logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი: როგორც სიბოროტის ჩამდენი, პოლიტიკურად უნდა დასრულდეს „ნაცმოძრაობა"!
- +

25 ოქტომბერი. 2021. 12:10

 

 

 

"მჩაგვრელი, მწამებელი და მკვლელი სააკაშვილი არის პატიმარი და მოიხდის სასჯელს მინიმუმ 6 წელი!"

 

-სააკაშვილმა და მელიამ ერთხელ უკვე დაანგრიეს ქვეყანა, მეორედ ამის უფლებას არ მივცემთ! ცრუ დაპირებები და გაუგებარი, აბსურდული დაპირებები  ჩვენ ეს გვინახავს. კარგად ვიცით, მათი მმართველობის დროს როგორ ტყუილებში გვაცხოვრებდნენ.

 

-ვიცით, რომ "ქართული ოცნება" გეგმავს არჩევნებამდე აქციას, 28 ოქტომბერს. რა აქცია იქნება ეს?

 

- ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ მაქსიმალური მობილიზება გავაკეთოთ ჩვენი ამომრჩევლის, მთელი მოსახლეობა უნდა დავირაზმოთ, უნდა ჩავატაროთ ძლიერად ეს არჩევნები და ძლიერად მოვიგოთ ყველგან იმისთვის, რომ არცერთი საბაბი და სალაპარაკო არ მივცეთ ამ დესტრუქციულ ოპოზიციას.

 

არცერთი ჩვენი ამომრჩეველი არ უნდა დარჩეს სახლში არჩევნების დღეს, ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე, ეს არის ჩვენი თხოვნა და მოწოდება, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება. სამი წელი აღარ იქნება ქვეყანაში არჩევნები.

 

კიდევ ერთი, მე მინდა ჩვენ საზოგადოებას  ვუთხრა, როგორ ილუზიებში ცხოვრობდნენ და აცხოვრებდნენ ჩვენ მოსახლეობას, ასეთივე ილუზიებში არიან ისინი ახლა. წარმოიდგინეთ, მათ წააგეს კატასტროფულად არჩევნები, ამაზე ცუდი შედეგები არ შეიძლებოდა ყოფილიყო, ისინი ამბობდნენ, რომ 43%-ს ვერ აიღებდა „ქართული ოცნება“, ჩვენ ავიღეთ 47% თითქმის, მით უმეტეს, იმ პირობებში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებოდით.

 

როგორც მათ, სამწუხაროდ და საუბედუროდ, აზეიმეს აგვისტოს ომის შემდეგ, გამოიყვანეს რუსთაველზე და `მიშა-მიშა~ აძახებინეს ხალხს, ასეთ პირობებში არიან ისინი ახლაც და სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან, რა ილუზიებში უწევთ მათ ცხოვრება... ასევე, ჩვენ ვუსმენთ პერმანენტულ რეჟიმში თავდასხმას ეკლესიაზე, მეუფეებზე, მღვდელმთავრებზე... მინდა, გამოვეხმაურო ერთ-ერთი ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის გამტარებელ გვარამიას და მის ბინძურ შეტევას მეუფე შიოს წინააღმდეგ და არა მხოლოდ მეუფე შიოს წინააღმდეგ, მთელი ეკლესიის წინააღმდეგ. ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ ებრძვიან ისინი სახელმწიფოს, ეკლესიას!

 

- რა აზრის ხართ იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპარლამენტარები სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ?

 

- მუდმივი სპეკულაცია მიმდინარეობს იმის თაობაზე, რომ ვიღაც ევროპარლამენტარი გამოდის ბრძნული სახით და გვაძლევს ბრძნულ რჩევებს. ერთ რამეს ვეტყვი ყველას: კანონის და სამართლის აღსრულებას ჩვენს ქვეყანაში ვერავინ აღუდგება წინ, რამდენი ევროპარლამენტარიც არ უნდა გამოვიდეს! აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ჩვენთვის პირადად, რომელი ევროპარლამენტარი რას იტყვის, იმიტომ, რომ ჩვენთვის მთავარია, ჩვენი ხალხი რას იტყვის. სააკაშვილი წარსდგა მართლმსაჯულების წინაშე, მას ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, ეს არის პროკურატურის, გამოძიების და სასამართლოს ყველა ინსტანციის მიერ დადასტურებული, შესაბამისად, სამართლის აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება.

 

- მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა წერილი, სადაც ის პოლიციას და სპეცრაზმელებს მოუწოდებს, არ დაარბიონ აქციის მონაწილეები. რას ნიშნავს და რისთვის ემზადებიან?

 

- მე ერთი რამ მინდა ვუთხრა ჩვენ საზოგადოებას და აქვე ბოდიში მოვუხადო, ვინაიდან, გარდა იმ აქტუალური საკითხებისა, რომელიც ჩვენ მოსახლეობას აწუხებს, გვიწევს პატიმარ სააკაშვილზე საუბარი ყოველ დღე... არჩევნების შემდეგ, მინდა, ჩვენი გუნდის წევრებს ვთხოვო, რომ აღარ გავაკეთებთ სააკაშვილზე კომენტარს. მჩაგვრელი, მწამებელი და მკვლელი სააკაშვილი არის პატიმარი და მოიხდის სასჯელს მინიმუმ 6 წელი!

 

ეს არის ჩვეულებრივი სიმულიანტი, პროფესიონალი აფერისტი კაცი, ჯერ გამოდის, რომ ვითომ შიმშილობს, მეორე მხრივ, უნდა, ყველამ ვილაპარაკოთ მის დიეტაზე და შიმშილობაზე, ეს არის სამარცხვინო სიტუაცია. დავამთავროთ ეს არჩევნები და გადავიდეთ საქმის კეთებაზე. კიდევ ერთ რამეს ვიტყვი და ყველას ვეუბნები სრული პასუხისმგებლობით, რომ არავის ამ ქვეყანაში არ მივცემთ პროვოკაციის მოწყობის საშუალებას!  მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა, მან და მისმა გუნდმა, მელიამ და ყველამ, დაჩაგრეს და აწამეს, გაანადგურეს ჩვენი მოსახლეობა. ამის მეორე უფლებას ჩვენ არავის მივცემთ!

 

ეს ორგანიზაცია, როგორც სიბოროტის ჩამდენი, უნდა დასრულდეს როგორც პარტია და პოლიტიკურად უნდა განულდეს `ნაცმოძრაობა~! ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა.

 

მეგის ქარდავა არის სააკაშვილის მარჯვენა ხელი და მთელი ამ სიკვდილის მანქანის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ახალაიებთან ერთად. მერაბიშვილი, ადეიშვილი, უგულავა, მელია და მთელი ეს მკვლელების ბანდა ჯერ კიდევ ძალადობს მოსახლეობაზე.

 

- ვნახეთ, საკმაოდ მწვავე გზავნილი ევროპარლამენტარებისგან.

 

- მე გუშინ ვთქვი, არც ფოტიგა, არც კუბილიუსი და არც არავინ, ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს არ წარმოადგენენ! ევროპარლამენტში არის 700 დეპუტატი და ჩვენ ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით და ვერც კუბილუისის, ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას! ამ ქვეყანაში კანონის და მართლმსაჯულების აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება, ეს გაითვალისწინოს ყველამ. ყველამ კარგად ვიცით, რომ იმ რამდენიმე ევროპარლამენტარს პირადი ნაცნობობა აკავშირებთ სააკაშვილთან, პირადი მეგობრობა. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი, ვინც აქტიურობს, ბატონი გლუქსმანი იყო ეკა ზღულაძის მეუღლე, მერაბიშვილის გამორჩეული მოადგილის მეუღლე, სააკაშვილის მრჩეველი იყო და ჩართული იყო მთელ ამ დიქტატორული რეჟიმის მშენებლობაში. ეს ადამიანი, რომელიც მაშინ იყო აქ, როცა ტერორი მძვინვარებდა ქვეყანაში და ძალადობა, უბედურება, წამება, ციხეებში ადამიანის გაუპატიურება ხდებოდა, დღეს ჭკუას გვასწავლის ჩვენ. ვინ არის საერთოდ ფოტიგა და რატომ ბედავენ ამდენს? ეს არის ჩვეულებრივი მანიპულაციები, რომ არჩევნებამდე შექმნან განცდა იმისა, რომ რაღაც ზედმეტი ყურადღება არის ევროპარლამენტიდან და ა.შ. მოგეხსენებათ, სააკაშვილს პროკურატურამ წაუყენა ახალი ბრალი. კაცი, რომელიც თითქოს ჩამოვიდა შეწირული და თავდადების მაგალითია, შემოვიდა მალულად, ქურდულად შემოიპარა კონტრაბანდის გზით. კაცი, რომელიც იყო ქვეყნის პრეზიდენტი, შემოვიდა ასე მალულად. ამაზე მეტად სამარცხვინო საქციელი რა შეიძლება ჩაიდინოს კაცმა, რომელიც იყო ქვეყნის პრეზიდენტი 9 წელი.

 

ან, როგორ შეიძლება მელია გახდეს მერი, ჩვეულებრივი კრიმინალია კაცი. ასევე სამარცხვინოა, რომ ასეთი კრიმინალები დღეს კიდევ რჩებიან პოლიტიკაში. ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი თეატრი, თავის თავს აჯერებენ, ისევე, როგორც თავისი თავი დააჯერა სააკაშვილმა, რომ ჩამოსვლისას ხალხი დახვდებოდა ტაშით და ჰქონდა ილუზიები, რომ არ აღმოჩნდებოდა იქ, სადაც აღმოჩნდა,

 

- თქვენ ამბობდით, რომ პირველივე ტურში მოიპოვებდით გამარჯვებას, თუმცა ვხედავთ, რომ ყველაზე დიდ ქალაქში მე-2 ტურებია. რა გიქმნიდათ ამის თქმის საბაბს და ახლა რა მოლოდინები გაქვთ 30 ოქტომბრისთვის?

 

- ის, რომ 64-დან 20 ქალაქში გაიმართება მეორე ტური, არის ჩვეულებრივი ევროპული პრაქტიკა. ეს არის დემოკრატიის მაჩვენებელი. მეორეც, ჩვენ ავიღეთ 47 პროცენტი და წერტილი დავუსვით ყველა იმ სპეკულაციას, რომელიც მოდიოდა ამ დესტრუქციული ოპოზიციისგან. ქვეყანაში აღარ გაიმართება საპარლამენტო არჩევნები 2024 წლამდე, ეს იყო ყველაზე მთავარი. მოსახლეობას შევახსენებ, ჩვენი დამკვიდრებული წესია, როცა მერები სააკაშვილის დროს არ ირჩეოდნენ ხალხის მიერ, არამედ ინიშნებოდნენ. ჩვენ შემოვიტანეთ ეს პრაქტიკა, ჩვენ დავამკვიდრეთ. ეს იყო ჩვენი ინიციატივა, მერების არჩევა პირდაპირ ხალხის მიერ და მეორე ის, რომ ბარიერი დავაწესეთ 50 პროცენტი, შესაბამისად, ეს არის აბსოლუტურად ნორმალური და მე მჯერა, ოცივე ქალაქში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.

 

აღნიშნული ინტერვიუ დაიბეჭდა გაზეთ „ქართული აზრის" მე-12 ნომერში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი