logo_geo
ნუცა ჯანელიძე: მერაბს, ლელას ვიღაცამ რომ უთხრას, „ფორტეს“ აგინეო, არცერთი არ იკადრებს მაგას!
- +

20 ნოემბერი. 2021. 00:09

 

 

 

რატომ დაბლოკა „ნაციონალური მოძრაობის~ ხელისუფლებამ ჯგუფი „ფორტე~, როგორია მისი პოლიტიკური და საზოგადოებრივი აზრი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე მუსიკოსმა ნუცა ჯანელიძემ გაზეთ „ქართულ აზრთან~ ისაუბრა:

 

-არამარტო არჩევნების დღე, არამედ წინა საარჩევნო პერიოდიც იყო საგიჟეთი. იყო უკადრებელი,  სატელევიზიო ეთერები, სადაც  „ნამ ვსო მოჟნო“. ასეთი რაღაცეები არ შეიძლება. ჩემს გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ იმიტომ უყურებენ „მთა-ვარს“, ტვ „პირველს“, „ფორმულას“, რომ შემდეგ იხალისონ. ზოგი იმიტომ უყურებს, რომ იცოდეს, სად მიდის თავხედობის, ტყუილების  ზღვარი.  ერთხელ ჩავრთე  ტვ „პირველი“, მაინტერესებდა რას უყურებენ ხოლმე მიშტერებული სახეებით...  ისე ამეშალა ნერვები, გეფიცები, გამოვრთე!  ამ ყველაფრის მიუხედავად „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა!  27 ოქტომბერს იმედნი ხალხი იყო მოსული მათ მხარდამჭერ აქციაზე, ასეც იქნებოდა. რომ ამბობენ, რომ ძალით წამოიყვანეს ხალხიო, რა უთხრეს, ჩაასხი ამდენი ლიტრი ბენზინი, არ მაინტერესებს შენ ჯიბეში ფული გაქვს თუ არა და წამოდი ახლავეო?  მეორეც: მე თუ მაინტერესებს, გინდაც „ოცნების“ მიტინგი იყოს, გინდაც „ნაცების“, თუ მაინტერესებს, მივალ!  მესამეც: ამ ხალხს გგონიათ ვინმე ეუბნებოდა - „აბა, დროშები აწიეთ?!“ „ტაში დაუკარით?!“ ეს რეპლიკები ედოთ ყველა მონაწილეს ჯიბეში? დიახ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვარ და მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ არ ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს, არ ვიცნობ არც მის მეუღლეს, ბატონ კალაძეს კი მხოლოდ გამარჯობით ვიცნობთ.

 

-იქ მისულ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა არაერთმა ადამიანმა, მათ შორის  იყვნენ ნიკა გვარამია და მიშა მშვილდაძე...

 

-ხალხს მიაყენეს შეურაცხყოფა. ასეთ რაღაცეებს როდესაც კადრულობ, ხომ შეიძლება ეს ამდენი ხალხი მოგადგეს ერთ დღეს? მერე ეს აღარ უნდა გაუკვირდეთ.  ჩვენმა ძვირფასმა „არასამთავროებმა“ ცოტა აქეთ მხარეზეც რაღაც უნდა თქვან, რომ ხალხო, არ შეიძლება სი-ძულვილის ენა.  ჯერ მარტო პოლიციელებს რა უშვრებიან. ხან წყალს ასხამენ, ხან ურტყამენ. მეცოდებიან ეს პოლიციელები. მათ აქვთ უფლება პოლიციელს ჩაარტყან, შეურაცხყოფა მიაყენონ, თავზე დაახურონ, ფიზიკურადაც შეეხონ, მაგრამ პოლიციელმა ხელი არ უნდა გაანძრიონ, ხმამაღლა არაფერი თქვან. შემდეგ ისინი კაი ტიპები გამოდიან და პოლი-ციელებმა თუ იმოქმედეს - აი, დემოკრატია არაა  ქვეყანაში, როგორ გაბედა პოლიციელმა ხელის განძრევა.  ჩვენი მთავრობა ცოტა უნდა გამოფხიზლდეს! პოლიცია არის იგივე სახელმწიფო!

 

-გავიხსენოთ თუნდაც - ელენე ხოშტარიას და გრიგოლ ვაშაძის მიერ პოლიციელებზე თავდასხმები...

 

- ძალიან დიდ პატივს ვცემ ქალბატონ ნინო ანანიაშვილს, მაგრამ მისმა მეუღლემაც საშინელება ჩაიდინა, თავში რომ ჩაარტყა პოლიციელს პირდაპირ ეთერში. მაგრამ ეტყობა ყველა საჯარო მოხელეს შინაგანაწესად აქვთ  - „თმენის ვალდებულება.“

 

- „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვარო, ბრძანეთ და რატომ, რას ხედავთ ამ პოლიტიკურ ძალაში?

 

- თავიდან, როდესაც მოხდა ჩვენი  (ფორტეს) დაშორიშორება მესამე პრეზიდენტთან (სააკაშვილთან), დავრჩით უპატრონოდ, მიგდებულები, აკრძალულები. მთელი ხუთი წელი დაბლოკილები ვიყავით. ახალ წელს შემწვარი კარტოფილის ფულიც კი არ გვქონდა ხანდახან. მაგრამ, 2012 წელს, როდესაც მოხდა ხელისუფლების შეცვლა, შემდეგ უკვე ჩვენ არსად ვიბლოკებოდით. ყველასათვის გაიხსნა გზა. და რატომ არ უნდა ვიყო მადლობელი?

 

- რა იყო „ფორტეს“ დაბლოკვის მიზეზი?

 

- თავიდან ვიცოდით, რომ ძალიან მოსწონდა მიხეილ სააკაშვილს ჩვენი სიმღერები, ამიტომ ყველა საპატიო კონ-ცერტზე ვიყავით დაპატიჟებული. მაგრამ 2007 წლის 7 ნოემბერს, როდესაც მოხდა ის უბედურება, პირადად „ფორ-ტეს“  გოგოებს არ შეგვხებია, მაგრამ ზურა მანჯავიძეს შეეხო. იმიტომ, რომ ზურა ცხოვრობს პირველი სკოლის უკან. დედამისი ცხოვრობდა იქ. მიტინგზე, რომელიც 7 ნოემბერს იმართებოდა, ჩამოვიდა ზურას დედა და თავადაც იქ იყო. რომ მოხდა ის არეულობა, ზურა იყო გადარეული. უცებ დაიწყო არეულობა და ძლივს მოასწრო დედის სახლში აყვანა, ისეთი საშინელება ხდებოდაო. ამის შემდეგ, ზურას  კარგი რამ ეთქვა, ცოტა „რთული“ იქნებოდა. მიიტანეს ამბები სააკაშვილთან და ამის მერე ავიკრძალეთ. არამარტო კონცერტებზე ვიბლოკებოდით, არამედ ვიღაცას შვი-ლის ნათლობა თუ ჰქონდა, ან ქორწილის 20 წლისთავი, ისინიც კი გვშლიდნენ სტუმრების სიიდან ფინანსური პოლიციის შიშით, ან იმან არ გაიგოს და ა.შ. სამაგიეროდ ხალხი გვხვდებოდა თბილად, პატრულის თანამშრომლები ქუჩაში ისე თბილად გვხვდებოდნენ, ოღონდ შეწუხებული სახით, რადგან მათაც ეშინოდათ სამსახურის დაკარგვის. დღეს, მაგალითად ვინც ითვლებიან მიშისტებად ჩემი კოლეგებიდან, გინდა მერაბ სეფაშვილი, ლელა წურწუმია, ლექს-სენი, ეკრანზე არის ყველა. არავინ იბლოკება ღონისძიებებზე. მერიის კონცერტებზე, რადგან თავად ბატონმა კახა კალაძემაც თქვა _ იმათ ხო არ დავემსგავსებითო?!

 

სხვათაშორის, ამასწინათ ნანული სარაჯიშვილს ვარსკვლავი გაუხსნეს. კულისებში კულტურის წარმომადგენ-ლები ვიყავით აქეთურებიც და იქეთურებიც და სიყვარულის, სიცილის მეტი იქ არაფერი ხდებოდა. ჩვენში განხ-ეთქილება არაა. ორივე მხარემ, ჩემს კოლეგებზე მაქვს საუბარი, უნდა ვცეთ პატივი ერთმანეთის არჩევანს. იგივე მერაბს, ლელას ვიღაცამ რომ უთხრას დადექი და „ფორტე“ აგინეო, არცერთი არ იკადრებს მაგას. დიახ, დარწმუნებული ვარ და საქვეყნოდ გეუბნები!

 

-არჩევნები დასრულდა, თუმცა ქვეყანაში მაინც დაძაბული სიტუაციაა...

 

-ხალხი დავიღალეთ ამ ქაოსით! რაღაც ახლის გაკეთება როცა გინდა, ყოველთვის ვამბობთ, რომ აი, არჩევნებმა ჩაი-აროს და მერე... აი, პრეზიდენტის არჩევნებია და მერე... თუმცა, არ გაძლევენ ამის საშუალებას, რომ რაღაც ახალი გააკეთო ან აღმზრდელობით დარგში, ან კულტურულ დარგში, ან მეცნიერებაში, მეურნეობაში და ა.შ. მუდმივად ქვეყანაში ქაოსია. ამდენი ყვირილისგან ხალხი დაიღალა. ხომ იცი, როდესაც მშობელი ბავშვის აღზრდას მიყვება, ერთხელ უნდა დაიყვიროს ისე, რომ ამ ბავშვს მუდამ ახსოვდეს მისი ყვირილი და ეშინოდეს იმ ერთხელ დაყვირების. ყველა მოვლენაზე შეიძლება ყვირილი? აბა წამოდი, იმას დავუნგრიოთ, წამოდი, ამას კარები შევუნგრიოთ... გააღმერთონ სააკაშვილი, კი ბატონო, თუ უნდათ სახლშიც დაკიდონ მისი პორტრეტი. შეიძლება ისეც არ შიმშილობს, როგორც ამბობენ. ტელევიზორშიც იყო, რაღაცას ღებულობს, რაშიც შედის საკვები დანამატები. კოსმონავტები რომ ადიან კოსმოსში, საჭმელი ხომ არ ააქვთ? ისეთ რაღაცეებს იღებენ, რომელიც მათ ამაგრებს ფიზიკურად. მაგრამ თუკი წერილების წერის თავი აქვს, ესეიგი ცოტა თავი უმუშავებს ხო? თუკი იმის თავი აქვს, რომ ხვდება თავის ახ-ლობლებს... ცოტა თუ დაიკლო წონაში, ეს კარგია, გამოადგება. მინდა რომ დაწყნარდეს ქვეყანაში სიტუაცია. ბევრი რაღაცაა ქვყანაში გასაკეთებელი და არეულობის დრო არაა! მთელი ენერგია და ყურადღება გადადის ამათ დაწყნარებაში! არ აცლიან, რომ ქვეყანამ 2024 წლისთვის რაღაცა გააკეთოს და თავაწეული გამოაცხადოს თავისი სურვილი ევროკავშირის წევრობაზე. მინდა ყველაფერი კარგად იყოს!

 

 

 

big_banner
არქივი