის, რომ ის ყოფილი სპეცრაზმელია, რომელიც კარგად ფლობს უნარ-ჩვევებს, თუ როგორ მოქცეულიყო ასეთ სიტუაციაში.

 

საინტერესოა, როგორ აფასებს ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა თავდამსხმელს და ასევე მსხვერპლს.

 

- ბოროტმოქმედის მდგომარეობა არის ძალიან დაძაბული. პასუხისმგებლობას რამდენად იღებს და რა მოტივით კეთდება ეს არ ვიცით, მაგრამ ეს გარკვეულად დიდი დაძაბულობაა.

 

ადამიანი არის ან მოძალადე, ან მსხვერპლი ან მხსნელი. როცა მოძალადე არ აცნობიერებს, რომ მოძალადეა მაშინ ის თავისთავად ცხადია, რომ პროცესშია ჩართული და არაფერი არ არის შეგრძნებაში გარდა იმისა, რასაც აკეთებს ის გააკეთოს.

 

მაგრამ მოძალადის ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, გარკვეულწილად ხდება იმის გაცნობიერება, რაც გააკეთა და მაშინ ის ხდება თავის თავის მხსნელი.

 

- როგორ შეაფასებდით თავდამსხმელის გამბედაობას?

 

– ის მოძალადეა. გამბედაობა აქ არ არის – რადგან გამბედაობა ის იქნება, რომ ეს არ გააკეთო. ადამიანმა, რომელიც აცნობიერებს, რომ ის მოკვდავია და მაინც ჰყოფნის გამბედაობა, რომ თვალი გაუსწოროს ცხოვრებას და იცხოვროს, როგორც ადამიანური ცხოვრებას შეეფერება, აი ესაა გამბედაობა.

 

ყველაზე დიდი შიშის მატარებელი არის მოძალადე, მას ეშინია ცხოვრების, რეალობის, საკუთარი თავის იმიტომ, რომ რეალობას ვერ უსწორებს თვალს, ეს არის ყველაზე დიდი ყოვლისმომცველი შიში, მაგრამ აი იმ კონკრეტულ მომენტში როცა პროცესშია ჩართული იქ არც შიშია და საერთოდ შეგრძნებებიც არ არის.

 

 

- შესაძლებელია, ადამიანი მისმა ცხოვრებამ, მატერიალურმა მდგომარეობამ, ახლობლის ცუდად ყოფნამ მიიყვანოს ამ შედეგამდე?

 

– არასოდეს, ადამიანს თუ რაიმე უჭირს, მითუმეტეს ფინანსურად, ამისათვის არასოდეს არ გააკეთებს მსგავს რამეს. გაჭირვებამ მიიყვანა აქამდე ესე არ არის. ეს არის რამდენად არის ადამიანი შინაგანად ძლიერი და გამბედავი. ასეთი ადამიანები ამას არ სჩადიან. შინაგანი სიძლიერე თუ აქვს ადამიანს გარეგანი ფაქტორი მასზე ვერაფრით ვერ იმოქმედებს. ვერც მატერიალური, ვერც პოლიტიკური. თუ ის შინაგან პერსონას წარმოადგენს.

 

- მისი პორტრეტი

 

– არსებობს ფსიქოტიპები ფსიქოლოგიაში გარეგნობის მიხედვით, მაგრამ ადამიანი მოძალადეა თუ შეიძლება იყოს, ამას ტიპოლოგია არ იძლევა, არ არის მართებული ადამიანი გარეგნობის მიხედვით ფიზიკური მოცემულობით შეაფასო.

 

ფსიქოლოგიური მახასიათებლები ფსიქოლოგიურად არსებობს: შიზოიდური, დეპრესიული, ისტერიული და ასეთ „ტიპებს“ თავიანთი ფიზიკური მოცემულობა აქვთ და არ შეიძლება მივაწეროთ გარეგნულ მონაცემებს მოძალადეობა.

 

- თავად მსხვერპლზე რას იტყვით

 

– მსხვერპლის როლი ძალიან საინტერესოა. სტოკჰოლმის სინდრომია ასეთი, როდესაც მოძალადის მიმართ უჩნდებათ ადამიანებს სიმპათია. წავიკითხე კიდეც ხაჭაპური გვაჭამა, კონდინციონერი ჩაგვირთოო. ეს არის ტიპიური სინდრომი. მოძალადის მიმართ თბილი დამოკიდებულება უჩნდებათ, რადგან იმდენად არიან შეშინებული, რომ ამით მათი შიშის გადაფარვას ახდენენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი