logo_geo
სანდრო ბრეგაძე: ვიქტორ ორბანმა თავის სამშობლოდან გააძევა ჯორჯ სოროსი!
- +

ავტორი ანა ფერაძე

21 აპრილი. 2017. 11:57

 


მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ „ქართულ აზრთან“ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა. ბრეგაძის თქმით, ორბანის ვიზიტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს შეუწყობს საქართველო-უნგრეთს შორის მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებას.

 

ბრეგაძემ „ქართულ აზრთან“ საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ვიქტორ ორბანმა  უნგრეთიდან გააძევა ჯორჯ სოროსი, რომელსაც არასახელმწიფოებრივი მიზნები ჰქონდა ქვეყნისთვის.

 

- რა მნიშვნელობა აქვს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ურბანის ვიზიტს საქართველოსთვის?

 

- ვფიქრობ, რომ საქართველოში ვიქტორ ორბანის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ეს ადამიანი თავისი შეხედულებებით ძალზედ პროგრესული  და მართებული პოზიციის მქონე პიროვნებაა.

 

მივესალმები უნგრეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტს. ვიქტორ ორბანი გახლავთ უნგრეთის ნამდვილი პატრიოტი და შესანიშნავი ფიგურა ევროპულ და მსოფლიო პოლიტიკაში.

 

- უნგრეთში „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ გაუქმებას უკავშირებენ ვიქტორ ორბანს, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

 

- ბატონი ორბანი არის კონსერვატული შეხედულების მქონე პოლიტიკოსი, რომელმაც გადადგა უპრეცედენტო ნაბიჯი უნგრეთის ისტორიაში! ვიქტორ ორბანმა ფაქტობრივად თავისი სამშობლოდან გააძევა ჯორჯ სოროსი, დახურა სოროსისტების სამჭედლო „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი“, რითაც ქვეყნისთვის მტრულად განწყობილ ძალებს წითელი შუქი აუნთო და დააჩოქა სოროსი თავისი ამ ნაბიჯით. მინდა აღვნიშნო, რომ „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი“ ასევე დამთავრებული აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრს, იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში დაკავებული არიან ქვეყნის ძირის გამოთხრით. მაგალითად, გიგა ბოკერიას, ბაია პატარაიას, ასეთ ქართველთმოძულე, ლიბერასტული შეხედულებების მქონე ძალებს. აღნიშნულ უნივერსიტეტში მიჰყავდათ სტუდენტები, სადაც ხდებოდა მათთვის „ტვინის გამორეცხვა“. ეს უნივერსიტეტი  იყო ჯორჯ სოროსის სექტა, ბუდე, სადაც ახალგზრდებს უნერგავდნენ იმ ანტიჰუმანურ იდეებს, რომელსაც სოროსი ქადაგებს და შემდგომში როდესაც სტუდენტები ამ სექტის კურსებს დაამთავრებდნენ, უშვებდნენ სხვადასხვა ქვეყნებში. სწორედ ეს აღმოფხვრა და აკრძალა ორბანმა თავის ქვეყანაში. მას, ისევე როგორც ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს  მიაჩნია, რომ სოროსის საქმიანობა არის ამაზრზენი, ანტისახელმწიფოებრივი და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გარყვნილებისა და პროპაგანდისკენ მიმართული.

 

- რა პროგნოზებს გააკეთებთ ვიქტორ ორბანის ვიზიტზე საქართველოში?

 

- ისეთი ცნობილი პოლიტიკოსის სტუმრობა, როგორიც ვიქტორ ორბანია, საქართველოს და უნგრეთს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს. თუ ჩვენი მთავრობა მაგალითს აიღებს ბატონი ორბანისგან და ჩვენც ავკრძალავთ სოროსის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს, ეს ქვეყნისთვის კარგი იქნება, რადგან იმ სიბინძურეს და სიბილწეს, იმ ანტიქართულ და ანტიეროვნულ პოლიტიკას, რომელსაც საქართველოში აწარმოებს სოროსი თავისი ფონდით, ბოლო მოეღება.

 

იმდენად ამაზრზენები არიან სოროსისგან დაფინანსებული ქვეწარმავლები, რომ ისინი გეგმავენ საპროტესტო აქციას ორბანის ვიზიტთან დაკავშირებით. წარმოიდგინეთ, ლიბერასტული, ქართველთმოძულე ადამიანები შეიკრიბებიან და გააპროტესტებენ ორბანის ვიზიტს. მინდა მივმართო საქართველოს მოსახლეობის სახელით უნგრეთის პრემიერ-მინისტრს და გამოვუცხადო მას სრული მხარდაჭერა. ეს ადამიანები არიან სოროსის სექტის მიმდევრები, რომლებსაც ძალიან ცოტა მომხრეები ჰყავთ. როგორც მე ინფორმაცია მაქვს, ამ ადამიანებს სოროსის ფონდიდან გამოყოფილი აქვთ დაფინანსება, რათა ორბანის ვიზიტის გასაპროტესტებლად  აქცია ჩაატარონ.

 

საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ერი მიესალმება უნგრეთის პრემიერ-მინისტრის - პროგრესულად მოაზროვნე ადამიანის ვიქტორ ორბანის  ვიზიტს საქართველოში.


 

 

big_banner
არქივი