logo_geo
ნინო ჯღარკავა: მაგის ჩამოსვლამდე არაფერი გვეტკინოს!
- +

30 სექტემბერი. 2021. 18:28

 

 

რამდენიმე დღეც და ქვეყანაში მორიგი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. როგორ აფასებს წინასაარჩევნო პერიოდს ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა, რა მოლოდინები აქვს და რის გასაჯაროებას აპირებს ის ახლო მომავალში, ინტერვიუდან შეიტყობთ:

 

_ მოახლოვდა არჩევნები და ყველაზეცხელიკვირაც დაიწყო. რა მოლოდინი გაქვთ, როგორია თქვენი წინასწარი პროგნოზი?!

 

_ ცხრა წლის განმავლობაში ზუსტია ყველა ჩემი პროგნოზი და ამ არჩევნებზეც ისევე უალტერნატივოა „ქართული ოცნება“, როგორც აქამდე. მიუხედავად იმისა, რომ „ოცნების“ ერთგული მხარდამჭერი ვარ, ბევრი რამ მეც არ მომწონს და ვფიქრობ, რომ შესაცვლელია, მაგრამ ოპოზიციურ სპექტრს რომ გადახედავ, ორ ადამიანსაც ვერ შეარჩევ ისეთს, ვისაც ქვეყანას ჩააბარებ. ამიტომ, მათ ფონზე, საუკეთესოდ გამოიყურება მმართველი პარტია და სხვა არჩევანი არც გვაქვს. ველოდები მმართველი გუნდის ძალიან მაღალ მაჩვენებელს.

 

_ თვითმმართველობის არჩევნები ყოველთვის დაბალი აქტივობით გამოირჩევა და ზოგადი პანდემიური ფონის გავითვალისწინებთ, არც ახლაა სავარაუდო ამომრჩევლის დიდი აქტივობა... 

 

_ გეთანხმებით, მაგრამ რასაც ვაკვირდები, უკვე ძალიან მაღალი აქტივობა შეინიშნება და ვფიქრობ, ეს უფრო ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გადადგომამ გამოიწვია. მმართველი გუნდის მიმართ კონსტრუქციულობას ვინარჩუნებდი, თორემ გახარიას მომხრე არასდროს ვყოფილვარ, მისდამი ყოველთვის ხისტი დამოკიდებულებით გამოვირჩეოდი. ეს კაცი ჩემთვის იყო კარგად შეფუთული ადამიანი, რომელიც მოგვაწოდეს ისე, რომ მისგან შექმნილიყო ვარსკვლავბიჭუნა, მაგრამ ის, სინამდვილეში ძალიან პატარა ადამიანი გამოდგა, რომელმაც გუნდს უღალატა. ადრევე მქონდა უამრავი ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ გახარია სულაც არ იყო ის, ვის როლსაც თამაშობდა, რომ ადრე თუ გვიან, ის გუნდს უღალატებდა და ასეც მოხდა. ვფიქრობ, სწორედ ეს ფაქტი გამოიწვევს არჩევნებზე ამომრჩევლის მაღალ აქტივობას, იმიტომ, რომ გახარიას გაჰყვება თავისი ამომრჩეველი. რა თქმა უნდა, გახარია წაიღებს როგორც „ოცნების“, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეულ ხმებსაც, რადგან მას კარგი ფესვები აქვს და კარგადაა გადაბმული „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ადამიანს, რომელსაც გუნდში ჰყავს ვანო მერაბიშვილის მოადგილე და პირადი თანაშემწე ხოჯევანიშვილი, ჰყავს ადეიშვილის პირადი ზონდერ-პროკურორი, ნათია მეზვრიშვილი, რასაკვირველია, აქვს გარკვეული კავშირები წინა ხელისუფლებასთან.

 

_ ეს ადამიანები გარკვეული დროის განმავლობაშიქართული ოცნებისსახესაც ქმნიდნენ და რა გამოდის, მმართველი გუნდი შეცდა კადრების შერჩევაში?

 

_ ხშირად ასეც ხდება. კადრების შერჩევა არაა მარტივი საქმე. მინდა ორიოდე ფაქტზე გიამბოთ და თავად განსაჯეთ: 2011 წელს ნათია მეზვრიშვილი იყო ბრალმდებელი პროკურორი, ჩემი მეგობრის პროცესზე, რომელსაც ვერ დაუმტკიცეს, რა ზარალი მიაყენა სახელმწიფოს, რადგან რეალურად არავისთვის მიუყენებია ზარალი. პროცესს მეც ვესწრებოდი და საკუთარი ყურით მოვისმინე, როგორ მოითხოვა პროკურორმა მეზვრიშვილმა საპროცესო გარიგებისთვის 300 ათასი ლარი. როგორ და რა საშუალებით შეაგროვა მერე მისმა ოჯახა ამხელა თანხა, ეს ცალკე თემაა. გარდა ამისა, იგივე ნათია მეზვრიშვილი, რომელიც 2015 წელს იყო საპროკურორო ჯგუფში, გახლდათ გიორგი გვიშიანის პროკურორი, რომელმაც პირდაპირ 15 წელი მიუსაჯა მას, ნიკა ლომინაძის მკვლელობისთვის. გვიშიანმა დაამტკიცა, რომ უდანაშაულო იყო, მაგრამ მეზვრიშვილმა პროცესზევე განაცხადა, რომ უდანაშაულოა თუ არა ეს კაცი, არა აქვს მნიშვნელობა, მსგავსი პრეცენდენტი რომ დავუშვათ, მერე სხვებიც მოითხოვენ გათავისუფლებასო. ანუ, იჯდეს უდანაშაულო ადამიანი ციხეში, მერე რა მოხდაო! ეს ამბავი სულ ორიოდე დღის წინ მიამბო გვიშიანის ადვოკატმა, რომელსაც აქვს ფაქტის დამადასტურებელი აუდიოჩანაწერი, რასაც, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გავასაჯაროვებ. აქედან გამომდინარე, გახარია და მისი გუნდი მმართველი გუნდისთვის ვერასდროს გახდება მისაბაძი. შესაძლოა, მათ მხოლოდ „ნაცმოძრაობისთვის“ ჰქონდეთ გარკვეული რეიტინგი.

 

„ოცნებისთვის“ რა თქმა უნდა, შემაფერხებელი დარტყმა იყო გახარიას წასვლა, მაგრამ სამაგიეროდ, ისეთი ადამიანი დაბრუნდა, ირაკლი ღარიბაშვილის სახით, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი ენდობა. ირაკლიმ თავისი პატრიოტული და გულანთებული ქმედებებით ის ტალღა ჩააცხრო, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა გახარიას, რომ დაენგრია „ქართული ოცნება“. ღარიბაშვილმა მოახერხა ის, რომ ეს ყველაფერი არ მოხდა გახარიას სასარგებლოდ. ამიტომ მე ვთვლი, რომ გიორგი გახარია ხმათა 5 პროცენტსაც ვერ აიღებს ამ არჩევნებში.

 

_ ასეა თუ ისე, გიორგი გახარია და მისი გუნდი მაინცოცნებისკონკურენტად აღიქმება...

 

_ ასე არ ვთვლი და გეტყვით, რატომაც: როდესაც გახარია გახდა შს მინისტრი, მან შემოიკრიბა თავისიანები და თავისნაირები, სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსად ნიშნავდა ისეთ ზონდერ ადამიანს, რომლის კადრებიც კია 2007-ში მიტინგის დარბევის დროს გადაღებული, თუ როგორ ესროდა სამინისტროს შენობიდან წყლით სავსე ბუშტებს და წყლის თოფებს ადამიანებს, დათა ახალაიასთან ერთად. გახარიამ მისი დანიშვნა მოინდომა სამხარეო პოლიციის უფროსად. მაშინ მე ამაზე დავწერე და ერთი ამბავი ავტეხე, რამაც შედეგი გამოიღო და ეს პიროვნება ვეღარ დანიშნეს აღნიშნულ თანმდებობაზე. მას ზუსტად ისეთი კადრები მოჰყავდა, რასაც 2012 წელს ვერც კი წარმოვიდგენდით. სწორედ მან აუგორა ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შავი პიარი, თავისი მხარდამჭერი ჯგუფის სახელით და ფულიც გადაუხადა გაყიდულ ჟურნალისტებს ამ პიარისთვის. როგორ შეიძლება, საკუთარ მინისტრს თუ ვერ ხსნი, ფული გადაიხადო მის ჩამოსაშორებლად. ზუსტად ვიცი, რომ ასე იყო და ამას „კრისობა“ ჰქვია.

 

გახარია იყო ნეპოტიზმით ყველასგან გამორჩეული მინისტრი, მეგობრებით, კლასელებით და ახლობელი ადამიანებით გაავსო სამინისტრო და არამხოლოდ. ნიშნავდა მათ ყველგან, სადაც კი ხელი მიუწვდებოდა. არ მიყვარს სხვის პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი და ვფიქრობ, არავის საქმე არაა ადამიანის პირადი ცხოვრება, თუკი ის ადამიანი არ არის საჯარო პირი და ქვეყნის ერთ-ერთი პირველი სახე. ამ შემთხვევაში, მისი პირადიც უკვე ხდება საჯარო. ამიტომ ვიტყვი, რომ სამარცხვინოდ დაყავდა ამ კაცს თავისი საყვარელი, ყველგან, სადაც თვითონ გადადიოდა. ხომ არ შეიძლება ყველა სფეროში ძლიერი იყოს ადამიანი და მიგყავდეს მოადგილედ იქ, სადაც გადადიხარ!

 

საშინელი პანდემიის დროს, როცა ქვეყანა ინგრეოდა, ქამრები შემოიჭირეთ და პრემიები არ აიღოთო, საჯარო პირებს გამოუცხადა, თვითონ კი გაქანდა და ნახევარ მილიონ ევროდ პარიზში სახლი იყიდა. სულ არ მაინტერესებს მას ეს ფული კანონიერად ჰქონდა მოპოვებული თუ უკანონოდ, მოსკოვიდან ჩამოყვა, თუ აქ იშოვა... მე ვგულისხმობ მის დამოკიდებულებას: ქვეყანა ინგრევა, პლანეტა გაჩერდა, ამ დროს შენ გარბიხარ და პარიზში ბინას ყიდულობ. ე.ი. ხელს ითბობ ამ გაჭირვების ჟამს? როგორ შეიძლება, ეს კაცი კარგ კრიზის-მენეჯერად აღვიქვათ? კრიზის-მენეჯერი ის არის, სახლიდან რომ გამოიტანს და გამინაწილებს, ერთი რომ გვაქვს და იმას გაგვიყოფს... ის კი, მე ქამარს მიჭერს და თავად სახლს ყიდულობს პარიზში. ხალხს არც მისი კოკაინი აინტერესებს და არც პირადი ცხოვრება, მაგრამ ადამიანების საზიანოდ არ უნდა იკვეთებოდეს ეს ყველაფერი. ამ ადამიანმა ყველაფერი გააკეთა, რომ თავი გაენადგურებინა, ასეთი ადამიანები დიდხანს რეიტინგს ვერ ინარჩუნებენ. მე მას დავარქვი „ვოზდუხი“, რადგან მთელი მისი „შემოქმედება“ ჰაერივით აორთქლდა. ამიტომ მე მას არ ვთვლი „ოცნების“ კონკურენტად. 

 

_ „კოკაინსრაც შეეხება, ნაკლებად სარწმუნოდ არ გეჩვენებათ, რომ ადამიანი ამ ასაკში, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გახდა ნარკომომხმარებელი?

 

_ როგორც შევიტყვეთ და საჯაროც გახდა, ეს „გატაცება“ მისი პრემიერობიდან წასვლის შემდგომ პერიოდს უკავშირდება. კოკაინი ისეთი ძვირადღირებული „სიამოვნება“, რასაც უბნის ნარკომანი ვერ მოიხმარს, მას მოიხმარენ ყველანაირად გაზულუქებული ადამიანები, ვისაც ყველაფერი მოყირჭებული აქვთ ცხოვრებაში: ფული, კავშირები, თანამდებობა... და რაღაც ახალს ეძებენ. ვფიქრობ, გახარიას შემთხვევაშიც ასეა. 

 

როდესაც იურისტი, ერთ-ერთი უძლიერესი კონსტიტუციონალისტი საქართველოში, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაჟინებით ამტკიცებს, რომ აქვს ინფორმაცია, ვისთან ერთად მოიხმარდა გახარია ამ ნივთიერებას, დარწმუნებული ვარ, არსებობს ამ ფაქტის დამადასტურებელი მასალა, რაც სავარაუდოდ მალე გასაჯაროვდება. გახარია ამ დროს ვერაფერს ამბობს ეჭვის გასაქარწყლებლად, მიდის ვენაში, ისეთ კლინიკაში, რომელიც საერთოდ არ აკეთებს ნარკოლოგიურ ტესტს და მოაქვს ნევროპათოლოგის დასკვნა. როგორ შეიძლება, ნარკოლოგიურ ცნობას ნევროპათოლოგი გასცემდეს? ან როგორ შეიძლება ქვეყნის ყოფილი შს მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ეჭვის ქვეშ აყენებდეს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მუშაობას, იმ ბიუროს, რომლის დასკვნების საფუძველზეც, თვითონ უამრავი ადამიანი ჰყავს გაშვებული ციხეში?! მე, მაგალითად, რომ ვიყო მისი მინისტრობის დროს დაკავებულის ოჯახის წევრი, მოვითხოვდი საქმის თავიდან აღძვრას. თუ თვითონ ყოფილი მინისტრი არ ენდობა ამ ბიუროს, როგორ შეიძლება ამ დროს გასამართლებული ადამიანი იყოს სწორად გასამართლებული! ამ ადამიანმა ყველა ინსტიტუცია თავდაყირა დააყენა და ამბობს, რომ სახელმწიფოებრივად აზროვნებს! ცდილობს „იღადავოს“ და იღლიცინოს ვითომ ამ ბრალდებებზე, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ასე არ გამოვა!

 

_ პარტიის თავმჯდომარე, ვფიქრობ, არასასიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდა ორიოდ დღის წინ, ნიკა მელიასთან დაპირისპირებას ვგულისხმობ. ჩემი აზრით, თანამდებობის პირს თმენის მეტი ვალდებულება მოეთხოვება.

 

_ ზოგადად, შეიძლება მეტი თმენის ვალდებულება ჰქონდეს საჯარო მოხელეს, ვიდრე ვიღაც ქუჩის ბიჭს, მაგრამ როცა ადამიანი გამოგიყვანს წყობიდან, სამწუხაროდ, ყოველთვის ვეღარ ზომავ. მელიას მიზანი იყო, ხელით გაეწია მასზე ირაკლი კობახიძეს და ამიტომ გამოიყვანა მდგომარეობიდან, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.  მელია არის ჩვეულებრივი პროვოკატორი. ნიკანორ მელიას აქვს ასეთი თვისება, რომ როცა სადმე აქცია მიმდინარეობს, ჩუმად მიდის, გვერდით დაუდგება ოპონენტს, ჩქმეტს ბარძაყზე და აყვირებს. ეს დაუნახავს ყველა პოლიციელს, ვინც კი აქციაზე ყოფილა მელიას გვერდით. მახსოვს, ერთ-ერთი რაიონის გამგებელს ჩაუტარა ასეთი რამ და ეს დააფიქსირა პოლიციამ, ტელევიზიით ვხედავთ, რომ ეს კაცი ისტერიულად ყვირის, მელია კი დგას გვერდით, ჩუმად. მერე ნაცნობმა პოლიციელებმა მითხრეს, რომ მელიამ მათ თვალწინ უჩქმიტა ამ კაცს და ერთი-ორიც მოხვდა იმ ხელებში პოლიციისგან. ის არის ჩვეულებრივი ხულიგანი და ხულიგნური მეთოდებით ცდილობს ადამიანის მდგომარეობიდან გამოყვანას.

 

_ დაუჯერებელია. ბავშვიც კი არ მოიქცეოდა ასე. ახლა ამას რომ წაიკითხავს, რას იტყვის მელია?

 

_ რა უნდა თქვას, ეს არის ფაქტი, რაც მთელმა პოლიციამ იცის, თუ ვინმე ყოფილა აქციაზე მელიას გვერდით და იცავდა წესრიგს! მის ინტელექტზე უკვე აღარ მაქვს საუბარი! ადამიანი, რომელიც დებატიდან გაიქცა... თუ არ გინდა მისვლა, რატომ მიდიხარ?! როგორ შეიძლება, მელია ელაპარაკებოდეს კალაძეს კორუფციაზე?! მას არაფერი აქვს, არეულობის მოწყობის ნიჭის გარდა და სწორედ ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი იყო, გაქცეულიყო და მიეყენებია შეურაცხყოფა 15-ივე კანდიდატისთვის... თუმცა, აქვს ქარიზმა და მიშას სჭირდება აქ სწორედ ასეთი შემსრულებელი, რომელიც, ასე თუ ისე, აიყოლიებს იმ „ჩაწოლილ საქონელს“, რომელიც მან აქ დატოვა. ერთადერთი ნათელი წერტილი მიშასთვის მელიაა, როგორც კარგი შემსრულებელი, ვისაც აქვს ქარიზმა, შეუძლია სადღაც შევარდნა, ხალხის აყოლიება და არეულობის მოწყობა. 

 

_ და თავად მიშა ჩამოვა თუ არა ბოლოს და ბოლოს, როგორ ფიქრობთ?

 

_ მაგის ჩამოსვლამდე არაფერი გვეტკინოს! ყველამ კარგად ვიცით, რომ მიშა ვაჟკაცობით არ გამოირჩევა და თან ზუსტად იცის, რა ელის რომ ჩამოვიდეს! თუმცა,  მე მქონდა ინფორმაცია, რომ ის ჩამოვიდოდა, გახარია რომ პრემიერად დარჩენილიყო. გახარიას ნამდვილად ჰქონდა კავშირი სააკაშვილთან და მის ბიძასთან, ალასანიასთან. მიშას საზღვარზე დახვდებოდნენ, პოლიცია მას დააკავებდა და შემდგომ მოხდებოდა ის, რაც მოხდა 2003-ში. ეს იყო გახარიას დროს ჩაფიქრებული. დღეს უკვე, იქ, სადაც ირაკლი ღარიბაშვილია, მიშასთვის ყოველგვარი გარანტიაა გამორიცხული და ეჭვი მაქვს, მას ვერც თაკო ჩარკვიანი გადაარჩენს, რომელიც ვანკა-სტანკასავით აქეთ-იქით დაგორავს და რადგან კულტურის მინისტრად არ დანიშნეს, იმის გამო განუდგა „ოცნებას“. მიშას შეძახილები, უბრალოდ, ამომრჩევლის გასამხნევებლადაა გათვლილი. მას აქვს დახურული სივრცის შიში და ზუსტად იცის, რომ ორ დღესაც ვერ გაძლებს ციხეში, ამიტომაც ვერ ჩამოვა. თუ მაინც ჩამოვა, კი მიუჯდება მეგის ქარდავას ციხეში და იქნებ მერე მაინც გაიხსენოს იცნობს თუ არა მას, რომლის ნაცნობობასაც, თეა თუთბერიძის გარდა, აღარავინ აღიარებს. ასე რომ, არჩევანი მასზეა, რაც მიშასთვის სასურველი ნამდვილად არ იქნება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი