logo_geo
რჩევები ეპიდემიოლოგ ოთარ ჩოკოშვილისგან
- +

20 ნოემბერი. 2021. 01:21

 

 

როგორ დავიცვათ თავი კოვიდ19-ისგან? რა უნდა იცოდეს ფეხმძიმე და ლაქტაციაში მყოფმა ქალბატონებმა?!  ვესაუბრებით ეპიდემიოლოგსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორს ოთარ  ჩოკოშვილს.

 

- მნიშვნელოვანია თქვენი რეკომენდაციები, როგორ დავიცვათ თავი კოვიდ19-სგან?

 

-კოვიდ - 19 თავის დაცვას შეესაბამება რესპირატორული ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების სწორად დაცვას. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ კოვიდ - 19-ის გავრცელება, აუცილებელია: გამოვიყენოთ პირბადე. უმჯობესია სამედიცინო პირბადე, რომელიც არის სამშრიანი. პირბადის გამ-ოყენების შემდეგ იგი ფრთხილად უნდა მოვიხსნათ და გადავაგდოთ ნარჩენებში და დავიმუშაოთ ხელები.

დავიცვათ პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენა, ხელები ხშირად დავიბანოთ საპნით ან დავიმუშაოთ სადეზინფექციო ხსნარით, რომელიც შეიცავს მინიმუმ 70 % სპირტს ან სხვა სადეზინფექციო ნივთიერებას.

დავიცვათ სოციალური დისტანცია 2 მეტრამდე.

ხშირად გავანიავოთ შენობები, სადაც ადამიანები იკრიბებიან ან უზრუნველვჰყოთ გამწოვი ვენტი-ლაცია.

ყველა ადამიანმა, ვისაც აღენიშნება კოვიდის საეჭვო სიმპტომები, დროულად მიმართოს შესაბამის ლაბორატორიას გამოკვლევის ჩასატარებლად, რათა დროულად დაესვას დიაგნოზი და არ გაავრცელოს ინფექცია.

აუცილებლად დროულად ჩავიტაროთ კოვიდ -19-ის საწინააღმებო ვაქცინაცია.

- რა მნიშვნელოვანი წესები უნდა დაიცვას იმ ადამიანმა, რომელიც წარმოადგენს რისკჯგუფს?

 

- უნდა დაიცვას ზემოთ მოცემული ყველა წესი, განსაკუთრებით დროულად ჩაიტაროს ვაქცინაცია და ასევე ვაქცინაცია ჩაუტაროს თავის ოჯახის წევრებს.

 

- მნიშვნელოვანია თქვენი რეკომენდაციები იმ ადამიანებისათვის, რომლებიც არიან ფეხმძიმედ, ან არიან ლაქტაციის პერიოდში...

 

- სამწუხაროდ, ორსულებში საკმაოდ ხშირად არის შემთხვევები, როდესაც დაავადება მძიმედ მიდის. კოვიდის დაწყებიდან დღემდე 17 ორსული გარდაიცვალა საქართველოში ამ დაავადებით. სწორედ ამი-ტომ, ყველა ორსულმა და შემდგომ პერიოდში მყოფმა დედამ და მათმა ოჯახის წევრებმა აუცილებლად  უნდა დაიცვან წესები, ჩაიტარონ ვაქციანცია და მინიმუმამდე შეამცირონ კონტაქტები, რათა თავიდან აიცილონ ინფიცირება.

 

- იმ შემთვევაში, თუ ორსულ ქალბატონს დაუდასტურდა კოვიდ19, როგორ დავიცვათ თვითი-ზოლაციის წესები? და როგორია რეკომენდაციები, რომელიც მან უნდა გაითვალისწინოთ?

 

- ორსულის დაინფიცირების შეთხვევაში იგი მაქსიმალურად უნდა ეცადოს, დაიცვას იზოლაციის წესები, რომ არ გაავრცელოს ინფექცია. იგი დროულად უნდა დაუკავშირდეს თავის ოჯახის ექიმს და მიიღოს კონსულტაციები, რათა არ გაურთულდეს დაავადება.

 

- შეიძლება თუ არა, კორონავირუსი ორსულისგან ნაყოფს გადაეცეს?

 

- დღემდე ჩატარებული კვლევების მიხედვით კოვიდ -19 შედარებით იშვიათად, მაგრამ მაინც გადაეცემა ორსულიდან ნაყოფს. ასე დაინფიცირებული ახალშობილების რაოდენობა 2-3% -ს აღწევს და ისინი ძირითადად ორსულობის მესამე ტრიმესტრში დაინფიცირდნენ. მიმდინარეობს დამატებითი კვლევები დაინფიცირების რისკების და შესაძლებლობების ზუსტად განსასაზღვრად.

 

- ეთანხმებით თუ არა, რომ ორსულმა და ლაქტაციაში მყოფი ქალბატონები უნდა აიცრან?

 

- აუცილებლად უნდა აიცრან.

 

- რომელი ვაქცინით უნდა აიცრას ქალბატონი, თუ ორსულადაა?

 

- ფაიზერით.

 

-თქვენი აზრით, ორსულობის რომელ ვადაზე სჯობს ვაქცინის გაკეთება?

 

- ვაქცინაცია ჯობია ორსულობამდე, მაგრამ თუ ვერ მოასწრეს, მაშინ როგორც კი ამის შესაძლე-ბლობა იქნება.

 

- გვითხარით, რა დადებითი და უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს აცრამ ორსულ ქალ-ბატონებში?

 

- დადებითი გავლენა ის არის, რომ თავიდან აცილებული იქნება კოვიდი და მისი მძიმე ფორმები, ხო-ლო უარყოფითი შეიძლება იყოს, თუ განვითარდა აცრისშემდგომი რეაქცია, რომელიც საბედნიეროდ ძალიან იშვიათია.

 

- რა გვერდითი მოვლენები აქვს ჩOVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას?

 

- ალერგიული რეაქცია, ტემპერატურის მომატება, სისუსტე, აცრის ადგილის ტკივილი... იშვიათ შემ-თხვევაში შეიძლება განვითარდეს უფრო რთული მოვლენებიც.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი