logo_geo
მარინა ბერიძე: ჩემმა ქმარმა 25 წლით უმცროსი ქალის გამო დაანგრია ოჯახი
- +

16 აპრილი. 2021. 10:35

 

 

მუსიკოსი მარინა ბერიძე „პრაიმტაიმთან” თავისი ცხოვრების რთულ პერიოდზე, ქმართან განშორებაზე ისაუბრა.

 

მარინა ბერიძე: ადრე გავთხოვდი, 42 წელი მქონდა ბედნიერი ოჯახი. მერე ყველაფერი ცუდად დამთავრდა. ვიყავი ძალიან ერთგული ცოლი. ვცეკვავდი, ვმღეროდი, ვკეკლუცობდი, ვიპრანჭებოდი. ყველა ჩემი მეგობარი ლამაზია და მათი სილამაზეც ვერ მჩრდილავდა ჩემი ხასიათის დამსახურებით. მეგონა, რომ ყველა კრიზისი უკან მოვიტოვეთ, მაგრამ… არავინ იცის, წინ რა გელის. ამიტომ არავისზე დამოკიდებული არ უნდა იყო. ასე რომ არ ყოფილიყო,  გამიჭირდებოდა ამის გადატანა.

 

–  რა იყო ოჯახის დანგრევის მიზეზი. საკუთარ ბრალეულობას თუ ხედავთ ამ ყველაფერში?

 

–  არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, ვინც ფიქრობს, რომ ოჯახის დანგრევა ერთი მხარის ბრალია. ორივე მხარეა დამნაშავე, მაგრამ ცოტა სასაცილოა, როცა 63 წლის მამაკაცი ფუნდამენტურ ოჯახს 38 წლის გოგოს გამო ანგრევს.

 

– ფიქრობდით, რომ ეს გატაცება იყო, გაივლიდა და ყველაფერი დალაგდებოდა?

 

– კი. მოხუც წყვილს რომ ვხედავდი, მეგონა, ასე დავამთავრებდით ჩვენც, ვიმოგზაურებდით უცხოეთში, შვილი უკვე ფეხზე დაყენებული გვყავდა… სულ ვამბობ, მთავარია, ცუდი ქალი არ შეგხვდეს. მე შემხვდა.

 

–  ყოფილ ქმართან ურთიერთობა არ გაქვთ?

 

– არანაირი. მე მას არ ვიცნობ. მე მაქვს თვისება, თუ ძალიან მატკინე გული, აღარ გიცნობ. ძნელია ამდენწლიანი თანაცხოვრების დავიწყება, მაგრამ იმდენად დიდი იყო ტკივილი… 2012 წელს გავშორდით ერთმანეთს ოფიციალურად…

 

თავიდან ძალიან გამიჭირდა მარტო ცხოვრება. მერე მივხვდი, რომ ბევრი ხიბლია ამაში. შენი თავის პატრონი ხარ, შემდგარი ხარ. მყავს არაჩვეულებრივი შვილი, სიძე და ფანტასტიკური 4 შვილიშვილი.

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი