logo_geo
3 რაც, რაც ეპიდვითარებას უკონტროლოს გახდის, იანვარში შემთხვევები გაიზრდება - კულუმგებოვის საახალწლო მოლოდინები
- +

19 დეკემბერი. 2020. 19:44

 

 

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ სადღესასწაულოდ სტუმრიანობას ოჯახებში მაინც ვერ შეაჩერებ, ამის გამო კულუმბეგოვი იანვარში შემთხვევების ზრდას ვარაუდობს.

 

„ჩვენს ქვეყანაში, რაც არ უნდა შეზღუდვები შევინარჩუნოთ სტუმრიანობას მაინც ვერ შევაჩერებთ. იანვრის მეორე ნახევარში შემთხვევების რაოდენობის გაზრდა იქნება, 40% არის შიდა ოჯახური გავრცელება. ამიტომ მე მაინც მგონია, რომ თუ ამას საზოგადოებრივი ტრანსპორტი და უკონტროლო რიგები დაემატება ეს ყველაფერი ეპიდემიის კონტროლზე აისახება.”- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

“დღეში 5000 - 6000 შემთხვევა დაფიქსირდება, ვაქცინა ვირუსს ვერ გააქრობს - კულუმგეგოვის მთავარი შიშები და მოლოდინები

 

საქართველოს გაუმართლა კიდეც, რომ პირველად აქ არ ტარდება კოვიდვაქცინაცია და ახალი ვირუსის ახალი ვაქცინა ჯერ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გამოიცდება. თუმცა, უვაქცინობის პერიოდში, შეზღუდვები თუ მოიხსნა და წინასაახალწლოდ „შავი პარასკევის“ კვირა განმეორდა ქვეყანაში, კატასტროფა მოხდება, რადგან იანვრის მეორე ნახევარში ვირუსის სერიოზული მატება, დღეში -5000- 6000 შემთხვევა დაფიქსირდება. ამის შესახებ „2020NEWS“-თან ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

 

ფაქტია, ვირუსი გვიტევს, წინ კი, წლის ყველაზე დიდი დღესასწაულები გველოდება, თანაც ორ-ორი. შესაბამისად, ოჯახური შეხვედრების, ურთიერთობებისა და სტუმარ-მასპინძლობის სახალწლო და საშობაო პერიოდი იწყება ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, რისი ეშინია ცნობილ იმუნოლოგს, ამაზე ბიძინა კულუმბეგოვი 2020NEWS“-თან ინტერვიუში თავად საუბრობს.

 

- დღეს კოვიდვირუსის 2 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო კვირაში მატება თითქმის აღარაა, ეს მონაცემები კლების ტენდეციაზე მიანიშნებს?

 

- რასაკვირველია, ბოლო ერთი კვირის ჯამური ტენდეცია, წინა ერთ კვირასთან შედარებით, არის შემცირება.

 

ამიტომ საქართველო მსოფლიოში უკვე პირველზე კი არა, მე-3 ადგილზე მყოფი ქვეყანაა,100 000 მოსახლეზე დაავადებული პაციენტების გამოვლენის მიხედვით. მთელი ნოემბერი სულ პირველი ვიყავით. ეს ტენდეცია არის ცალსახა, მას შენარჩუნება ჭირდება.

 

წინასაახალწლო პერიოდი ადამიანების ურთიერთობის პერიოდია, მსოფლიო შიშობს და ევროპაში საშობაო ლოკდაუნებიც კი შემოიღეს.

 

ჩვენთან, ყველაზე ხშირად, სწორედ ოჯახური კავშირები და კლასტერებია, რაც კოვიდის გავრცელებს განაპირობებს.ადამიანები, ნათესავები, ახლობლები, მეგობრები ერთ სახლში, პირბადის გარეშე არიან.

 

ძალიან მეშინია, რომ ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე თუ გაგრძელდა ეს ვითარება, სავარაუდოდ, ახალი წლის შემდეგ, დაავადების შემთხვევათა რიცხვი ისევ მოიმატებს.

 

- როგორ ფიქრობთ, ახალი შემთხვევების კლება, არსებულ რეგულაციებს უკავშირდება? თქვენი აზრით, შეზღუდვები უნდა მოიხსნას, თუ ჯერ კიდევ შენარჩუნდეს?

 

- შეზღუდვები რომც არ მოიხსნას, ადამიანებს ერთმანეთთან სახლში მისვლას ხომ ვერ ავუკრძალავთ?

 

თუმცა, შეზღუდვები თუ მოვხსენით, საერთოდ კატასტროფა იქნება და ეს დაემატება იმ ყველაფერზე, რის წინაშეც ახალი წლის დღეებში ვდგავართ, ახლო ნათესაური კავშირებისა და ოჯახებში სტუმრობების გამო.

 

თუ ახლა შეზღუდვები გამარტივდება და ისევ ისე განვითარდება პროცესები საახალწლოდ, რაც 27 ნოემბერს, „შავ პარასკევს“ მოხდა, ანუ მთელ წინასაახალწლო კვირაშიც იგივე გავაკეთეთ, მაშინ, იანვრის მეორე ნახევარში კოვიდინფიცირების სერიოზული მატება გვექნება და დღეში 5000- 6000 შემთხვევა მაინც დაფიქსირდება.

 

- საქართველოში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინას როდის უნდა ველოდეთ?

 

- თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ძირითადი კვლევები დამტკიცდა და ევროპის მარეგულირებელმა ორგანოებმა, მსოფლო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ვაქცინის შემქნელი კომპანიების კვლევები აღიარა, მაშინ ამ ტიპის ვაქცინებისადმი ხელმისაწვდომობა ჩვენს ქვეყანას, დიდი ალბათობით, გაზაფხულის დასაწყისში უკვე უნდა ჰქონდეს.

 

- ვაქცინა პანდემიის დასრულებაში სერიოზულ წვლილს შეიტანს?

 

- რა თქმა უნდა, პანდემიის დასრულებაში ვაქცინა წვლილს შეიტანს, ვირუსს ვერ გააქრობს, რასაკვირველია, კიდევ დიდი ხანი დარჩება, ისეთი თვისების მატარებელი ინფექციაა, მაგრამ 2021 წელს მსოფლიო თუ შეძლებს, რომ ყველა სამედიცინო პერსონალსა და მოწყვლად ჯგუფს ვაქცინაცია ჩაუტაროს, მაშინ მიუხედავად იმისა, რომ ინფექცია იქნება მსოფლიოში, გარდაცვალების შემთხვევები ძალიან შემცირდება და იქნება ისეთი, როგორც არის გრიპის დროს.

 

- ბევრი სკეპტიკურად უყურებს ვაქცინას, რადგან მცირე დროშია შექმნილი..

 

- რა თქმა უნდა, სიფრთხილე ყოველთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ, მედიცინაში ამ ტერმინს ვიყენებთ - ფრთხილი ოპტიმიზმი და ასე ვაკვირდებით ყველაფერს.

 

გაგვიმართლა, რომ ამ ვაქცინის გაკეთება პირველებს არ მოგვიწია. ვიდრე ჩვენ ამ ვაქცინას მივიღებთ, ალბათ, ას მილიონ დოზაზე მეტი იქნება გაკეთებული სხვა ქვეყნებში და დიდი შანსია, რომ თუ რამე გვერდითი მოვლენები აქვს, ჯერ გამოცდიან ევროპისა და ამერიკის განვითარებული ქვეყნები და მერე ჩვენთან შესწავლილი შემოვა.

 

- საქართველოში შემოვიდა პრეპარატი „რემდესივერი“, თქვენი მოლოდინი როგორია მისი შედეგის მიმართ?

 

- პრეპარატი „რემდესივერის“ სიკვდილიანობას არ ამცირებს. მას შუძლია ჰოსპიტალში დაყოვნებული პაციენტი უფრო სწრაფად გამოაჯანმრთელოს, განსაკუთრებით ის მძიმე პაციენტი, რომელსაც, ჟანგბადის მიწოდება ხელოვნურად სჭირდება.

 

რა ღირს ეს პრეპარატი საქართველოში, არ ვიცი დეტალები, მაგრამ თუ ვინმე აჩუქებს ამ წამალს ქვეყანას, გამოვიყენოთ, რა პრობლემაა? 15 დღის ნაცვლად, 10 დღეში წავა ადამიანი სახლში, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ ის, რომ სიკვდილობას შეგვიმცირებს, ასე არაა. 400 ადამიანზე მეტი ახლა რეამინაციაშია, ეს წამალი მათთვის საერთოდ არ არის.

 

- კოვიდგადატანილ ადამიანებს, რამდენ ხანში შეიძლება, რომ ვირუსი ხელმეორედ დაემართოთ?

 

- რაც დაკვირვება არსებობს, 6-8 თვე შენარჩუნებულია იმუნიტეტი. ვინც 6 თვის წინ დავირუსდა, ჯერჯერობით, ისევ არ ხვდებიან კლინიკაში. მსოფლიოში განმეორებითი მხოლოდ 28 შემთხვევაა აღწერილი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი