logo_geo
ირაკლი ბენდელიანი: მაჭავარიანის ქუჩა დღეს არ არის უსაფრთხო
- +

1 აპრილი. 2021. 01:00

 

„ეს ადგილი დღეს არ არის უსაფრთხო. შესაბამისად, იქ პირველი ღონისძიებად განხორციელდა, რომ საპატრულო პოლიციამ ჩაკეტა მაჭავარიანის ქუჩა. შესაბამისად, იქ გარეშე პირების დაშვება ასე მარტივად არ ხდება, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე“, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, პოლიციასთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად მიდის მსჯელობა, თუ ვისი დაშვება შეიძლება ობიექტზე.

 

„თუ არის ისეთი ექსპერტი ან ექსპერტთა ჯგუფი, ვისაც აქვს სურვილი იმ ადგილზე მივიდეს და გარკვეული სახის მეთვალყურეობა განახორციელოს, პრობლება არ არის - უბრალოდ ეს უნდა მოხდეს კოორდინირებულად. ყველას ექნება უფლება, უბრალოდ ვიყოთ ერთმანეთთან კოორდინაციაში, რომ უსაფრთხოების ზომები იყოს დაცული“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი