logo_geo
ლადო ბოჟაძე: გარანტია შემიძლია მივცე „ნაციონალურ მძრაობას" და მათ გაქცეულ ლიდერს!
- +

16 სექტემბერი. 2021. 18:39

 

 

 

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით „ქართული აზრის” შეკითხვებს ვლადიმერ ბოჟაძემ უპასუხა, რომელიც `ქართული ოცნების~ თბილისის საკრებულოს პარტიულ სიაშია.

 

_  პოლიტიკაში ჩემი მოსვლის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. შეთავაზება მქონდა ირაკლი კობახიძის და კახი კალაძისგან. შეთავაზებას დავთანხმდი, რადგან ძალიან საპატიოა ალბათ ნებისმიერი თბილისელისთვის, იყოს თბილისის საკრებულოს წევრი. საპატიოა ნებისმიერი ადამიანისთვის, ემსახუროს საკუთარ ქვეყანას, ქალაქს და ბუნებრივია, ამ თვალსაზრისით გადაწყვეტილების მიღება არ გამჭირვებია. ალბათ, უფრო რთული იქნება მომავალი 4 წელი, ვემსახურო საკუთარ ხალხს და ქვეყანას, მაგრამ, რადგან ჩვენ გვაქვს წარმატებული საქმიანობის მაგალითი კახა კალაძის მერობის პერიოდში, ვფიქრობ, რომ ამ გუნდთან ერთად ჩემთვისაც არ იქნება რთულად შესასრულებელი.

 

_ ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციის კანდიდატები ფაქტიურად არ აწარმოებენ აქტიურ საარჩევნო კამპანიას, რა გეგმა აქვს ოპოზიციას?

 

_ ოპოზიციას აქვს ის გეგმა, რა გეგმაც ჰქონდა შარშან, როდესაც ემზადებოდა პირველი ნოემბრისთვის და ალბათ 11 ოქტომბრისთვის. გახსოვთ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების პერიოდიდან ვნახულობდით სხვადასხვა კვლევებს, თითქოს „ქართული ოცნება“ ვერ ლახავდა 40%-იან ჩამკეტ მექანიზმს, თითქოს „ქართული ოცნება“ დამარცხდებოდა და ა.შ. პარალელურად მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდებოდა. ამის შემდეგ ჩვენ ვიხილეთ პირველი ნოემბრის სცენარი, როდესაც ნიკა მელიამ სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა და გადააგდო, 8 ნოემბერი, როდესაც ოპოზიციამ სცადა ცესკო-ს შენობის შტურმით აღება.

 

ოპოზიცია არ ატარებს საარჩევნო კამპანიას. ერთი მხრივ, ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეძახიან რეფერენდუმს, ამბობენ, რომ გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 43%-ზე მეტი ვერ აიღოს, და მეორე მხრივ, არ აკეთებენ არაფერს _ არ ხვდებიან მოსახლეობას, არ ესაუბრებიან იმ პრობლემებზე, რაც აქვს თითოეულ მოქალაქეს, არ ჩანან მათი მერობის კანდიდატები, რომლებსაც ისინი რეფერენდუმის ლიდერებს უწოდებენ, მათ არ აქვთ ფასიანი საარჩევნო რეკლამა _ იშვიათად ნახავთ მათ ბანერებს და ა.შ. ამას აქვს ერთადერთი ახსნა, ისინი ემზადებიან გარდაუვალი მარცხისთვის და იციან, რამდენიც არ უნდა დახარჯონ თანხა, წარმატებას ვერ მიაღწევენ. მათი ფინანსური რესურსების ხარჯზე საარჩევნო კამპანიის ჩატარებას არანაირი აზრი არ ექნება. ამიტომ მეორე სცენარი არის სამი-ოთხი დღის, სადაც მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს არჩევნებს ყველა მუნიციპალიტეტში და გადალახავს 43%-იან ე.წ. ბარიერს, განავითარონ სცენარი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააყალბა არჩევნები. ამისკენ მიდის სრული მზადება და როგორც ჩანს, ისინი ფინანსებსაც, რესურსებსაც იყენებენ დაახლოებით იმისთვის, რომ ეს კამპანია 3 ოქტომბერს გაგრძელდეს. ამას ემატება მიხეილ სააკაშვილის ვითომ ჩამოსვლის ფაქტორიც. თუმცა, ყველა პირობაა იმისთვის შექმნილი ქვეყანაში, რომ არავინ დააყენოს ეჭვქვეშ 2 ოქტომბრის არჩევნები. ამისთვის „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს.

 

_ მიხეილ სააკაშვილი მერამდენედ აანონსებს ჩამოსვლას, როგორ წარმოგიდგენიათ მისი ჩამოსვლის სურათი?

 

_ სააკაშვილისგან უნდა ველოდოთ ყველაფერს, გარდა ჩამოსვლისა. იმიტომ, რომ სააკაშვილი არის მხდალი და ლაჩარი ადამიანი, რომელსაც არ ეყოფა ვაჟკაცობა, ეს ნაბიჯი გადადგას! თქვენ ნახეთ, რა სახლში და რა პირობებში ცხოვრობს სააკაშვილი კიევში, რამდენიმე მილიონის თუ მილიარდის ქონება აქვს წაღებული საქართველოდან. აქვს უძრავი ქონება არა მხოლოდ კიევში, არამედ ევროპაშიც და ამერიკაშიც. ბუნებრივია, სააკაშვილი არ იტყვის უარს ამ კომ-

 

ფორტზე და არ გაიმეტებს საკუთარ თავს თუნდაც ქართული, ევროპული დონის ციხისთვის, სადაც ადამიანის უფლებები არ ირღვევა და ყველანაირი პირობა აქვთ პატიმრებს, ღირსეულად მოიხადონ სასჯელი. შესაძლებელია იყოს დაახლოებით იმ ტიპის პროვოკაცია, როგორიც მან გააკეთა პოლონეთიდან უკრაინაში საზღვარზე გადასვლის დროს, თუმცა, მე ამასაც გამოვრიცხავ. იმიტომ, რომ მაშინ უკრაინაში სხვა მოლოდინები იყო და უკრაინის ხელისუფლებას აწყობდა მისი ამ ფორმით შესვლა და დაბრუნება უკრაინულ პოლიტიკაში.

 

სააკაშვილი როგორც კი მოადგება საქართველოს ნებისმიერ საზღვარს _ ეს იქნება სახმელეთო, საზღვაო თუ საჰაერო, მას დახვდებიან შესაბამისი უწყების წარმომადგენლები და საზღვრიდან პირდაპირ გადაყვანილი იქნება ციხის საკანში. ეს სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის. არავითარი არეულობა, დესტრუქცია, ხალხის მხარდაჭერა, რომ ის როგორც გმირი ციხიდან გათავისუფლდეს, ან მის დაპატიმრებას რაიმე რეაქცია მოჰყვეს, ვერ იქნება. ეს მან ძალიან კარგად იცის. მეტიც, ის პირდაპირ ამბობს, რომ ჩამოვა იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში გაიმარჯვებს, თუ გარანტია ექნება, რომ მას არავინ დააპატიმრებს. თუმცა გარანტია შემიძლია მივცე `ნაციონალურ მოძრაობას” და მათ გაქცეულ ლიდერს, რომ როგორც კი ის გადალახავს საქართველოს საზღვარს, იქნება დაპატიმრებული!

 

„ნაციონალური მოძრაობისგან” და მათი გაქცეული ლიდერისგან, აღარ ვიცი, უკვე მერამდენე დაპირება მოვისმინეთ, თუმცა, ეს იქნება კიდევ ერთი ცრუ დაპირება!

 

_ როგორ აფასებთ გიორგი გახარიას პოლიტიკურ ქმედებებს? რას ცდილობს გიორგი გახარია?

 

_ დღეს გიორგი გახარია არის „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიული პარტნიორი და სიტუაციური მოკავშირე. თუმცა, ეს სიტუაციური მოკავშირეობა არა მხოლოდ დღეს, მაშინაც გამოჩნდა, როცა ის გადადგა ნიკა მელიას გამო. გამოჩნდა მაშინაც, როცა შარლ მიშელის დოკუმენტში გაჩნდა ჩანაწერი 43%-თან დაკავშირებით და ამ ყველაფრის ლუსტრაცია უკვე იყო გახარიას თბილისის მერობის კანდიდატად დასახელება. ჩვენ გვახსოვს გახარიას განცხადება, რომ თბილისს ეყოლებოდა საინტერესო და ღირსეული მერი და მერე აღმოჩნდა, რომ თავად არის საინტერესოც და ღირსეულიც. რა მიზანი აქვს მას დედაქალაქში, იმ ქალაქში, რომელშიც მას, როგორც მერობის კანდიდატს, ერთი შეხვედრაც არ ჩაუტარებია თბილისელებთან და ამომრჩეველთან, ვერ ვხედავთ. მას აქვს ერთადერთი მიზანი, გაზარდოს როგორმე ნიკა მელიასთვის თბილისში არჩევნების მეორე ტურის შანსი. თუმცა, ძალიან დიდი მხარდაჭერა და სიყვარული აქვს კალაძეს დედაქალაქში და 2 ოქტომბერს, პირველივე ტურში კახა კალაძე გახდება თბილისის მერი!

 

_ მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე რას ელოდებით  3 ოქტომბერს?

 

_ 3 ოქტომბერს ველოდებით დაახლოებით იმავე სურათს, რაც ჩვენ ვიხილეთ პირველ ნოემბერს. წინასწარ იქნება 3 ოქტომბრამდე დაანონსებული მიტინგები სხვადასხვა ტელევიზიების მიერ, შეკვეთილი იმისთვის, რომ საზოგადოება შეაგუონ აზრს, რომ შესაძლოა იყოს მეორე ტური, შესაძლოა, რომ `ქართულმა ოცნებამ~ ვერ გადალახოს 43%-იანი ბარიერი, იქნება სამოქალაქო სექტორის ნაწილის ყალბი შეფასებები წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდის, სპეციალურად დაწერილი საჩივრები, რომლებსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ ექნება. ალბათ, ასევე იქნება გაყალბებული პარალელური დათვლა, რომელიც ეცდება, ამომრჩეველს არ დააჯეროს საარჩევნო წინასწარი შედეგები. დაახლოებით იქნება ის სცენარი, რაც ვიხილეთ შარშან. მაგრამ, ისევე როგორც შარშან და 2012 წლიდან მოყოლებული, ქართველი ხალხი და `ქართული ოცნება~ კიდევ ერთხელ გაიმარჯვბს! მათ არ მიეცემათ საშულება, რომ რაიმე დესტრუქცია მოაწყონ ქვეყანაში!

 

მათ არანაირი რევოლუციური სცენარის განვითარების საშუალება არ და ვერ ექნებათ!

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი