logo_geo
რეზო ჩხიკვიშვილი: გერმანიაში ბევრი აღარ დამრჩა… საქართველოში დაბრუნებას ვაპირებ
- +

13 მარტი. 2021. 20:47

 

გერმანიის ქალაქ ესენში მოღვაწე მსახიობი, რეზო ჩხიკვიშვილი 64 წლის გახდა. სამი ათეული წელია უკვე ესენის თეატრის მსახიობია. ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ გაისად საპენსიო ასაკი უწევს, გერმანიის თეატრი პენსიაზე გაუშვებს. ეს შემოქმედებით თავისუფლებას მისცემს და მერე, რა თქმა უნდა, სამშობლოში დაბრუნების ეტაპიც დადგება.

 

- თეატრში ფოტოსესიები დაგვეწყო. რაღაც დაიძრა, მგონი. აქ მაინც ბევრი აღარ დამრჩა, 64 წლის გავხდი. სულ ერთია სად მუშაობ, 65-66 წლის ასაკში გადიხარ პენსიაზე. ანუ აღარ ხარ ოფიციალურად დასის წევრი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პენსიონერი ხდები. პირიქით, უკეთესიც არის. აღარ გაქვს მუდმივი მოვალეობები თეატრის მიმართ, ამიტომ შემოთავაზებები თუ იქნა, ფილმი, სერიალი, თუ სცენა – შეგიძლია მშვიდად აირჩიო ის, რაც მოგწონს. აღარ გაქვს სამსახურეობრივი წნეხი. ჩვენთან, საქართველოში ცხოვრების ბოლომდე არიან თეატრში.

 

– ანუ მალე სამშობლოს დაუბრუნდებით?

 

– თითქმის 30 წელია გერმანულ და ქართულ კულტურას ვემსახურები, ისე რომ ცხოვრების ძირითად დროს გერმანიაში ვატარებდი.

 

მე ვისურვებდი, სანამ შემეძლება, კვლავ ორივე ქვეყნის ხელოვნებას ვემსახურო, მაგრამ პენსიაზე გასვლის შემდეგ უკვე, საქართველოში დაბრუნებას ვაპირებ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი