logo_geo
ნოდარ სიმსივე: ასეთი ჯადოსნური წელი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღარ გვქონია - მოვიგებთ ომს უხილავ მტერთან
- +

31 დეკემბერი. 2020. 17:04

 

 

კომენტატორი, მსახიობი და ტელეწამყვანი, ნოდარ სიმსივე მის ცხოვრებაზე პანდემიის გავლენასა და სპორტზე „რეპორტიორს“ უამბობს:

 

- შენი აქტიური ცხოვრებიდან გამომდინარე რა გავლენა იქონია პანდემიამ?

 

- პანდემიამ როგორც სხვა  ყველა ადამიანზე, ვინც აქტიურ ცხოვრებასაა მიჩვეულია ძალიან იმოქმედა. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველი ჩემი დღე, იყო ძალიან აქტიური და დატვირთული, ამ სახლში ჩაკეტვამ ცოტა არ იყოს მომადუნა, რაც ჩემს ფიზიკურობასაც დაეტყო. მაგრამ, არ მეგულება არავინ, ვინც პანდემიამ მსგავს მდგომარეობაში არ ჩააგდო და კალაპოტიდან არ ამოაგდო.

 

- თეატრი არ გენატრება?

 

- არა. იმიტომ, რომ ვფიქრო, ის ცალკე სხვა პერიოდი იყო და უკვე გაიარა. ასე რომ არ მენატრება.

 

- ქართულ ფეხბურთზე რას გვეტყვი, რა მოლოდინები გქონდა ნაკრებისგან წელს?

 

- მოლოდინი, არა უფრო მინდოდა რომ ნაკრებს ეს თამაშები მოეგო. ეს იყო ერთადერთი შანსი, სადაც შეიძლებოდა ოცნება აგვეხდინა, თუმცა, სიმართლე რომ გითხრა ჩემი სურვილის მიუხედავად, მეშინოდა იმ ფსიქოლოგიური მომენტის, რაც გულისხმობს მათ ამ მხრივ მოუმზადებლობას. წაგების მიუხედავად ვფიქრობ, რომ ეს მოტივაციის მომცემი უნდა იყოს და არ იმსახურებს, თუნდაც, მომავალ თაობაში იმედის ჩაკვლას და იმის თქმას - „დავანგრიოთ სტადიონები, ფეხბურთი ჩვენი სპორტი არ არის და ასე შემდეგ...“ პირიქით, უნდა დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ, სად რა შეცდომა დავუშვით, ან ვის რა მოეთხოვებოდა.

 

- რას ელოდები მომავალი წლისგან ?

 

- მომავალი წელი, ხარის წელია და ვფიქრობ, ძალიან კარგი წელი იქნება.  ველოდები, რომ კორონა ვირუსს დავამარცხებთ, რადგან ესეთი ჯადოსნური წელი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღარ გვქონია. მოვიგებთ ომს უხილავ მტერთან.

 

- ტრადიცია, ხომ არ გაქვს ახალ წელთან დაკავშირებით და როგორ აპირებ ახალ 2021-ს შეხვდე?

 

- ახალი წელი ძალიან მიყვარს. მოგეხსენება 90-იანები ბნელი ცხოვრების პერიოდი იყო და როგორც დღეს, ასე არ იყო მორთული ქუჩები, მაგრამ 31-ში შუქი რომ მოდიოდა, საოცარ ემოციებს მგვრიდა ეს ყველაფერი. ამიტომაც მჯერა, რომ ახალ წელს სასწაულები ხდება. ტრადიცია განსხვავებული არ მაქვს, უბრალოდ ძალიან მიყვარს გოზინაყი, ჩურჩხელა და ეს უნდა მქონდეს ბევრი, რადგან მასზე უარს ვერასდროს ვერ ვამბობ. ბავშვობიდან ძირითადად ოჯახის წევრებთან ერთად ვხვდები, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როცა სხვაგანაც შევხვედრილვარ. რა თქმა უნდა ახალ წელს სახლში ვხვდები, პანდემიიდან გამომდინარე.

 

 

right_banner big_banner
არქივი