logo_geo
ნანა ჩაჩუა: სამწუხაროდ, არასწორი ინფორმაციისთვის ან თუნდაც ცილისწამებისთვის არავინ აგებს პასუხს!
- +

5 აგვისტო. 2021. 02:29

 

 

ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა „ქართულ აზრთან“ ინტერვიუში, საზოგადოებაში მომატებულ აგრესიულ ფონსა და მედიის როლზე საუბრობს.

 

მისი თქმით, ადამიანები გაუფასურების ეპოქაში ვცხოვრობთ და საგნებსა თუ მოვლენებს თავის სახელს არ ვარქმევთ.

 

- ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებაში აგრესიულმა ფონმა იმატა, თქვენი აზრით, არიან თუ არა დამნაშავენი მედიასაშუალებები და რა არის ამ პრობლემასთან გამკლავების გზა?

 

- ჩვენ ადამიანის გაუფასურების ეპოქაში ვცხოვ-რობთ და საგნებს თუ მოვლენებს თავისი სახელი არ აქვთ. ამ პრობლემის გაცნობიერება არის ხსნა. მედია არის კავშირში ამ პრობლემასთან, რადგან გინდა თუ არა, მედიასაშუალება შენს სახლში შემო-დის, ჩვენ მისი საშუალებით ვიღებთ ინფორმაციას. მედიასაშუალებების სფეროში კანონის არარსებო-მედიასაშუალებების სფეროში კანონის არარსებო-ბა კი დიდ პრობლემას წარმოადგენს, რადგან, სამ-ბა კი დიდ პრობლემას წარმოადგენს, რადგან, სამ-წუხაროდ, არასწორი ინფორმაციისთვის ან თუნ-წუხაროდ, არასწორი ინფორმაციისთვის ან თუნ-დაც ცილისწამებისთვის არავინ აგებს პასუხს. დაც ცილისწამებისთვის არავინ აგებს პასუხს.

 

- მოსახლეობის უნდობლობა მედიასაშუალებების მიმართ ბოლო პერიოდში დიდ პრობლემას წარმოადგენს...

 

- მედიასთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს კანონი, რომელიც ნებისმიერ არასწორ ინფორმაციას და ცილისწამებას გახდის პასუხისმგებლობის მატარებელს. სინდისზეა მინდობილი ეს სფერო და ამის გარეშეც გამორიცხულია. ამიტომ არის მედიის სფეროს მიმართ უნდობლობა და ამ უნდობლობას მოხსნის კანონი!

 

- ანუ აუცილებელია, მივიღოთ კანონი ცილისწამებაზე?

 

- ნებისმიერი არასწორი ინფორმაცია და ცილისწამება უნდა გახდეს პასუხისმგებლობის მატარებელი. როცა იქნება დასჯადი ნებისმიერი ცილისწამება და განსაკუთრებით მედიის მხრიდან, პრობლემაც აღმოიფხვრება. ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და პიროვნული პასუხისმგებლობა არ არის საკმარისი, ის უნდა იყოს კანონით განმტკიცებული პასუხისმგებლობა.

- ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს შორის რთულია სიმართლისა და სიცრუის გარჩევა ერთმანეთისგან, როგორ შეიძლება ამ პრობლემის  აღმოფხვრა და რა გზით შეუძლია საზოგადოებას სიმართლის ამოცნობა?

 

- რასაც ხედავ, ის ნათქვამს უნდა შეადარო. ამას ჰქვია კრიტიკული ცნობიერება. კრიტიკული ცნობიერება ადამიანებში დიდი ფუფუნებაა და იშვიათი შემთხვევა. მეტი განათლება და კრიტიკული ცნობიერება - ეს დაგვეხმარება სიმართლის ამოცნობაში!

 

 

right_banner big_banner
არქივი