logo_geo
„ერთ სახლში არ ვცხოვრობთ, მაგრამ…” – ლევან ლაზარიშვილი ოჯახის დანგრევის მიზეზზე ალაპარაკდა და ცოლთან შერიგების სურვილი გამოთქვა
- +

11 დეკემბერი. 2020. 01:07

 

 

 

ცნობილი ქართველი მუსიკოსების ლევან ლაზარიშვილის და მაიკო კაჭკაჭიშვილის ოჯახი, წლების წინ დაინგრა, თუმცა აშკარაა, რომ ლაზარიშვილს ყოფილი ცოლის მიმართ გრძნობები დღემდე აქვს და არ გამორიცხავს, რომ შერიგდნენ კიდეც.

 

წყვილს ორი ტყუპი ბიჭი ჰყავს, რომლებსაც მაიკო ზრდის, ლევანი კი ყაზახეთში აგრძელებს კარიერას.

 

ყოფილ ცოლთან არსებულ ურთიერთობაზე, ლევან ლაზარიშვილმა ჟურნალ “თბილისელებთან” ისაუბრა.

 

– ცხოვრება ისე აეწყო, რომ მე ყაზახეთში წავედი საცხოვრებლად და აქ ზაფხულობით ჩამოვდიოდი. დროისა და მანძილის გამო, ბუნებრივად დავშორდით ერთმანეთს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ახლა შორს ვართ ერთმანეთისგან.

 

ჩვეულებრივად ვურთიერთობთ, მეც მივდივარ მასთან, ისიც მოდის ჩემთან, ერთ სახლში არ ვცხოვრობთ, მაგრამ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.

 

– ამბობენ, რომ ისევ ერთად ხართ, რა ხდება რეალურად?

 

– რეალურად მართლა ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ორი 16 წლის ბიჭი გვყავს და მათი პრობლემებით ორივე ვართ დაკავებული. ერთმანეთთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს.

 

– ამას შერიგება ჰქვია?

 

– არც გვიჩხუბია. ცოლ-ქმრის ამპლუაშია ჯერჯერობით არ ვართ, მაგრამ გამორიცხული არაფერია.

 

ერთმანეთისთვის ცუდი არაფერი გაგვიკეთებია. შესაბამისად უნდობლობა და შიში არ გვაქვს. თავისუფლად შეგვიძლია ერთად გავატაროთ საღამო, ერთმანეთისთვის არანაირი შეზღუდვები არ გვაქვს დაწესებული.

 

– მაიკო, თვითონაც წერდა, ამდენი წლის შემდეგ ვრიგდებითო?

 

– კი, ასეა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი