logo_geo
დაჩი ცაგურია: დიახ, მიშას დედაზე, გიულიზე გესაუბრებით!
- +

4 ნოემბერი. 2021. 19:30

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს აქტიურად იყო ჩართული ახალგაზრდულ მოძრაობაში, როგორც თავად ამბობს, 34-ჯერ დაიჭირეს და ამ დაჭერებს ცემისს და ძალადობის გარეშე არ ჩაუვლია. გაზეთი „ქართული აზრი“ ახლა უკვე „საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთა გადაყვანის დირექტორ დაჩი ცაგურიასთან ვრცელ ინტერვიუს გთავაზობთ:

 

- 34-ჯერ დამიჭირეს და, სამწუხაროდ, არცერთი დაკავება ცემის, წამების და შეურაცხყოფის გარეშე არ დასრულებულა. სასამართლოებზე ხომ საუბარი ზედმეტია. ნებისმიერ ბრალდებაზე, რაც არ უნდა დაესახელებინათ სააკაშვილის ჯალათებს, სასამართლო ჩაქუჩს ურტყამდა. ამას სასამართლო არ ერქვა, ეს იყო ნოტარიუსი., რომელიც ყველაფერს ეთანხმებოდა და არაფერს ხდიდა საეჭვოს. მაგალითად, 34-ე დაკავების ოქმში მიწერია, რომ მე ქუჩაში მივდიოდი და გამვლელებს ვაყენებდი შეურაცხყოფას, რაზეც გამოიძახეს პოლიცია, პოლიციამ კი თითქოს მომიწოდა - „ბატონო დაჩი, ნუ აყენებთ შეურაცხყოფას გამვლელ მოქალაქეებს“, თითქოს მე ვეუბნებოდი - „არა, უნდა მივაყენო, უნდა ვაგინო გამვლელებს“, მერე თავს ვესხმოდი ამ პოლიციელებს. ამის დასადასტურებლად შემოიყვანდნენ ვიღაცას, რომელსაც ჰქონდა დაზიანებული პერანგი, რომ აი, თითქოს მე პოლიციელი დავაზიანე. სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ეს წერია ჩემს დაკავების ოქმებში. ამ ყველაფერს  ჩვენი ძვირფასი სასამართლო მიიღებდა ფაქტად, საეჭვოს არაფერს ხდიდა.  ხშირად იყო, როდესაც დაკავების მომენტში, იქვე იყვნენ ჟურნალისტები და სრულად იყო გადაღებული დაკავების პროცესი. როცა მივიტანდით ამ მტკიცებულებას სასამართლოზე, მოსამართლეები უარს ამბობდნენ, ენახათ ის კადრები. ნაცემ-ნაგვემი რომ ვიყავი სასამართლოზე, სისხლის გუბეებს რომ ვაყენებდი, იქ ამბობდნენ, რომ ჩემი წინააღმდეგობის გაწევისას იძულებულნი იყვნენ, ძალა გამოეყენებინათ და სწორედ ამიტომ მქონდა ის დაზიანებები. მსგავს რაღაცეებს იზიარებდა სააკაშვილ-ადეიშვილის სასამართლო. ეს იყო მათი სახე და ეს იყო სტანდარტი. ახლა გრძელი ენები რომ აქვთ და ბევრს ლაპარაკობენ სასამართლოზე, არავის დაგვავიწყდება ის, რომ მათ ჰყავთ გასამართლებული ადამიანი, ცოცხალი ადამიანის მკვლელობაზე.

 

- ვის გულისხმობთ?

 

- ეს იყო ბახუტოვის საქმე - ერთ-ერთი მწყემსი გაასამართლეს, იმიტომ რომ მასთან მყოფი მეორე მწყემსი რაღაც პერიოდი არ ჩანდა. სწორედ ამიტომ მათ ჩათვალეს, რომ ამ ბახუტოვმა მოკლა მისი მეგობარი მწყემსი. დაიჭირეს ეს მწყემსი, სასიკვდილოდ სცემეს, აღიარებინეს ე.წ. დანაშაული. შემდეგ გაჩნდა შეკითხვა, გვამი სად იყო. ბახუტოვს წამებით დააწერინეს, რომ გვამი მდინარეში გადააგდო. შემდეგ რომ ნახეს, მდინარე სამ კილომეტრში იყო იმ ადგილიდან, უთხრეს, რომ მარტო ამას ვერ იზამდა. სცემეს, აწამეს და დააწერინეს, რომ სამი კაცი ეხმარებოდა. ეს სამი სრულიად უდანაშაულო ადამიანიც დაიჭირეს. ორიოდე თვეში კი გამოჩნდა ვითომ მოკლული. მთაში იყო თურმე წასული. ის სამი ვითომ დამხმარე უკვე ცოცხალი მსხვერპლის გამოჩენის შემდეგ გაასამართლეს. აი, ეს იყო სტანდარტი, ამიტომ არ მიკვირს ჩემი საქმეების. ასეთი სასამართლო ჰქონდათ. რაც შეეხება ჩემს და ჩემი მეგობრების ცემას, წამებას, ყველას ერთი ბედი ჰქონდა. მე არ ვარ, სამწუხაროდ, გამონაკლისი. ყველა, ვინც უპირისპირდებოდა და გამოდიოდა სააკაშვილის წინააღდეგ, იყო განწირული წამებისთვის, ცემისთვის, ტერორისთვის, მისი ახლობლების დაშინებისთვის, მასზე ზეწოლის მოსახდენად. ისინი იყვნენ ჯალათები და ეს მათი ხელწერა იყო. იყო მუქარები, რომ დედას, მამას, ძმას დაიჭერდნენ. ამას ასრულებდნენ კიდევაც. ისე არ იყო, რომ მარტო იმუქრებოდნენ.

 

- პატიმრებს როგორ პირობებში უწევდათ სასჯელის მოხდა?

 

- პატიმრების პირობებზე საუბარი ხომ ზედმეტია. ახლა რომ გრძელი ენა აქვს და მეორე საბანს, მესამე ბალიშს, ტელევიზორს და ზურგის მასაჟს ითხოვს, ახლახან კი საშხაპედან რომ დაუქნევია ხელი თავისი სექტის წამომადგენლებისთვის. მაგალითად, 2009 წლის 15 ივნისს რომ დამიჭირეს ნაცემი, ნაწამები, დალეწილი, ხერხემალდაზიანებული, რამდენიმე ადგილზე თავგატეხილი, ხელის მტევნები დამტვრეული ბეისბოლის ბიტით, ასეთ მდგომარეობაში შემაგდეს კამერაში და 30 დღე ისე ვეგდე იზოლატორში მარტო, მხოლოდ  ერთი ცალი პლედი მქონდა, ვირთხები თავზე მახტებოდნენ, ისე მოვიხადე ეს 30-დღიანი სასჯელი, რომ ერთხელაც არ მომცეს უფლება, ტანი დამებანა და ფრჩხილები დამეჭრა. ამ იზოლატორიდან გამოვდიოდი როგორც ველური. მანამდე მეგონა, რომ 30 დღე ადამიანი ტანს თუ არ დაიბანდა, თავს თუ არ მოიწესრიგებდა და კბილის ჯაგრისით არ ისარგებლებდა, მოკვდებოდა, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ასე არ ყოფილა და გადავრჩი. ასეთ პირობებში იყვნენ პატიმრები და ამაზე უარესშიც. ახლა კონსილიუმები რომ აქვს ყოველდღე კამერაში და 20 ექიმი რომ შედის მოსაკითხად, ბოდიში და, როგორ მოშარდა, იმას რომ არკვევენ. კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან, ჩემი მეგობარი გიორგი ალხაზიშვილი როდესაც დაიჭირეს, გლდანის ციხეში, საკანში ესმოდა, რომ ვიღაც სხვა პატიმარს სასტიკად სცემდნენ და აწამებდნენ. საკნიდან გიორგიმ კარზე დააბრახუნა და უთხრა - „დაანებეთ თავი, ნუ მოკლავთ, ცოდოა“. ამის გამო რა უქნეს, იცით? შევიდნენ კამერაში, გიორგი მიაბეს საწოლზე და  მის თანამესაკნეებს უთხრეს, ამის გამო თქვენ გცემთო და სასიკვდილოდ სცემეს ის პატიმრები, რომლებსაც ხმა არ ამოუღიათ.  ჩვენი დანაშაულია, რომ მათ დანაშაულებზე მხოლოდ ერთი ფილმია გადაღებული, გოგა ხაინდრავასი. სააკაშვილის სისასტიკეზე და მისი რეჟიმის მმართველობაზე, ვფიქრობ, ფილმებს უნდა იღებდნენ, წიგნებს წერდნენ, სპექტაკლებს დგამდნენ. იმ სისასტიკეზე, რაც ჩვენ და ჩვენს ქვეყანას გადახდა, შვილებს და შვილიშვილებს უნდა მოვუყვეთ ზუსტად ისე, როგორც გერმანიაში დღემდე ფაშიზმთან დაკავშირებით ხდება. რატომ არის გერმანია ასეთი კარგი ქვეყანა? იმიტომ, რომ სწორად გადააფასეს მათ ის რეჟიმი. ჩვენი ყველას დანაშაულია, მათ შორის ჩემიც, რომ სააკაშვილის მეფობის წლები სათანადოდ არ შეფასებულა.

 

საკმარისია, კობა დავითაშვილის მიმართ გამოჩენილი სისასტიკე გავიხსენოთ იმისთვის, რომ ყველანი დავრწმუნდეთ. საწყალი კობა, რომელიც აქციიდან წავიდა ელიავას ბაზრობაზე ტექნიკის მოსატანად, დღისით, მზისით, ხალხის თანდასწრებით, ცემა-ტყეპით ჩატენეს მანქანაში, წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით და რაღაცა პერიოდის შემდეგ, ეს ადამიანი აღმოჩნდა გორის ჰოსპიტალში ნაცემი, ნაწამები, უგონო მდგომარეობაში.  ოჯახმა ამის შესახებ არ იცოდა და ეუბნებოდნენ, რომ გარდაიცვალა. ყველას გვახსოვს ამ სისასტიკის შედეგი - ეტლში ჩასვეს ამხელა, ჯანმრთელი კაცი.  საბოლოო ჯამში, იმ დაზიანებების გამო კობა გარდაიცვალა.

 

- მოთხოვნა, რომ არ შეიძლება პრეზიდენტი გასამართლდეს და იჯდეს ციხეში, რამდენად ადეკვატურად მიგაჩნია?

 

- ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ჯდომა რატომ არის სირცხვილი, ვერ ვხვდები! უამრავი ქვეყნის პრეზიდენტი გვინახავს ამის მეასედი დანაშაულებისთვის ციხეში. პრეზიდენტს, მაღალი თანამდებობის პირს უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, კანონის გარანტი რომ არის და დაარღვევს კანონს, კიდევ უფრო მკაცრად უნდა ისჯებოდეს.

 

- მისი გმირად წარმოჩენა სურთ...

 

- ეს გმირად წარმოჩენა არის ფუჭი! ის გმირი კი არა, სასტიკი, ბოროტი დამნაშავეა! ეს იგივეა, ვინმე პედოფილი, მხარდამჭერების თხოვნით, არ გავასამართლოთ და დასჯის ნაცვლად, საბავშვო ბაღში დავაწყებინოთ მუშაობა, მითუმეტეს, რომ დიდი რისკია, ისევ იგივე უმსგავსობა ჩაიდინოს. ზუსტად იგივეა სააკაშვილის სექტის მუდმივი ვითომ გულის აჩუყება, თითქოს როგორ შეიძლება სასჯელს იხდიდეს ადამიანი, რომლის კისერზეც ათიათასობით ადამიანის გაუბედურება, მკვლელობა, წამება და პოლიტიკური ნიშნით დევნაა. ხომ არ დაგვავიწყდა, რომ მისი მთავრობის წევრები, რომლებსაც ცალ-ცალი კალოშით მოვიდნენ, მილიარდერები გახდნენ. საიდან აქვთ იმის რესურსები, 9 ტელევიზიას რომ ინახავენ, 500 ინტერნეტ სააგენტოს და ვითომ სამოქალაქო აქტივისტებს, სინამდვილეში კი მათ პარტიულ ზონდერ-ჯგუფებს? საიდან გაუჩნდათ ეს რესურსები, მოგვიყვნენ!

 

როგორ გახდა კეზერაშვილი მილიარდერი? როგორ ინახავს ტელევიზია „ფორმულას?“ ჩვენ ციდან ხომ არ ჩამოვფრენილვართ, ხომ გვახსოვს, კეზერაშვილი ვინ და რა იყო? სააკაშვილმა და კეზერაშვილმა საქართველო ომის დროს გაძარცვეს! ომი გვქონდა რუსეთთან და ომის დროს თავდაცვის მინისტრმა და მთავარსარდალმა გაგვძარცვეს. მეტიც, ახლა ქალბატონი გიული ალასანია რომ გამოდის და გრძელი ენა აქვს, 2008 წლის 14 აგვისტოს, წარმოიდგინეთ, რა თარიღია, ერთ ლარად გაიფორმა ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსი და სხვადასხვა ქონება იმისთვის, რომ უნივერსიტეტი „გიული უნი“ გიულისი ყოფილიყო. მაშინ, როცა მთელი ქვეყანა საბრძოლო მოქმედებების შედეგად გამოქცეული მოსახლეობის დახმარებას ვცდილობდით. 

 

- გიული ალასანიამ  სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ გააკეთა განცხადება „ტვ პირველის“ ეთერში, რომ თავისი შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია...

 

- ეგ იმის ბრალია, რომ ქალბატონი გიული არ ზის გვერდით საკანში თავის შვილთან.  გამოსაძიებელია და ციხეშია ჩასასმელი ქალბატონი გიული სწორედ იმ ძარცვის გამო, რაც მან ჩაიდინა, რომ 2008 წლის 14 აგვისტოს, ერთ ლარად გადაიფორმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჯერ კორპუსი, შემდეგ კი 10 ათას კვ.მ-ზე მეტი მიწის ნაკვეთი. რა დამსახურებისთვის? გიულიმ რომ უნივერსიტეტი აიშენა და ფულს შოულობს, ეგ ვიცით, მაგრამ ქვეყანამ რა მიიღო, გიულის რომ უნივერსიტეტი და ბევრი ფული აქვს? იმიტომაც აქვს ქალბატონ გიულის გრძელი ენა, რომ თავადაც ციხეში არ ზის თავის შვილთან ერთად. მიმაჩნია, რომ დანაშაულის ჩამდენის არდასჯა დანაშაულია და ეს უნდა გამოასწოროს ამ ქვეყანამ.

 

ერთიცაა და უნდა ითქვას: მე არასოდეს მომცეს უფლება, ტანი დამებანა. ვითხოვ, ანალოგიურ პირობებში მოიხადოს სასჯელი ამ ცხოველმა! ამ არაკაცმა ჩემსავით იტანჯოს საპატიმროში, არ შეუშვან ექიმი, ამოუქოლონ ფანჯრები, წიხლებით და ბეისბოლის ბიტებით სცემონ ისე როგორც მე და ჩემს მეგობრბს გვცემდნენ, გალახონ მამამისიც და ბოლოს გიულისაც ურტყან ძირს დაგდებულს `დუბინკა~ ისე, როგორც დედაჩემს და მერე მელაპარაკეთ შერიგებაზე!

 

- თქვენ თქვით, საზოგადოების ბრალია, რომ ხალხს არ ახსოვს წინა ხელისუფლების მძიმე ფაქტებიო. შეიძლება, ახალგაზრდებს არ ახსოვთ, მაგრამ მათ გვერდით ის ადამიანებიც არიან, რომლებიც მაშინდელ ხელისუფლებას უპირისპირდებოდნენ...

 

- პრობლემები არსებობს ამ კუთხით. თუმცა, ისიც არ მესმის, როდესაც ახალგაზრდა გამოდის და რაღაცაზე პრეტენზია გააჩნია, თავისი ქვეყნის უახლესი ისტორია რატომ არ იცის. თუ ახალგაზრდამ მისი ქვეყნის 10 წლის წინანდელი ისტორია არ იცის, ეს არის კატასტროფა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში განათლების და ინტელექტის დონე ძალიან დაბალია. „უი, არ იციან“ - ეს არაა გამართლება. შეიძლება არ იცოდე ბირთვული ფიზიკის რაღაც ფორმულა. შენივე ქვეყნის მინიმუმ 10-15 წლის წინანდელი ისტორია უნდა იცოდე, თუ პრეტენზია გაქვს, იყო სამოქალაქო აქტივისტი და აზრი გამოთქვა, ქვეყანაში რა როგორ ხდება! ხოლო ის ხალხი, ვინც ეს ძალიან კარგად იცის და ახლა სააკაშვილის გვერდით დგას, ძალიან ამორალურია და აქ უკვე არცოდნასთან და იოლ თავის შეფარებასთან საქმე არ გვაქვს. ჩემთვის გაუგებარია, როგორ უნდა იდგე იმათ გვერდით, ვინც 26 მაისს  ჩვენი ქვეყნის მთავარ მოედანზე ორი მოქალაქე ცემით მოკლა, მერე სახურავზე გადამალა და დენმა დაარტყაო, ამტკიცებდა.

 

- ნიკა კვინტრაძეს და  სულიკო ასათიანს გულისხმობთ?

 

- დიახ. კვინტრაძის შემთხვევაში ცალკე უბედურება იყო ის, რომ მის შვილს გააგებინეს ციხეში და იმას დაარეკინეს დედასთან - „არაფერი თქვა, თორემ მე აქ მომკლავენო“. ამას ვინც შეესწრო, ეს ვინც კარგად იცის, და მაინც დღეს იმ მკვლელების გვერდით არიან, მხოლოდ და მხოლოდ მათ ღირებულებებზე მეტყველებს. სამარცხვინოზე სამარცხვინო საქციელია, რომ შენ მკვლელის პოლიტიკური პარტნიორი ხარ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს შენ გჭირდება!

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი