logo_geo
რუსუდან შარაძე: არამზადა სააკაშვილმა აგოს პასუხი ყველა ჩადენილ დანაშაულზე!
- +

10 ოქტომბერი. 2021. 00:09

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში, რუსთავის Nმე-16 დაწესებულებაში იმყოფება. 2007 წლის 20 მაისს თბილისში მოკლული მეცნიერის გურამ შარაძის ქალიშვილმა, რუსუდან შარაძემ აღნიშულ საკითხთან დაკავშირებით გაზეთ „ქართულ აზრთან" ინტერვიუში ისაუბრა:

_ ძალიან გახარებული ვარ. არსებობს უამრავი მოსაზრება, სხვადასხვა სცენარი იწერება, ამბობენ კიდეც, რომ შეიძლება შეიწყალონ და რამენაირად შეიძლება გამოვიდეს. სააკაშვილს ორადორი გზა აქვს ციხის ვადაზე ადრე დატოვების, რადგან, მოგეხსენებათ, გასაჩივრებას არ ექვემდებარება ეს განაჩენები. ერთი, რომ პრეზიდენტმა შეიწყალოს და მეორე, რომ მოაწყოს რევოლუცია. პრეზიდენტმა კატეგორიულად განაცხადა, რომ არ შეიწყალებს და მისი გადაწყვეტილება არის მტკიცე, რევოლუციას კი სააკაშვილი ვერასდროს მოახდენს. ახლა იწყება მძიმე და რთული ეტაპი, რომ დაუმტკიცდეს ყველა დანაშაული. მივულოცავ იმ დაზარალებულებს, ოჯახებს, ვინც სამართალი იპოვა, მაგრამ ესაა ზღვაში წვეთი. სააკაშვილი ყოველდღე სჩადიოდა დანაშაულს. მისი სახელით სჩადიოდნენ დანაშაულს, მეგის ქარდავები და ა.შ. როგორ შეიძლება არ მიხაროდეს, რომ მამაჩემის მკვლელები, შემკვეთი და ორგანიზატორი არიან ციხეში საქართველოში.

_ თუმცა, მიხეილ სააკაშვილი და მეგის ქარდავა არ არიან გურამ შარაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები...

_ ამას ვგულისხმობდი, რომ ესაა ზღვაში წვეთი. ახლა, ხაზგასმით ვამბობ, იმედის ნაპერწკალი გამიჩნდა, რომ შეიძლება გურამ შარაძის მკვლელობის  საქმე ოფიციალურად გამოცხადდეს გამოძიებულად. მამაჩემის მკვლელობის შემკვეთი და ორგანიზატორი სხედან ციხეში. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

_ როგორ ფიქრობთ, თავისი ფეხით რატომ ჩამოვიდა?

_ არაადეკვატური საქციელია, თუმცა, მისგან ეს არ უნდა გაგვიკვირდეს და მიჩვეულები ვართ მისგან არაადეკვატურ საქციელს. ის არაა იმ გამბედაობის და იმ ცხოვრების წესის ადამიანი, რომ ჩამოვიდეს, მოიხადოს, გამოვიდეს და გააგრძელოს ცხოვრება. ეს რომ შეძლებოდა, თავიდანვე ასე იზამდა. მასაც და ყველას კარგად მოეხსენება, რომ იქ არავინ აწამებს. რაღაცამ მიაღებინა ეს გადაწყვეტილება. ჩემთვის მთავარი იყო მისი ციხეში ჩაჯდომა და დახსნა ასე მარტივი არ იქნება, როგორც ნიკანორ მელიასი.

_ თუმცა, უკრაინის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოთქვა...

_ სააკაშვილი დაჭერილია და პასუხისგებაში ისეთ საქმეებზეა მიცემული, რომ უკრაინის პრეზიდენტი არაფერს წარმოადგენს. ყველაფერს აქვს დასასრული და ეს სიგიჟეც უნდა დამთავრებულიყო. მიხარია! არამზადა სააკაშვილმა აგოს პასუხი ყველა ჩადენილ დანაშაულზე, მათ შორის, გურამ შარაძის მკვლელობაზე და მერე უნდა კენჭი იყაროს და უნდა სარი! კიდევ თუ ვინმე აირჩევს, ალალი იყოს! მაგრამ ეს არასდროს მოხდება. ახლა მთავარია _ არავინ გაბედოს მისი ციხიდან ვადაზე ადრე გამოშვებაზე ფიქრიც კი! თუმცა, ლოგიკურად, არც ეს მოხდება, რადგან პირველი, ვისაც ეს მგელი შეჭამს, „ოცნება“ იქნება. იმედი მაქვს, იზრუნებენ საკუთარ თავზე. ესაა ჩემი პირველი განწყობა ამ გახურებულ თავზე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი