logo_geo
მანჩო გიორგობიანი: ვითხოვთ: მიჰასთვის სასჯელს მკვლელობებისთვის!
- +

28 ოქტომბერი. 2021. 17:51

 

 

 

სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი მოწოდებით გამოდის, დაიწყოს საყოველთაო კამპანია მოწოდებით - „ვითხოვთ მიჰასთვის სასჯელს მკვლელობებისთვის, წამებისთვის, სამშობლოს ღალატისთვის და ყველაფრისთვის, რაც კი დაუშავებია!“

 

აღნიშნულ თემაზე გაზეთი „ქართული აზრი“ მანჩო გიორგობიანს ესაუბრა:

 

- ვფიქრობ, კამპანია უნდა წამოვიწყოთ ხალხმა და აუცილებლად ყველა  ჩავერთოთ! შინაურსაც და გარეულსაც უნდა დავანახოთ, რომ ვითხოვთ მიშასთვის სასჯელს მკვლელობებისთვის, წამებისთვის, სამშობლოს ღალატისთვის და ყველაფრისთვის, რაც კი დაუშავებია!

 

- დღეს ამის საჭიროებას რატომ ხედავთ?

 

- ვხედავ, რადგან ახალი თაობა წამოვიდა, რომლებიც პატარები იყვნენ სააკაშვილის რეჟიმის დროს და დღეს იმდენად ნაკლები ინფორმაცია აქვთ, რომ ბევრი რაღაც მოგონილი ჰქონიათ. რეალურად კი, ტრაგედია გვჭირდა. ამაში უფროსებმაც უნდა მივიღოთ მონაწილეობა და როდესაც ასეთ კამპანიას წამოვიწყებთ, კიდევ ბევრი რამე დაიწერება, ბევრ რამეს გავიხსენებთ, ბევრი შვილმკვდარი და მგლოვიარე  ადამიანის რეალური ისტორია დაიდება, ვისაც სააკაშვილის რეჟიმმა მოუკლა შვილი,  ძმა, ქმარი, მამა თუ ბაბუა.. პირადად სააკაშვილმა,  ბრძანებით თუ კონკრეტული დაკვეთით!

 

იმდენად მტარვალი იყო, რომ არასრულწლოვანების დასჯა დაწია ორი წლით, 12 წლიდან ასამართლებდნენ ბავშვებს,  ერთი ქილა საკვების ან ბურთის მოპარვისთვის ციხეში უშვებდა, 14 და 12 წლის მოსწავლეებზე ტრიბუნიდან აცხადებდა „კრიმინალური სამყაროს წევრებიო“ და მათ დევნას მინისტრები ახორციელებდნენ!

 

მაგალითად, ალექსიძეების ოჯახი, რომლებსაც ასე გადაეკიდნენ,  ბებიას და ბიძას ერთად დაემართათ ინსულტი ნერვიულობისგან, მამას _ ინფარქტი, დაიქცა ოჯახი რატომ? ბავშვმა მეგობარი დაიცვა სკოლის დირექტორთან და ამიტომ ყოფილა `კრიმინალი~…

 

აი, ასეთი უბედურებები ძალიან ბევრია. ამიტომ, აუცილებელია, ხელახლა გავახსენოთ ყველას ყველაფერი და თავიდან დავწეროთ თუ მოვყვეთ, რამდენად საშიშ ძალასთან  გვაქვს საქმე. „ნაციონალურ მოძრაობაზე“,  როგორც პარტიაზე, არ უნდა ვილაპარაკოთ; ესაა ჩვეულებრივი სისხლიანი, მკვლელი, მწამებელი, გამაუპატიურებელი, ადამიანებზე პირადი ცხოვრების `არქივის~ შემქმნელი, ამაზრზენი ხროვა, რომლებიც იბრალებენ პოლიტიკოსობას, რომელიც დღესაც ამ კომპრომატებით და შანტაჟით  მართავს ქვეყანას ..

 

ეჭვიც არ მეპარება, „თავისუფლება მიშას!“  აქტზე ხელისმომწერი ცნობილი ადამიანების სულ ცოტა 95% დღემდე მარიონეტებივით უჭირავთ სწორეთ იმ კომპრომატებით, რომელიც სააკაშვილის დროს შეადგინეს ყველა ცნობილ ადამიანზე, რითაც აქტიურად აშანტაჟებდნენ უკვე 2007-2008 წლებიდან. არ მგონია,  იმ ცნობილ ადამიანებს დიდი სიხარულით მოეწერათ ხელი მაგ დოკუმენტზე, რადგან იციან, უამრავი ადამიანის ზიზღს მიიღებენ...

 

ნაციონალები არიან მკვლელები და აღვირახსნილი მატყუარები! როგორც 2003 წელს, ისე ახლაც ცდილობენ გააბრიყვონ ახალგაზრდები,  თუ მოიგეს, შემდეგ დაიწყება იგივე და იმაზე უარესი ტერორი, რაც იყო 2006 წლის მერე, 2012 წლის ჩათვლით. კიდევ ამის ახსნა არ უნდა გვიწევდეს დღეს.

 

- ახალგაზრდები ახსენეთ და თქვით, რომ არ ახსოვთ ის პერიოდი და აუცილებელია გავახსენოთ, ავუხილოთ თვალი, თუმცა, ჩვენ ვხედავთ მათ გვერდით ისეთ ადამიანებსაც, რომლებსაც კარგად ახსოვთ ის პერიოდი...

 

_ სავარაუდოდ, ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარი მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე დგანან მათ გვერდით ან არიან `მეგისფიქჩერსის~ მსხვერპლები, მესამე მოცემულობა არ არსებობს. ხომ ვიცი, ცნობილი ადამიანებიდან ბევრს ბიძინა ივანიშვილისგან, ზოგს ნახევარი მილიონი, ზოგს მილიონნახევრამდე რომ აქვს აღებული `დახმარება~, თან დღემდე აგრძელებენ მისი დოტაციის დედის რძესავით შერგებას (ზოგიერთი კიდევ იღებს, კაცო?!) და მაინც მიშათმადიდებლებად, მიშათმავლებად, მიშარასტებად თუ მიხუინებად რომ რჩებიან, აი, იმ `კულტურის მუშაკებს~ და `სპორტსმენებს~ მივმართავ, _ თქვე უძარღვოებო, უარი მაინც გეთქვათ „ზრდილობის გულობიზა”, ან სახალხოდ მაინც ნუ მისტირით მანიაკ მიХუნჰაუზენს...

 

გასაზიზღრებულები ხართ!..

 

ერთ კომპოზიტორზე და მომღერალზე გამახსენდა, სახელების თქმაც არ მინდა, იმდენად აღარ მსიამოვნებს! არადა, ორივე ძალიან მიყვარდა.

 

დაახლოებით მილიონი რომ აქვს მიღებული თითოს, რაც მართლა დავთვალე და ერთ-ერთი ბიძინას ნაყიდი არანაკლებ ძვირფასი სახლიდან ერთვება პირდაპირ ეთერებში და მოთქმით რომ გოდებენ მიჰას !..

 

ბიძინას უმღერონ დითირამბები-მეთქი, ამას არ ვგულისხმობ ნამდვილად, მაგრამ სამშობლოს მტერზე გატირება რა უბედურებაა?!

 

ფუი, რა, მაზიდებს!..

 

ნაციონალების აქციებზე კი დგანან დიდი თანხებით ჩამოყვანილი ხალხი!  ძალიან სერიოზული თანხა დაიხარჯა (გაირღვნენ, მაინც ვერ აცდნენ 30 ათასს).

 

- საყოველთაო შერიგებისკენ მოუწოდებენ ხალხს ოპოზიციის წარმომადგენლები და მათ შორის სასულიერო პირები, რომლებმაც ხელი მოაწერეს პეტიციას თავისუფლება მიშას!“ - ეს პათოსი რამდენად რეალურად გეჩვენებათ?

 

- ჩემდა სამწუხაროდ, სასულიერო პირებიც სავარაუდოდ იმ შანტაჟის და „მეგის ქარდავას არქივის“ კადრების მსხვერპლები  არიან. ვიცით ჩვენ, რომ ვანო მერაბიშვილის მიერ სასულიერო პირებისთვის ნაჩუქარ ჯიპებში დამონტაჟებული იყო მოსასმენი აპარატურა, კამერები ყველგან _ კაფეებში, რესტორნებში, სასტუმროების ოთახებში, გასაქირავებელ ბინებშიც კი! სასულიერო პირების უმრავლესობაზე აქვთ ძალიან ბევრი კომპრომატი. ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან „კაგებე“ ავსებდა სამღვდელოების რიგებს, მერე სააკაშვილმა შეყარა უამრავი ხალხი სწორედ მაგ დანიშნულებით, რომ იმ დახურულ სისტემაში  ჰყოლოდა აგენტები. ვიცით ძალიან კარგად, რამხელა ინფორმაციის მატარებელია სამღვდელოება. ვინმეს ეჭვი ხო არ ეპარება, რომ უამრავი ჯაშუში ეყოლებოდათ შეყრილი?!

 

მე არ გამოვრიცხავ, შეიძლება ზოგიერთი ადამიანი იყოს ეგეთი გონებადაბინდული მომხრე სააკაშვილის, რომელმაც არ იცის არაფერი _ ყრუ და ბრმაა, განსაკუთრებით მარტოხელა ქალები წიოკობენ მის მყვარებლებში! რა თქმა უნდა,  უნდა ვეცადოთ,  ავუხსნათ და ვუთხრათ, რატომ და რისთვის `არა სააკაშვილის თავისუფლებას!~ არგუმენტი და ფაქტი გვაქვს ბევრი.

 

ზურაბ ჟვანიას მკვლელობა, გურამ შარაძის მკვლელობა, სულხან მოლაშვილის წამება, რის გამოც მალევე გარდაიცვალა , კობა დავითაშვილის სიკვდილი, რომელიც შემთხვევით გადარჩა ცემის დროს, მკვდარი გადმოაგდეს მანქანიდან და საბოლოდ მაინც ცემის შედეგად განვითარებულმა უმძიმესმა დაავადებამ შეიწირა , სხვა უამრავი შეიძლება გავიხსენოთ, თუნდაც გმირი სამხედროების დახოცვა _ `ორი გვამი მჭირდებაო~, მინისტრი მერაბიშვილი რომ იძლეოდა დავალებას (ეს კადრებიც არსებობს) . უდანაშაულოდ დახოცილების სია ვრცელია, რომ აღარ გავაგრძელო სააკაშვილის `ნულოვან ტოლერანტობაზე~, გირგვლიანზე, გამცემლიძეზე, ვაზაგაშვილებზე, ბუტა რობაქიძეზე, მაინტერესებს, `მიმტევებელი~ მიშისტი სამღვდელოება როგორ შეხედავს თვალებში მათ ოჯახებს? რას ფიქრობენ, პირადად მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით  დახოცილ ადამიანებს ივიწყებს  ეს სამღვდელოება თუ  ყველა მკვლელი და ყაჩაღი უნდა შევიწყალოთ, რომლებიც რეალურად  ტირან  მიშაზე ნაკლები დამნაშავეები არიან?! მკვლელზე შეწყალებას როგორ ითხოვენ?!

 

მინდა, ჟურნალისტებმა დაუსვათ ეს კითხვა, მკვლელზე როგორ ითხოვენ შეწყალებას?! მაშინ ყველა დამნაშავეზე მოვითხოვოთ პატიება, რადგან დღეს საქართველოში  სააკაშვილზე მეტი დანაშაულის ჩამდენი არ არსებობს!.. საერთოდაც, ადეკვატური და მოაზროვნე ადამიანი როგორ უნდა იყოს დღეს `ნაცხლისტი~?! როდესაც უამრავ ინფორმაციას  ფლობ, როდესაც არსებობს დანაშაულების მტკიცებულება, უამრავი ვიდეო? უამრავი მოწმე და თვითმხილველი აქ ვართ, ჯერ კიდევ ცოცხლები და არც არგუმენტების და ფაქტების მოძიება გაგვიჭირდება, როგორ არ რცხვენიათ ლეშიჭამია და მაროდიორი ნაცების მხარდაჭერა?!

 

- რუსთაველზე გამართულ აქციებს რომ უყურებთ, ლოზუნგით თავისუფლება მიშას“, რა განცდა გიჩნდებათ?

 

- გულისრევის  და ზიზღის, თან ვნერვიულობ, რომ ამდენ ადამიანზე მაზიდებს. ნამდვილად არ არის სასიამოვნო, მეტიც, ძალიან მიჭირს ადამიანების დაკარგვა, ძალიან ბევრი შემიძლია ვაპატიო, მაგრამ ამასაც აქვს ზღვარი  სამშობლოს ღალატს ვერავის ვაპატიებ!..

 

თან, მახსენდება შვილმკვდარი მშობლები, მეუღლედაღუპული ადამიანები, მახსენდება მოლაშვილების, კრიალაშვილების სიმწარე, თეთრაძეების საზარელი _ წარმოუდგენელი ტრაგედია, მახსენდება ბუტა რობაქიძე, ია მეტრეველის სამუდამოდ გამწარებული ყოფა, მახსენდება ლალი ლეკიშვილი, ჯამბულ გამცემლიძე, ვაზაგაშვილები _ ამ ხალხის გამწარებული სიბერე. ჩემი გმირი მეგობარი რუსო შარაძე, რომელიც ამდენი წელია იბრძვის, მამამისის მკვლელობის დამკვეთები რომ  დაისაჯონ… რამდენ მუქარას და წნეხს გაუძლეს, როდესაც გლოვასაც უკრძალავდნენ...

 

ვის რა უფლება აქვს, თუნდაც სასულიერო პირებს, ჭირისუფლის მაგივრად აპატიონ ამ ნაძირლებს?! რას ნიშნავს „თავისუფლება მიშას”?! მან, როგორც ყველა მკვლელმა, უნდა მოიხადოს სასჯელი! არაფრით არ განსხვავდება სხვა პატიმრებისგან, ის კი არა, სხვებზე უარესი და სისხლისმსმელია, რომელიც სახელმწიფო მანქანას იყენებდა ტერორისა და პირადი ანგარიშსწორებებისთვის.

 

- ცდილობენ მიხეილ სააკაშვილის ზვიად გამსახურდიას სახელთან დაკავშირებას, ამას როგორ უყურებთ?

 

- ეს არის უკიდეგანო უნამუსობა და ტყუილი, თითქოს მწვალებელ სააკაშვილს რამე პარალელი აქვს ზვიად გამსახურდიასთან!..

 

თქვენ გქონდათ გამოქვეყნებული წერილი პოლონური გაზეთიდან,  სადაც სააკაშვილი სტატიას ასე ასათაურებს `ზვიად გამსახურდია კავკასიის ჰუსეინი“.

 

სააკაშვილი და მისი ბიძა _ `კაგებეს~ გენერალი _ წლების განმავლობაში ჭორების გავრცელების და ინტრიგების მთესავი  განყოფილების უფროსი (ამას არ ვხუმრობ, `პერესტროიკის~ მერე გადაინაცვლა იარაღის თემაში) _ თემურ ალასანია და მათნაირად „კაგებე“-ს თანამშრომლები თუ აგენტები, ზვიად გამსახურდიას სახელის გატეხვას ცდილობდნენ მთელ მსოფლიოში, უწერდნენ ტყუილებით სავსე სტატიებს, ეძახდნენ დიქტატორს, აბრალებდნენ ათას უბედურებას, სამოქალაქო დაპირისპირებას, ომების გაჩაღებას და არ გამოვრიცხავ, სწორედ ამის გამო  ევროპა აღგვიქვავდა არაევროპულ, ჩამორჩენილ ქვეყნად, მაშინ როდესაც ჩვენ ბალტიისპირეთზე ადრე გამოვეყავით სსრკ-ს  და მათთან ერთად შეიძლებოდა ნატო-ზეც გვეფიქრა...

 

არადა, უზარმაზარი მხარდაჭერა შეიძლებოდა გვქონოდა დასავლეთიდან... სწორედ მათ  შეუქმნეს დასავლეთისგან იზოლაცია ზვიად გამსახურდიას. ამით იმის თქმა მინდა, რომ ყოფილი „კაგებეშნიკები“ არ არსებობენ. ზვიადისტებს მინდა ვკითხო - ზვიადის სიკვდილის დამკვეთებთან ერთად დგომა არ რცხვენიათ?!

 

თუნდაც სარიშვილი _ ქალი ჯერ თავისი ქმრის მკვლელობაში რურუას ადებდა ხელს და ამბობდა, დავინახე, რომ ეგ გვესროდაო, რამდენიმე წლის მერე კი მისი თავისუფლებისთვის იბრძოდა... სააკაშვილი, თემურ ალასანია, იგორ გიორგაძე წლებია დაკავშირებული არიან ერთმანეთთან და სისტემასთან, აქედან იყო ბენდუქიძეც, რომელიც რუსულ ტანკებს აკეთებდა (ვინ მიუშვებდა უბრალო მოკვდავს გასაიდუმლოებულ სამხედრო ობიექტთან?!). ფოტოებიც არსებობს, ვიდეოებიც _ ხაზარაძე, ბარამიძე გია, კუპონა გოცირიძე  როგორ გამოდიან და ლანძღავენ ზვიადს, მერაბ კოსტავას...

 

არსებობს კონგრესის ფოტოები, სადაც ზვიად გამსახურდიას გასაშავებლად ევროპაში იყვნენ წაბრძანებულები ეს ნაგვები. დღეს კი, ეს არაადამიანები ზვიადთან პარალელებს იბრალებენ, რა უფლებით? რა ნამუსით?! ზვიადი რომ მოკლა „კაგებე“-მ, ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება? მერე იმავე ხალხმა ააფეთქა პარლამენტთან შევარდნაძეც და ასე იკაფავდნენ გზას საქართველოს ხელში ჩასაგდებად...

 

ივანოვმა არ დაგვისვა მიშა და მანვე წაიყვანა ასლან აბაშიძეც, ხომ?

 

და აბა, მარტივი ლოგიკით, სააკაშვილის გაპრეზიდენტების ფასი რა მოითხოვა რუსეთმა? რა პროვოკაცია გაითამაშეს და რა სანატრელი ტერიტორიები ჩააბარეს რუსეთს? რომლებიც 90-იანებში ვერ მოგვიგო, მიუხედავად იერიშებისა...

 

ვერ წარმოვიდგენ,  იდეის და ზვიადის მიმდევარი ადამიანი იყოს თაყვანისმცემელი მისი პირადი მტრების, რომლებიც ხმამაღლაც კი ითხოვდნენ ზვიადის ლიკვიდირებას!

 

ვინ ვინ არის, თუ ამას ვერ ხვდები არგუმენტებით და ფაქტებით,  მაშინ, ან დებილი უნდა იყო, ან საკუთარი მერკანტილური მიზნები უნდა გამოძრავებდეს. ზვიადის მკვლელების გვერდით როგორ დგებიან,  ჩემთვის გაუგონარია!

 

მე, ადამიანს, რომელიც ზვიადის უამრავ შეცდომას ვხედავდი, აღვნიშნავდი და ზოგადად პიროვნებების გაფეტიშებას ვერ ვიტან, ზვიადი მეცოდება, მისი მკვლელების გვერდით დამდგარი `ზვიადისტების~ გამო, მე მრცხვენია მათ მაგივრად!

 

ერთი ვიცი ზუსტად  - "არა არს დაფარული, რაც არ გაცხადდების"…

 

ჰოდა, 30 წელი საკმარისი დროა იმის მისახვედრად, ვინ რა ჭაობისკენ  ექაჩებოდა და ექაჩება  ჩვენს სამშობლოს…

 

შუბლის ძარღვს (თუ ოდესმე ჰქონიათ ) ნუ გაიწყვიტავენ, თორემ ცხოვრება ბუმერანგია, სასტიკად იცის შემობრუნება...

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი