logo_geo
ნატო დუმბაძე: ეჭვიანი ვარ საკუთარი თავის მიმართაც
- +

15 დეკემბერი. 2020. 00:02

 

 

 

სახელი: ნატო.

 

გვარი: დუმბაძე

 

პროფესია: პროდიუსერი

 

– მოგონება ბავშვობიდან...

 

– ბავშვობაში სადარბაზოში ხშირად ვაკეთებდით კონცერტებს, ბილეთებს ვხატავდით, ვჭრიდით და მერე ვიწვევდით მეზობლებს.

 

– მშობლების როლი...

 

– მაშინ არ იყო დედაშვილს შორის მეგობრული დამოკიდებულება, ძირითადად, მკაცრად ზრდიდნენ ბავშვებს, მაგრამ დედა არ გამოირჩეოდა სიმკაცრით. ვიცოდი, არ უნდა მომეტყუებინა და ცხრა საათზე სახლში ვყოფილიყავი, დანარჩენზე პრობლემა არ მქონდა. გამუდმებით კარგ ხასიათზე იყო, ნებისმიერი პრობლემის მიუხედავად იღიმოდა და ჩვენთან მოსვლა ყველას უყვარდა, შესაბამისად, სულ სტუმრები გვყავდა. მისმა განწყობამ და ამ დამოკიდებულებამ დადებითად იმოქმედა ჩემზე და ახლა მეც ასეთი ვარ. ჩემს ჩამოყალიბებისა და განვითარებაში დიდი როლი ითამაშა დედას ხასიათმა.

 

– ბავშვობაში მინდოდა, გამოვსულიყავი...

 

– რაზეც არ მიფიქრია – ეს არის პროდიუსერობა, რადგან მაშინ ასეთი პროფესია არც არსებობდა. დედა და ბებია ექიმები იყვნენ, მაგრამ მე ამის სურვილი არ მქონდა. სხვადასხვა დარგს ვეუფლებოდი და უფრო ხელოვნებასთან მქონდა შეხება ბებიასთან შაბათ-კვირას ქარგვის, კითხვის საათი გვქონდა. თითქოს ხატვაც ვცადე, რაღაცებს ვწერდი კიდეც, თუმცა გამოკვეთილად არ ვიცოდი, რა მინდოდა ცოტ-ცოტა ყველაფერში გამოვცადე თავი.

 

– ჩემი პრფოესია განაპირობა...

 

– იმ პერიოდში ბავშვები ბევრ წიგნს ვკითხულობდით, აქედან გამომდინარე ფიოლოგიური იყო მოთხოვნადი ფაკულტეტი და მეც ამ მიმართულებით ვისწავლე უნივერსიტეტში. რაც შეეხება პროდიუსერობას, ოჯახმა შევიძინეთ ბინა და გავარემონტეთ. მაშინ არ იყო ინტერიერის დიზაინერი და ასე შემდეგ, ყველაფერი საკუთარ თავზე ავიღე. ამ რემონტის დროს მივხვდი, რომ კარგი მენეჯერი ვიყავი (იცინის). საბოლოოდ კარგი სახლი გმოვიდა, ყველას მოსწონდა, ზოგი დასათვალიერბლადაც კი მოდიოდა. რემონტის შემდეგ უზღვავი ენერგია მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ორი შვილი და მეუღლე მყავდა. ვერსად მიმქონდა ეს ენერგია. ერთხელაც ჩემს დაბადების დღეზე გადავწყვიტე კონცერტი გამეკეთებინა და მერე უკვე შოუბიზნესში გადავინაცვლე.

 

– ჩემი მეტსახელი...

 

– მერაბ ნინიძე მეძახდა კლასში „დუმფარას, მეტი მეტსახელი არ მქონია.

 

– წარმატებული ადამიანი არის...

 

– მონდომებული და მიზანდასახული, თუ ეს თვისებები გაქვს, მაშინ ხდება წარმატებული. დაუღალავ შრომს ყოველთვის ახლავს დიდი წარმატება.

 

– ადამიანში ვაფასებ...

 

– ერთგულებას, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანია.

 

– ღმერთის ჩემეული აღქმა...

 

– ბავშვობიდან ჩემს წარმოდგენაში ღმერთი იყო თეთრ წვერებში, რომელიც იჯდა ღრუბლებზე.

 

– ვრისკავ...

 

– საკმაოდ ხშირად, რისკის გარეშე ვერც ჭკუას ისწავლი და ვერც საქმეს. რაც შეეხება ექსტრემს, ადრე ვიყავი, ახლა აღარ.

 

– მაკვირვებს...

 

– როცა ადამიანის სახეზე ულევი ნიღაბია.

 

– ვერიდები...

 

– ჭორაობას, ძალიან არ მიყვარს.

 

– დრო და სიყვარული...

 

– დროს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ სიყვარული მუდმივია, ესე იგი, ნებისმიერ დროში არსებობს.

 

– როცა პირველად შემიყვარდა...

 

– სკოლაში დავდიოდი, მაგრამ რომ ამბობენ, პირველად ვინც გიყვარდება, ისაა ნამდვილი და ყველაზე დიდი სიყვარულიო, ასე არ მგონია – პირველი ყოველთვის არის გატაცება, სიყვარული სულ სხვა რამეა.

 

– ის, რაც ჩემთვის უპატიებელია...

 

– ალბათ, ღალატი. თუმცა, არ მგონია, ჩემთვის ვინმეს ეღალატოს.

 

– ვეჭვიანობ...

 

– საკმაოდ ხშირად, თუმცა, ეს არ ეხება ურთიერთობებს. ეჭვიანი ვარ საკუთარი თავის მიმართაც კი: როგორ გავაკეთე კონკრეტული საქმე, რამდენად კარგად გამომივიდა და ასე შემდეგ.

 

– ვემტერები...

 

– მტრულად არაფერზე და არავისზე ვარ განწყობილი.

 

– ბოდიშის მოხდა...

 

– არასდროს მიჭირს, არც ბოდიშის მოხდა და არც მადლობის გადახდა.

 

– შემშურებია...

 

– არ მქონია მსგავსი მომენტი, სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ ვიხსენებდი, ოღონდ მე მშურდა თუ არა ვინმესი და ვერც ერთი შემთხვევა ვერ გავიხსენე, არასოდეს შემშურებია ვინმესი.

 

– სამაგიეროს გადახდა...

 

– არც მიცდია, ეს ჩემეული არ არის, მორწმუნე ადამიანი სამაგიეროზე არ ფიქრობს.

 

– ვნანობ...

 

– ვნანობ იმას, რომ ბევრი ენა არ ვისწავლე.

 

– ვიტყუები, როცა...

 

– საერთოდ არ ვიტყუები, მაგრამ შეიძლება უვნებელი ტყუილი გამომივიდეს, მაგალითად, ჩემს შვილიშვილთან. ტყუილი არ შემიძლია და როგორი დამოკიდებულებაც დედასთან მქონდა, ჩემთან ამ საკითხთან დაკავშირებით, მეც იგივე მაქვს ჩემს შვილებთან – ოღონდ ნუ მომატყუებთ.

 

– ვზარმაცობ...

 

– მას შემდეგ, რაც ცოტა ასაკში შევედი, მაგრამ მე მგონი, არ ვარ ცუდი გოგო, თუმცა, როგორც ყველა ადამიანს, მეც მაქვს რაღაც ნაკლი. მეგობარი მიყვარს ბოლომდე, არასდროს ვღალატობ, კარგი დასაყრდნობი და „ფსიქოთერაპევტი“ ვარ (იცინის).

 

– თავისუფლება არის...

 

– თავისუფალი სუნთქვა, სიტყვა და პიროვნება. არასოდეს მიმუშავია სახელმწიფო სტრუქტურაში, რადგან ძალიან მიყვარს თავისუფლება. როგორც კი ჩავიკეტები და რაღაც ჩარჩოში მოვექცევი, აღარ ვარ ისეთი პროდუქტიული, თუმცა, ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდური მუშაობა არ შემიძლია, უბრალოდ, თავისუფალი ვარ საკუთარ თავთან, იდეებთან და რისკებთანაც.

 

– მეშინია...

 

– მანქანის სიჩქარის, არ მეშინია თვითმფრინავით მგზავრობის და სხვა რამის, მაგრამ სიჩქარის ძალიან მეშინია.

 

– ქალური ბედნიერება...

 

– ოჯახი და ადამიანების სიყვარული.

 

– როცა მაქებენ...

 

– ძალიან მრცხვენია.

 

– ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს...

 

– კიდევ უფრო მეტად აქტიური ვიქნებოდი და მეტ ენერგიას გამოვყოფდი, ვიდრე ახლა.

 

 

ეთო ხურციძე

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი