logo_geo
მარიამ გველესიანი: ჩემი ოჯახი აფხაზეთიდან ომის დროს წამოვიდა, მას შემდეგ გავჩნდი, მაგრამ პრობლემები ისევ გვქონდა
- +

31 დეკემბერი. 2020. 17:53

 

 

ულამაზესი მარიამ გველესიანი სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მუდმივად ყურადღების ცენტრშია, გარდა იმისა, რომ გამორჩეული გარეგნობა აქვს, გამომწერებს მისი პოზიტიური ხასიათიც ხიბლავთ.

 

მარიამ გველესიანი: – სიმართლე რომ ვთქვა, არ ვფიქრობ ძალიან პოპულარული ვარ და ადამიანებს ჩემ მიმართ განსაკუთრებულ ინტერესი აქვთ, ვერც იმას ვიტყვი, კონკრეტულად როდის გააქტიურდნენ სოციალურ ქსელში ჩემი გამომწერები, მათი რაოდენობა ეტაპობრივად იზრდება, თუმცა გულწრფელად ვიტყვი, რომ ამისთვის გამიზნულად არაფერი გამიკეთებია და სიმართლე რომ ვთქვა, ისიც არ ვიცი, რა გახდა ამის მიზეზი.

 

– დღეს „ინფლუენსერობა“ უკვე შემოსავლის წყაროა და როგორც ვიცი, შენთვისაც ასეა, არა?

 

– ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. საქართველოში ეს მიმართულება ჯერჯერობით იმ დონეზე არ არის განვითარებული, რომ ადამიანმა თავი „ინსტაგრამის“ საშუალებით ირჩინოს. შემოსავალი მოაქვს, მაგრამ ამით ოცნების კოშკებს ნამდვილად ვერ ააგებ. თუმცა, მდგომაროება უკეთესობისკენ იცვლება, კომპანიები მეტად ინტერესდებიან სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებით და „ინფლუენსერობა“ ნელ-ნელა ჩვენს ქვეყანაშიც იდგამს ფეხს.

 

– როგორ უვლი თავს?

 

– არ ვიცი, რამდენად დამიჯერებთ, მაგრამ საკუთარ გარეგნობაზე განსაკუთრებულად არ ვზრუნავ, იმ გოგოების კატეგორიას მივეკუთვნები, რომელიც ორშაბათიდან იწყებენ ვარჯიშს და სწორ კვებას. მგონი, დაბადებიდან ასეა და ეს ჩემი ყველაზე დიდი მინუსია.

 

– როგორი გოგოა მარიამი, რისი კეთება უყვარს?

 

– ვცდილობ, ყოველთვის მხიარული ვიყო. ხომ გვაქვს დღეები, როცა არ ვართ კარგ ხასიათზე, ასეთ დროს ვცდილობ ჩემი განწყობა სხვასაც არ მოვახვიოთ თავს და არც საკუთარი თავი დავამძიმო. თითქოს, განსაკუთრებული მოთხოვნილება მაქვს, რომ სულ კარგ ხასიათზე ვიყო, ზოგჯერ ძალიან ჯიუტი ვარ, საკუთარ თავზე საუბარი ძალიან მიჭირს, თან, ახლა, ძირითადად, უარყოფითი თვისებები მახსენდება, ამიტომ აქ გავჩერდები.

 

– რა არის შენი მთავარი პროფესია?

 

– პროფესიით ჟურნალისტი ვარ და ძალიან მინდა ამ სფეროში განვვითარდე. შემდეგ ნამდვილად დავარქმევ ჩემს თავს წარმატებულს, რაღაც პერიოდი „ტვ პირველში“, ნიუსებზე ვმუშაობდი, სტაჟიორად. თუმცა მივხვდი, რომ ეს ჩემი მიმართულება არ იყო და თავი დავანებე.

 

– ბავშვობაში როგორი იყავი?

 

– პატარა მარიამი ძალიან წყნარი და ნაზი იყო, ჩემი სამყარო მქონდა და დიდად არავის ვაწუხებდი, ჩემი დაძ-ძმა და ბიძაშვილები ერთად ვიზრდებოდით და იმ დროსაც ძალიან მხიარული ვიყავი, მაშინ საქართველოში ძალიან რთული წლები იყო, მაგრამ ბავშვობა ლაღად მახსენდება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დევნილები ვართ და ჩემმა ოჯახმა ძალიან ბევრი რამ დაკარგა.

 

– შენ სად დაიბადე და გაიზარდე?

 

– ჩემი ოჯახი აფხაზეთიდან ომის დროს წამოვიდა, მას შემდეგ გავჩნდი, მაგრამ პრობლემები ისევ გვქონდა. დევნილების საცხოვრებელში გავიზარდე, იყო უთანხმოებებიც და მახსოვს, რომ თავს ცოტა უხერხულად ვგრძნობდით, მაშინ მე პატარა ვიყავი და ის ყველაფერი ფრაგმენტულად შემომრჩა მეხსიერებაში.

 

– როგორც ვიცი, ფეხბურთელი შეყვარებული გყავს, როგორ დაიწყო თქვენი ამბავი?

– ჩვენი სიყვარულის ისტორია რომ დაიწყო, მაშინ 17 წლის ვიყავი. გიორგის მხრიდან ეს ერთი ნახვით სიყვარული იყო, მე ორი წლის შემდეგ მივხვდი, რომ ის ის იყო.

 

– როგორ შეხვდით ერთმანეთს?

 

– პირველად სუპერმარკეტში დავუნახივარ და მოვწონებივარ, მაგრამ მე ახლომხედველი ვარ და ვერ შევამჩნიე. მეუბნება, რომ მისი მიმართულებით ვიყურებოდი და ეგონა, მას ვუყურებდი. მერე აღმოჩნდა, რომ მისი კლასელი ჩემთან ერთად ემზადებოდა გეოგრაფიაში, ერთხელ ერთად ვიყავით, როცა გიორგი შეგვხვდა და მაშინ გავიცანით ერთმანეთი, აღმოჩნდა, რომ ჩემი სკოლის წინ ცხოვრობდა, მთელი 12 წელი დავდიოდი იმ ქუჩაზე, მაგრამ არასდროს მინახავს. გაცნობის შემდეგ სოციალურ ქსელში მწერდა, თავიდან არ ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ იმდენი ხანი არ დანებდა, რომ ბოლოს მივწერე, სხვა გზა არ იყო, მერე უკვე ძალიან ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს იმ ქუჩაზე, სხვათა შორის, დღემდე არ ვიცი ეს შემთხვევით ხდებოდა თუ განზრახ. მისდამი ოდნავი სიმპათიები თავიდანვე გამიჩნდა, მაგრამ განსაკუთრებული დამოკიდებულება ნამდვილად არ მქონია და ამიტომ თავს არ ვაძლევდი მასზე ფიქრის უფლებას, ორი წლის შემდეგ კარგად რომ გავიცანი და მისი თვისებები დავინახე, ერთ დღეს, უცებ მივხვდი, რომ მომწონდა. ამის შემდეგ ერთმანეთს ხშირად ვნახულობდით და მოწონება სიყვარულში გადაიზარდა. უკვე დიდი ხანია ერთად ვართ და აღარც კი მახსვოს, როგორი იყო ჩემი ცხოვრება გიორგიმდე. ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ.

 

ქეთი კაპანაძე

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი