logo_geo
თიკა ფაცაცია: „მე ახლა „მწვანე ადამიანი“ ვარ“
- +

19 დეკემბერი. 2020. 00:08

 

 

მომხიბლავი ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც სხვებში იმედს და პოზიტიურ განწყობას აღვივებს. ცოტა ხნის წინ თიკამ კოვიდი დაამარცხა და ფიქრობს, რომ ვირუსის დამარცხებაში მთავარი სწორედ განწყობაა. გთავაზობთ პოპულარული ტელეწამყვანის რამდენიმე რჩევას:

 

 

– ამბობენ, რომ კორონავირუსი თავიდან განსხვავებული სიმპტომებით იწყება. თქვენ რა სიმპტომები გქონდათ?

 

– ყველაფერი ძალიან მოულოდნელად დაიწყო, წინადღეს საშინელი თავის ტკივილი მქონდა, მეორე დილით კი სიცხიანმა გავიღვიძე, ორი ტესტი გავიკეთე და ორივეჯერ კოვიდი დამიდასტურდა. ვირუსი ჩემი სტუმრისგან გადამედო, რომელსაც სიმპტომები ორი-სამი დღის შემდეგ გამოუვლინდა. !? დღე ვიავადმყოფე და ამ ხნის განმავლობაში სულ სახლში ვიყავი.

 

– კიდევ ვის შეხვდა თქვენ ირგვლივ კოვიდი?

 

– ყველა გადარჩა, ვინც ჩემთან იყო კონტაქტში. ძლიერი იმუნიტეტი თუ გაქვთ, ნუ გეშინიათ. როგორც ჩანს, ჩემს ახლობლებს კარგი იუმუნური სისტემა ჰქონიათ, რადგან მეუღლეც და შვილებიც ვირუსს გადაურჩნენ.

 

– ექიმის რომელ მითითებას ასრულებდით გულდასმით?

 

– 2 ლიტრამდე წყალს ვსვამდი, როგორც ლიმონიანს, ასევე ჩვეულებრივს. კოვიდის დროს მოძრაობაც აუცილებელია და როგორც კი წამოდგომა შევძელი, დღეში 5 ათას ნაბიჯს გადავდიოდი, განცალკევებით, პატარა ოთახში ვიყავი, მაგრამ ამას მაინც ვახერხებდი, ძალიან მამხნევებდა ისიც, რომ ჩემი მეგობრები და თანამშრომლები მირეკავდნენ და მამხნევებდნენ. შიში, რომელიც ამ ათი თვის განმავლობაში კოვიდის გამო დაითესა, ძნელი აღმოსაფხვრელია, მაგრამ თუ ექიმების რჩევებს გავითვალისწინებთ, უფრო იოლად მოვერევით.

 

– ძალიან ბევრი ჩივის, რომ ოჯახის ექიმს ვერ უკავშირდება.

 

– ოჯახის ექიმებს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ორი დღის განმავლობაში მეც არ დამირეკეს, ამიტომ მე იქით ვურეკავდი, რადგან ბევრი პაციენტი ჰყავდა. ყოფილა შემთხვევა, როცა ექიმს ღამის 12 საათზეც დაურეკავს.

 

– როგორი განცდაა, როცა ყველა სიმპტომი გაივლის და უკვე განკურნებული გქვია?

 

– ძალიან სასიამოვნო განცდაა, როცა გარეთ თავისუფლად გასვლა შეგიძლია. ამავე დროს ფიქრობ, რომ სხვებს ეშინიათ შენთან კომუნიკაცია და ეს გაწუხებს.

 

– როდის შეიძლება კოვიდიანმა პაციენტმა თავი ჯანმრთელად მიიჩნიოს?

 

– 10-12 დღის შემდგომ, როცა თავს კარგად იგრძნობს, ჯობია კიდევ 2-3 დღის განმავლობაში დააკვირდეს და თუ სიმპტომები აღარ აქვს, ექიმები ამბობენ, რომ ის უკვე გამოჯანმრთელებულია. ამ შემთხვევაში მას თავისუფლად შეუძლია იზოლაციის შეწყვეტა და ქუჩაში ტესტის გარეშე გასვლა.

 

 

ხათუნა ჩიგოგიძე

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი