logo_geo
ჟანრი ლოლაშვილი: მომავალ თაობას არაფერსაც არ ვურჩევდი...
- +

22 იანვარი. 2021. 20:55

 

 

ბლიც-ინტერვიუს სტუმარია მსახიობი ჟანრი ლოლაშვილი.

 

- რა არის ხელოვნება?

 

- ხელოვნებას არაფერს არ შევადარებ... ხელოვნება არის გენიალური რამ...

 

- რა არის თეატრი?

 

- თეატრი არის სიცოცხლე... ერის კულტურის მაჩვენებელია, ცხოვრების სარკეა...

 

- სიბრძნე ანუ...

 

- სიბრძნე არის გონება დაფუძნებული სინდისზე, თუმცა ამ პოსტულატზე ხალხმა უნდა იფიქროს.

 

- რა ფერი აქვს სიყვარულს?

 

- ფერი არ აქვს... ღმერთს ხომ ფერი არ აქვს? და სიყვარული კიდევ ღმერთია...

 

- რა არის რწმენა?

 

საერთოდ მე მგონია, რომ მაინც არაფერი ვიცით, ვერ დავადგინეთ როგორია ბუნება, ვერ დავადგინეთ, რა არის რწმენა, სიყვარული. ამის ცალმხრივად ახსნა არ შეიძლება....

 

- რას ურჩევდით მომავალ თაობას?

 

არაფერსაც არ ვურჩევდი ყველამ თავის გზა უნდა გაიაროს... იმიტომ, რომ ყოველგვარი შეცდომა ღვთაებრივი კატეგორიაა და ადამიანის ჭკუისა და გონების ბრალი არაა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი