logo_geo
როგორაა გადანაწილებული სიმდიდრის ოთხი ზონა სხეულზე და არის თუ არა ჩვენს ორგანიზმში ფული?
- +

23 იანვარი. 2021. 01:39

 

 

ფულით შესაძლოა, ყველაფერს ვერ იყიდი, მაგრამ სასურველი ნივთების შეძენასა და არსებობას ნამდვილად შეძლებთ.

 

ისიც ვივით, რომ „ფული ჯოჯოხეთს ანათებს“, მაგრამ მაინც გვინდა, საჭიროა... ჰოდა, გიამბობთ როგორაა გადანაწილებული ფული თქვენს სხეულზე.

 

ნუ იღიმით, ეს რეალობაა და ამასთან დაკავშირებით, ჟურნალ „თბილისელებში“ ერთ-ერთი ეზოთერიკოსი საუბრობს.

 

- რა არის „დატანილი“ ჩვენი სხეულის რუკაზე ფულსა და სიმდიდრესთან დაკავშირებით?

 

- ეს არის 4 ზონა, რომელთაგან: ერთი უკავშირდება ფულის მიღების უნარს; მეორე - მის გადინებას; მესამე - დაგროვებას და მეოთხე - ფულის სიმდიდრედ გადაქცევის მარიფათს.

 

პირველი ზონა ყელ-კისერია და თუ თავისუფლად, დაძაბვისა და „კრატუნის“ გარეშე შეგიძლიათ მისი ქნევა და აქეთ-იქით ტრიალი, ასეთივე მარტივად გამოძებნით ფულის შოვნის საშუალებასაც.

 

ყელი შესაძლებლობებისა და თავისუფალი არჩევნის ზონაა - მოძრავი, მსუბუქი, არაბლოკირებული კისერი დასტურია იმისა, რომ: არჩევანში არ შემცდარხართ; განიხილავთ მოვლენათა განვითარების სხვადასხვა ვარიანტს და არ ერიდებით ცხოვრების სცენარის შეცვლას; ადვილად იღებთ როგორც საკუთარ თავს, ისე სხვასაც;

 

არ იცავთ მკაცრად დადგენილ წესებსა და იოლად მიდიხართ კომპრომისზე; არც გრძნობების გამოხატვას ერიდებით და არც საკუთარი შეხედულებების დაფიქსირებას. თავისუფალი კისერი სხეულს სიცოცხლეს მატებს, ადამიანს კი - რეაქციის სისწრაფეს. ასეთ კისრით იბადებიან ხელმძღვანელი პირები, ადმინისტრატორები ან ტოპ-მენეჯერები, ყოველ შემთხვევაში და რაც მთავარია, ფულთან პრობლემა ნამდვილად არ აქვთ.

 

რაც შეეხება დაბლოკილ კისერს, სხვაზე დაქვემდებარებული ოფიცრის ან ჯარისკაცის მზერაა, მხოლოდ წინ რომ იყურება და ყოველგვარ სიახლესა და დაბრკოლებას აიგნორებს. ეს შეიძლება გამართლებულია მოედანზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - სწრაფცვალებად ფინანსურ სამყაროში, სადაც წარმატება გადაწყვეტილების სისწრაფეზეა დამოკიდებული. ამიტომ გადახედეთ თქვენს ფინანსურ სცენარს, სიჯიუტესა და უნდობლობას კლიენტისგანაც იგივე მოსდევს.

 

ამოჩემებულ ტექნოლოგიასა თუ ფინანსურ სქემას სხვასაც ნუ მოახვევთ თავს. შეიძლება, სხეული გკარნახობთ: იყურე მხოლოდ იქითო, მაგრამ მის ფსიქოლოგიურ სტუქტურას უჭირს გაარჩიოს, რა პირველადია და რა - მეორადი. ზოგჯერ კი, სულაც ივიწყებს ადამიანი საკუთარ სხეულს და ისიც „იძაბება“ - ქმნის მყარ ფსიქოლოგიურ ბლოკებს.

 

- რომელია მეორე ზონა?

 

- ხომ გაგიგიათ: ფული თითებშუა გამეპარაო, - დიახ, მეორე ზონა ხელებშია. წარმოიდგინეთ, რომ ვიღაც კუპიურას გიწვდით და თქვენც ხელს აგებებთ გამოსართმევად - როგორ გააკეთებთ ამას? იგრძენით დაძაბულობა და კერძოდ, მტევნის არეში? თუ ასეა, თქვენთვის მნიშვნელოვანია, ვინ და როგორ გაძლევთ ფულს ან რას გეუბნებათ ამ დროს.

 

ანუ, ფულის აღების რიტუალით თუ უკმაყოფილო დარჩით, შეიძლება, დამსახურებულ გასამრჯელოზეც კი უარი თქვათ - ხომ არ აჭარბებთ? თუ დაძაბულობა იდაყვის მიდამოებში იგრძენით, ეს ნიშნავს, რომ გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება ფულთან დაკავშირებით, იქნება ეს: აღება, გაცემა, რაიმეს შეძენა თუ დაგროვება. სანამ რამეს გადაწყვეტთ, ასჯერ აწონ-დაწონით და საბოლოოდ, მაინც წაგებული დარჩებით. ვინც რისკავს, შაპანურსაც ის სვამსო, ხომ გაგიგიათ?! ჰოდა, გარისკეთ და ფული თავისით დაიწყებს თქვენკენ დენას. მაგრამ, თუ გამორთმევისას მხარი დაგეძაბათ, ფულს ძნელად უშვებთ თქვენს ცხოვრებაში - კი იღებთ, მაგრამ შემდეგ გეწყებათ სულის ფორიაქი.

 

ალბათ, იმ ადამიანის ტიპს მიეკუთვნებით, ფულს ხელის ჭუჭყად, გარყვნის საგნად რომ მიიჩნევს და ქვეშეცნეულად უარყოფთ მას. ამ დროს კი ის - ფული, კართან გიცდით. დროულად მოეგეთ, გონს, თორემ მასაც მობეზრდება ლოდინი და გაგეცლებათ.

 

- რა ხდება მესამე ზონაში, როგორ გადანაწილდება სიმდიდრე?

 

- რბილი, მაგრამ არა - დიდი, კოხტა, აწეული მუცელი, მენჯის თავისუფალი მიხვრა-მოხვრა, აღმოსავლური ცეკვების შემსრულებელივით გამაოგნებელი სიარული - ეს ყველაფერი მიგვანიშნებს, რომ ჩვენ წინაშეა ცხოვრებით კმაყოფილი ადამიანი, რომელიც ყოველი წუთით ტკბება და არც იმის კომპლექსი აწუხებს, ქონება კიდევ გაზარდოს.

 

ცნობილი „გალიფე“ კი თეძოსა და უკანა ნაწილზე მომეტებულად აქვთ ძუნწ, განსაკუთრებით კი, სხვისი ფულის მოშურნეებს. ვინც ხელგაშლილია და სხვისთვისაც არ ენანება ფულის ხარჯვა, ამ მხრივ, ყველაფერი რიგზე აქვთ. მივადექით მეოთხე ზონას და ეს ფეხებია - რაც უფრო ძლიერია ისინი, მით უფრო ადვილად მოიპოვებს ადამიანი კეთილდღეობას. სახლი, სტაბილური ბიზნესი, კარგი შემოსავალი, ფუფუნების საგნები - ეს ყველაფერი ფული კი არა, უკვე სიმდიდრეა.

 

მის შესანარჩუნებლად კი ფეხზე მყარად უნდა იდგე. ამიტომ, თუ სუსტი ფეხები გაქვთ, ხშირად იხევთ უკან, გიბრუნდებათ კოჭში, დაუდევრობის გამო მოგიტეხიათ კიდეც ან ვარიკოზული ვენები გაწუხებთ, ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ სტაბილურობა გაკლიათ და ეს გაშინებთ. ამიტომ, ისწავლეთ ფეხზე მყარად დგომა, გამოიმუშავეთ გამარჯვებულის სიარული. ფეხი დადგით მთელი ტერფით, მუხლებში დაჭიმეთ ზამბარა და მთელი სხეულის სიმძიმე საყრდენ ფეხზე გადაიტანეთ. შეწყვიტეთ ქუსლებზე სიარული, სანამ ფეხქვეშ მყარ ნიადაგს არ იგრძნობთ. ზაფხულში ხშირად იარეთ მიწაზე ფეხშიშველმა.

 

გაიმაგრეთ ფეხები და აღიდგინეთ მიწასთან დაკარგული კავშირი. ამის მატერიალური საყრდენის პოვნაც არ გაგიჭირდებათ ცხოვრებაში. 

 

 

right_banner big_banner
არქივი