logo_geo
ეკა ხოფერია მინისტრი გახდა – „ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში“
- +

29 დეკემბერი. 2020. 15:51

 

ცნობილი ქართველი ჟურნალისტის ეკა ხოფერია ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. მან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საბჭოში მინისტრის თანამდებობა დაიკავა.

 

ინფორმაცია ამის თაობაზე მედიაში ჯერ კიდევ ორი დღის წინ გავრცელდა, თუმცა მაშინ ხოფერიამ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, დღეს კი ინფორმაცია დაადასტურა.

 

– აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრად დავინიშნე. ცოტა ხნის წინ მოვაწერე ხელი ბრძანებას და წარდგენაც დღეს იქნება.

 

– ვისგან მიიღეთ შემოთავაზება?

 

– შემოთავაზება საბჭოს თავმჯდომარისგან, რუსლან აბაშიძისგან მივიღე. ჟურნალ “სითის” ჰქონდა პროექტი აფხაზეთის თემაზე და გარკვეული პერიოდის შემდეგ, შემომთავაზა მან ეს თანამდებობა . ვიფიქრე რასაკვირველია და შემდეგ დავთანხმდი. მიმაჩნია, საინტერესო საქმეა, გამოწვევებით აღსავსე, ვთვლი, რომ ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში.

 

ჩემი მშობლები არიან აფხაზეთიდან, ნათესავები მყავს აფხაზეთში, რასაკვირველია მეტი პასუხისმგებლობაც მაქვს მეტი საინტერესო საქმე გავაკეთო.

 

– რას უპასუხებთ იმ ბრალდებას, რომ რუსლან აბაშიძე უწყებაში ცოლის დაქალებს ასაქმებს?

 

– მე უკომენტაროდ დავტოვებ ამას, უხერხულია კომენტარის გაკეთება.

 

– რა ბედი ეწევა ჟურნალ “სითის”?

 

– როგორც მოგეხსენებათ “სითის” დამფუძნებლები ვართ მე და ჩემი და – თეა ხოფერია. ჟურნალს აქვს 11 წლიანი ისტორია, “სითი” მნიშვნელოვანია ჩემთვის, მაგრამ ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში.

 

– პირველ რიგში რომელ პროექტს განახორციელებთ?

 

– ეს არის განათლება, კულტურა, მეცნიერება, სპორტი, დიდი სპექტრია სფეროების და ასე ვერ გეტყვით, პირველად რომელს განვახორციელებ. რეალურად დღეს ჩემი პირველი სამუშაო დღეა.

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი