logo_geo
თემურ თათარაშვილი: სააკაშვილის რეჟიმის ციხე იყო ჯოჯოხეთი!
- +

3 ნოემბერი. 2021. 17:25

 

 

ბევრი ბრალდება, ციხე, ბულინგი პოლიტიკური ნიშნის გამო, მეგობრები განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებით, ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები - ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე, მომღერალი თემურ თათარაშვილი გაზეთ „ქართულ აზრთან“ საუბრობს:

 

- ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა!

 

ქართველი ხალხი არის ბრძენი!  ქართველმა ხალხმა ბოროტებასა და სიკეთეს შორის გააკეთა არჩევანი!

 

რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციებს და ა.შ. _ მთავრობამ და ძალოვანმა სტრუქტურებმა არ უნდა აპარპაშონ ისინი. ერთხელ და სამუდამომ უნდა დაამთავრონ იმიტომ, რომ ხალხი უკვე ძალიან დაიღალა. უცხოეთში არც იციან პოლიტიკოსების სახელი და გვარები, თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობს ყველა. ასე უნდა იყოს აქაც. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი. რომ იძახიან, „ქართულმა ოცნებამ“ რა გააკეთაო _ ძალიან ბევრი რამ გააკეთა, უფრო მეტს გააკეთებდა, ეს ძირმაგარები რომ არ ყოფილიყვნენ, რომლებიც მუდმივად ხელს უშლიან და სულ არის ამათ გამო გაწევ-გამოწევა. იმედია, ახლა მაინც დაამთავრებს „ქართული ოცნება“ ნაცების უბედურებას და ქვეყნისთვის ბევრი სასიკეთო რამ გაკეთდება.

 

- მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, მისი მხარდამჭერები  გათავისუფლებას მოთხოვენ… მათი მხრიდან არის საუბრები ციხის პირობებზე. თქვენ მათი ხელისუფლების პირობებში ციხეც გამოვლილი გაქვთ...

 

- მიშაზე არანაკლები ხალხი იჯდა ციხეში - აკადემიკოსები, პროფესორები, რომლებიც მან დააპატიმრა. არც ლეიბი, არც რადიო არ ჰქონიათ. მეტიც: ვისაც სანთებელას დაუჭერდნენ ან გამაცხელებელს, 4 წელიწადს უმატებდნენ. რომელ ლმობიერებაზეა ლაპარაკი? რომ გამოდიან და ყვირიან, მეცინება და თან ვბრაზდები. ერთი საათით უნდა ჩასვან, ვინც გამოდის სიტყვით, იმ ციხეში, რომ ხმა არ ჰქონდეთ ამოსაღები. მათი რეჟიმის ციხე იყო ჯოჯოხეთი! ჩვეულებრივი ჯოჯოხეთი იყო. რომელ შიმშილზეა ლაპარაკი? მაშინ მართლა შიმშილობდა ხალხი იმიტომ, რომ წიწიბურაზე დასხმული ცხელი წყლით კვებავდნენ პატიმრებს. დარწმუნებული ვარ, მიშა არც შიმშილობს! მშვენივრად იღებს ყველაფერს! რა სისულელეა? თაფლი აქვს იმდენი ნაჭამი, ეყოფა ერთი-ორი წელი, თითი რომ ჩაიდოს პირში და დაიძინოს! 

 

9 თვის განმავლობაში ჩემს ოჯახთან დალაპარაკების უფლება არ მქონდა ტელეფონითაც კი, ნახვაზე აღარაა ლაპარაკი. მარტო მე კი არა, ყველა პატიმარი ასე იყო. ახლა რომ აქვს ციხეში სასტუმრო გახსნილი  სააკაშვილს, დღეში 100 კაცი შედის და კიდევ რომ პრეტენზია აქვს, რატომ მეტს არ უშვებენ _ ცოლებს, დედებს, მამებს, ბევრი ჰყავს მითუმეტეს. როგორც ჩვენ ვიყავით, იმავე მდგომარეობაში უნდა იყოს ის ვაჟბატონიც!

 

- ოპოზიციის და კონკრეტულად  „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით ჩვენ ვხედავთ თქვენს კოლეგებს, მათ შორის მერაბ სეფაშვილს. პოლიტიკაზე თუ საუბრობთ მასთან? როგორც ვიცი, ის თქვენი ახლო მეგობარია...

 

- მერაბი ჩემი ძალიან ახლო მეგობარია! მერაბს აქვს იმდენი დამსახურება, რომ თუნდაც ერთი შეცდომა შეიძლება ვაპატიოთ, მიუხედავად იმისა, რომ ის არ თვლის ამას შეცდომად. მას ეს მოსწონს და მე ან თქვენ რა უფლება გვაქვს, ვინმეს მივუთითოთ საითკენ უნდა იყოს ან არ უნდა იყოს! ყველას გვაქვს ჩვენი არჩევანის უფლება! მე და მერაბი ვართ უახლოესი მეგობრები და ვიქნებით კიდევ დიდი ხანი! ჩვენ ხშირად ვართ ერთად და ამ თემაზე საერთოდ არ ვსაუბრობთ იმიტომ, რომ მან იცის ჩემი პოზიცია და მე ვიცი მისი პოზიცია! რა ვქნა, მე ჩემი ძმა, ჩემი მერაბ სეფაშვილი მიყვარს!

 

- ნიკა გვარამიამ 27 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერ აქციაზე მისულ ხალხს „ბიომასა“ უწოდა, ასეთი შეურაცხმყოფელი პოსტები ძალიან ბევრი იყო.  თქვენც იყავით იმ აქციაზე მისული. რა არის თქვენი პასუხი ამ ადამიანების მიმართა?

 

- ბიომასა არის თვითონ! ამას ხალხს რომ უწოდებ, მერე ეს ხალხი შენ ხმას მოგცემს? აი, ვინც მათ მისცა ხმა, მართლა ბიომასაა! შენს ხალხს ბიომასას რომ უწოდებ, მერე რა, რომ ეს  ხალხი შენი მომხრე არაა? რას ნიშნავს ეს? ის მეორე კიდევ, მაპატიეთ და, ქაქის ბიდონი მართლა! იმის საგინებელი ვინაა?

 

- მიშა მშვილდაძეს გულისხმობთ?

 

- დიახ, ხომ ხედავთ, სახელი და გვარიც არ ვიცი. დაწერეთ პირდაპირ - ქაქის ბიდონი!

 

- აჟიოტაჟი ატეხეს, თემურ თათარაშვილმა კულტურის სამინისტროში მუშაობა დაიწყოო…

 

- არა, მე კულტურის სამინისტროში მუშაობა არ დამიწყია. მე ვარ ხელშეკრულებით თანამშრომელი მერიის კულტურის სამსახურის... ვისაც გაუკვირდა კულტურაში ჩემი მუშაობა, წინა წლებს გადახედოს. ცოტა უხერხულია, კულტურაში ჩემი სამსახური რომ გაუკვირდა ცალტვინა ხალხს! ჩემი გამოცდილება ამ სფეროში, ვფიქრობ, გამოადგება ქალაქსაც და ქვეყანასაც. სანამ სპეკულაციას დაიწყებენ ამ თემით, აქვე გეტყვით, რომ ეს ინფორმაცია საჯაროა და არაა ისე ხელმიუწვდომელი, როგორიც იყო წინა ხელისუფლების დროს მძღოლებად გაფორმებული მანდილოსნები და სხვადასხვა სამსახურს მიწერილი მუსიკოსები. ვმუშაობ და კულტურის მიმართულებით ბევრ გაკეთებულ საქმეს დავუტოვებ ჩემს ქალაქს და ჩემს თბილისელებს.

 

საყოველთაო შერიგებაზე მოღაღადე ხალხს ვეკითხები _ არ დაიღალეთ თუნდაც ჩემი დისკრედიტაციის მცდელობით? თქვენ გეკითხებით, ვინც ამოეფარეთ გაქაჯებულ აქტივისტებს, ღირსებას და თავმოყვარეობას ულახავთ ნებისმიერს, ვინც თქვენს თვალში ხალხისთვის ავტორიტეტია და ანადგურებთ ბოლომდე. „ყვერებიანი“ ხომ, ყველამ კარგად იცით, სახალხო ეპითეტად იყო ნათქვამი და ველურ ტომად გადაქცეული თქვენი აქტივი გაუაზრებლად დღემდე გაჰკივის. ააგდეთ ნაკლებად მოაზროვნე ხალხი და იმათ რას ვერჩი, სირცხვილი თქვენ. ნარკოდამოკიდებული რომ ვიყავი, ესეც საჯაროდ მოვინანიე არაერთხელ და გულისამრევია უკვე ამ თემით სპეკულირება. ახლა თუ იმაზე მედავებით, რატომ ვმუშაობ და შიმშილით რატომ არ მოვკვდი, გიპასუხებთ - არ მგონია, ვინმეს თემურ თათარაშვილის შიმშილით სიკვდილი ესახელებოდეს, მაშინ როცა ექს-პრეზიდენტის ნებაყოფლობითი შიმშილის ესირცხვილება.

 

- საყოველთაო შერიგებაზე მოღაღადე ხალხი ჩემს დისკრედიტაციას ცდილობსო _ ვის და რატომ სურს თქვენი პრესტიჟის შებღალვა?

 

- ეტყობა, ძლიერი ფიგურა ვარ. იმიტომ, რომ ამდენი თავდასხმა, რამდენიც ჩემზე ხდება, არავისზე ხდება მგონი კულტურის წარმომადგენლებიდან. ეტყობა, რაღაცას წარმოვადგენ, მე ასეთი დასკვნა გამოვიტანე. თუ არ ხარ საინტერესო ერისთვის და თუ რაღაცას არ წარმოადგენ, საერთოდ არც გახსენებენ. მახსენონ, ე.ი. ეშინიათ ჩემი სიტყვის. რომ ვწერ, მიჯერებს ხალხი. გააგრძელონ ასე, იმიტომ არიან დღეს ასეთ დღეში. მივეჩვიე ყველაფერს.... ამდენ ლანძღვას, ამდენ თავდასხმას, უთავმოყვარეო გამოხდომებს. ხან ნერვები მიმტყუნებს, მეც ადამიანი ვარ და ბევრ პროვოკაციას პასუხს ვცემ. შემდეგ ვნანობ, ზოგჯერ არც.

 

- მომავალი 3 წელი საქართველოში არჩევნები აღარ იქნება და რადიკალურ პოლიტიკურ ცვლილებებს ქვეყანა აღარ უნდა ელოდოს... თქვენ როგორ ქვეყანაში გსურთ ცხოვრება?

 

- მე მშვენიერ საქართველოში ვცხოვრობ! ძალიან ბევრი ემიგრანტი მწერს - „ჩვენ აქ ბედნიერები ვართ!“ „თქვენ მანდ უბედურები ხართ!“ მოსკოვში ვცხოვრობდი 10 წელი, ჩემი საკუთარი ბინა მქონდა, მქონდა ფანტასტიური სამსახური, წრეზე აღარაა ლაპარაკი, მე რომ წრე და მეგობრები მყავს მოსკოვში, ძალიან ბევრს შეშურდება და მე ვიყავი იმ ქვეყანაში უბედური იმიტომ, რომ არ ვცხოვრობდი აქ, საქართველოში! ახლა ისინი იქ როგორ არიან ბედნიერები, არ ვიცი. ყველას თავისი გზა აქვს _ პარტიულ არჩევნებზე თუ საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით! ყველას აქვს თავისი აზრი, მე ამ ქვეყანაში მინდა ვიცხოვრო, როგორიც არის, მომწონს! ვარ კმაყოფილი, ვარ ბედნიერი ჩემს ოჯახთან, შვილებთან, შვილიშვილებთან, მეგობრებთან ერთად! არსად წამსვლელი არ ვარ!

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი