logo_geo
ბიჭიკო ასკურავა: მამა გაბრიელი განვკურნე და ჩემზე დიდი მადლი გადმოვიდა!
- +

25 იანვარი. 2021. 11:23

 

 

სახალხო მკურნალ ბიჭიკო ასკურავაზე უკვე 50 წელია ლეგენდებს ჰყვებიან. საოჯახო მალამოთი გატეხილი ძვლების შეხორცება ისე მიმდინარეობს, თითქოს ლითონის ნივთებს ადუღებენ ერთმანეთთან. მკურნალობის ტრადიციული მეთოდი 300 წელს ითვლის, ეს საქმიანობა მამამ შეასწავლა, მოგვიანებით ისრაელში კლასიკური სამედიცინო განათლებაც მიიღო, მისი პაციენტები ერთხმად აღიარებენ მოტეხილობების მკურნალობის ასკურავასეული მეთოდის უპირატესობას.

 

ბიჭიკო ასკურავა:

 

– ქირურგიული ჩარევის გარეშე, ეფექტურად და უმტკივნეულოდ ვარჩენ სხვადასხვა სახის მოტეხილობას, ნაღრძობს, მენისკს, ოსტეოქონდროზს, პერტესს, „პოდაგრას“ და ძვლების სხვა დაავადებებს. მკურნალობის საგვარეულო მეთოდი დღემდე საიდუმლოდ რჩება, მას მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება. მსოფლიოს ორთოპედთა დიდი ნაწილი დავარწმუნე ასკურავას მეთოდის ეფექტურობაში, ისინი აღიარებენ, რომ ქირურგიულ ჩარევასთან შედარებით, ის უფრო სწრაფი და ეფექტურია.

 

– როგორ დაიწყეთ სამედიცინო კარიერა?

 

– ფიზკულტურის ინსტიტუტში ვსწავლობდი, წარმატებული ველომრბოლი გახლდით, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის პრიზიორი, „შრომითი რეზერვების“ ჩემპიონი, უამრავი სპორტული ჯილდო მაქვს მიღებული, 1966 წელს დავქორწინდი, ოჯახმა მაიძულა, შემოსავლის გზა მომეძებნა, შორს არ წავსულვარ, მამისგან ნასწავლი მკურნალობის მეთოდის პრაქტიკაში განხორციელება დავიწყე, მამა გურიაში სოფელ ქვიანში ცხოვრობდა, ჩემი წინაპრები ოდითგან ამ მეთოდს ფლობდნენ და ადამიანებს ეხმარებოდნენ. მედიცინას არ უარვყოფ, თუმცა ვთვლი, რომ ამ მეთოდის ალტერნატივა, მართლაც, არ არსებობს. სხვა წამალი არ მოიპოვება, რომელიც თანაბრად შველის როგორც მოტეხილობას, მენჯ-ბარძაყის ამოვარდნილობას, ხერხემლის დაზიანებას, ყველაფერს ვმკურნალობ, რაც ძვალ-სახსრის პრობლემას უკავშირდება. რა თქმა უნდა, 100 ადამიანიდან ყველას ვერ მოვარჩენ, ვისი დახმარებაც არ შემიძლია, პაციენტს არ მოვატყუებ.

 

ხშირად ოპერაციის შემდეგ ჩემთან მოდიან, მეთოდი იდეალურია მოხუცებისთვის, რომლებსაც მუხლებში და მენჯ-ბარძაყის სახსარში სითხე უშრება. ამ პრეპარატის შედეგად, სითხე აღდგენას იწყებს, დავრდომილები ფეხზე დგებიან.

 

 

 

 

– რა თანხაა საჭირო თქვენთან მკურნალობისთვის?

 

– ხშირად იმის მეათედი და უფრო ნაკლები, ვიდრე თანამედროვე მედიცინის ტარიფებია. ადამიანის მატერიალურ შესაძლებლობას ვითვალისწინებ, უპოვარებს ხშირად უფასოდ ვმკურნალობ. დაზღვევით მკურნალობა შემოიღეს, ჩემთან ბევრად იაფი ღირს, ვიდრე კლინიკაში დაზღვევით მკურნალობა! 50 წლის მანძილზე ინექციაც არ გამიკეთებია, მოტეხილ ადგილს ვაფიქსირებ რენტგენის სურათის მიხედვით, ვამოწმებ ფიქსაციის სისწორეს და ვიწყებ მკურნალობას. 80-იანი წლების ბოლოს მამა გაბრიელი განვკურნე, მაშინ დიდი მადლი გადმოვიდა ჩემზე.

 

– შთამომავალს გადასცემთ თქვენ უნიკალურ მეთოდს?

 

– ჩემს ცოდნას ჩემს შვილიშვილს დავით ასკურავას გადავცემ. სამწუხაროდ, შვილი უფალმა უდროოდ წამგვარა, ამიტომ მემკვიდრედ შვილიშვილი შევარჩიე. მას უკვე აქვს სამედიცინო განათლება, ბაბუას მსგავსად ისიც ველოსპორტში წარმატებულია.

 

– „რა აქიმი დასნეულდესო”, ნათქვამია… საკუთარი თავისთვის თუ გიმკურნალიათ?

 

– აი, ხელზე იარას ხედავთ, 62 წლის წინ ავარიაში მოვხვდი, გორის ტრასაზე მანქანა დამეჯახა, ღია მოტეხილობა მქონდა, ძვლები გარეთ იყო გამოსული, წინაპრების მეთოდი საკუთარ თავზე წარმატებით გამოვცადე.

 

  1. S. თვით მედეა, რომლის სახელსაც მეცნიერება „მედიცინა“ ატარებს, ამ მადლიან მიწაზე დაიბადა. რა უნდა გვიკვირდეს?! მკურნალობის ასკურავასეული მეთოდი შედეგების მიხედვით მაინც სასწაულად აღიქმება. რთულ მდგომარეობაში მყოფი, ვინც ასკურავას მიმართავს, ამ სასწაულის ძალას საკუთარ თავზე გამოცდის.

 

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი