logo_geo
ზურა ხაჩიძე: უკადრებელი იკადრეს!
- +

20 ნოემბერი. 2021. 19:43

 

 

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესებზე გაზეთ „ქართულ აზრს“ მუსიკოსი და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურა ხაჩიძე ესაუბრა:

 

- ყველა ოპოზიციურად განწყობილმა ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს, რომ აქეთა მხარესაც ადამი-ანების გუნდი დგას, და არამარტო ისინი, რომლებმაც „ქართული ოცნება“ აირჩიეს. ადამიანების ძალიან დიდი გუნდი დგას, რომლებიც არჩევნებზე არ წავიდნენ სხვადასხვა მიზეზების გამო. პირველ რიგში, იცით, რატომ არ წავიდნენ? იმიტომ, რომ „ოცნების“ კოჰაბიტაცია არ მოსწონთ. ესაა მნიშვნელოვანი, რომ ჯერ სამართლიანობა არ აღდგა. პენიტენციური სამსახური ძალიან კარგად მუშაობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა დაცულია.

 

- ხომ არ ფიქრობთ, რომ მათი განცხადებები, რომელიც სააკაშვილს ეხება, რბილად რომ ვთქვათ, ფანატიზმს ემსგავსება?

 

- ისედაც პოლარიზებულია საზოგადოება და ვცდილობ, ისეთი სიტყვები შევარჩიო, რომელიც სწორი იქნება. ყველას აქვს იმის უფლება, ვინც უნდა, ის უყვარდეს და თავისი არჩევანი გააკეთოს. მე მხოლოდ და მხოლოდ ღმერთთან მაქვს სულიერი დამოკიდებულება, რაც უნდა მქონდეს. ადამიანის გაკერპება ჩემთვის ცოტა უხერხულია.

 

- დროშის ამბავიც უნდა გავიხსენოთ, ნიკა გვარამიას ჰქონდა გაზიარებული პოსტერი, სადაც საქართველოს დროშაზე ჯვრის ნაცვლად მიშა ეწერა...

 

- ჯვრის შეცვლამ და სახელის დაწერამ ჩემში აღშფოთება გამოიწვია. სახელმწიფო სიმბოლიკაზე შეიძლება ასეთი რამის გაკეთება? მამუკა მდინარაძემ ინტერვიუში თქვა, „შიმშილობის” ორ-მოცდამეერთე დღეს ველოდები, დარწმუნებული ვარ, ჯანმრთელად იქნება ის ადამიანი და სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდებაო და როგორი „ფეიკი“ ინტერპრეტაცია იკადრა `ტვ პირველმა“ _ `თუ არ მოკვდება~, _ ასე თქვაო, ზოგმა _ სიკვდილს ელოდებაო... მოკლედ, უკადრებელი იკადრეს! და ამის შემდეგ თავდვე, საქართველოს დროშაზე მიაწერეს მისი სახელი და აზიარებენ სოციალურ ქსელებში. ფანატიზმის ეს ხარისხი ნამდვილად ვერ წარმომედგინა! ან მაგრად აღადავებენ და ჰორიზონტალურად კი არა, ვერტიკალურად უნდა წავიკითხოთ. დროშაზე დატანილი სახელი ცოტა ფანატიზმს ემგვანება. პენიტენციური სამსახური იმდენად კარგად მუშაობს, მე მინდა დავამშვიდო ისინი და ვთქვა, რომ მიშას არაფერი დაემართება. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაცულია მისი უსაფრთხოება. თქვა ერთ-ერთმა დეპუტატმა, მოგვცენ უფლება, გავასაჯაროვოთ სააკაშვილის კადრები და ნახავს საზოგადოება, თუ რა პირობებშიაო. მისცენ მაშინ უფლება, თუ სახელმწიფოს, ხელისუფლებას და სხვადასხვა უწყებებს ამტყუნებენ და ადანაშაულებენ, რომ არასათანადოდ ეპყრობიან სააკაშვილს. დარწმუნებუ-ლი ვარ, ისეთ პირობებში ჰყავთ, ხანდახან ვბრაზდები ხოლმე იმიტომ, რომ სხვა პატიმრებმა რა დაა-შავეს? სხვა პატიმრებთან ამდენი მიმსვლელი, რამდენიც სააკაშვილს ჰყავს, შეიძლება იყოს? რამდენი შედის, რამდენი გამოდის, რა განცხადებებია. როგორ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება. ყველაფერი უნდა განსაზღვროს სასამართლომ, რომელმაც წლების წინ მიუსაჯა. ყველაფერი უნდა განსაჯოს ქართულმა სასამართლომ და ყველამ უნდა იდავოს სასამართლოში. მე ამის მომხრე ვარ და კანონის უზ-ენაესობას პატივს ვცემ.

 

- ზურა, თქვენი ბევრი კოლეგა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მატარებლები არიან...

 

- მაშინაც სხვა მხარეს იდგნენ მუსიკოსები, როცა 2007 წლიდან მე გაერთიანებული ოპოზიციის, საზოგადოების მხარეს ვიყავი. პოლიტიკურ პროცესებში ირიბად თუ პირდაპირ ვიღებდი მონაწილეობას, როგორც სამოქალაქო აქტივისტი. შემდეგ უკვე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ვიყავი. ჩემდა სამწუხაროდ, მუსიკოსებმა არჩეული  გზა ამა თუ პოლიტიკურ ძალას დაუკავშირეს. ვხვდები ჩემს კო-ლეგებს სხვადასხვა ადგილზე, ვესალმებით და პოლიტიკურ პროცესებზე საერთოდ არ ვსაუბრობთ. ყველას აქვს უფლება, დაუჭიროს მხარი ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას. მე ვდგავარ იქ, სადაც ვდგავარ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემი ქვეყანა წარმატებული იყოს, ბევრი ნაბიჯი გადადგას კეთილ-დღეობისკენ, სტაბილურობისკენ, სიმშვიდისკენ, განვითარდეს, იყოს ღირსეული ოპოზიცია, რომელიც საგნობრივად იკამათებს მმართველ ძალასთან და არა დესტრუქციულ ქმედებებს მიმართავს. ჩემთვის ეს არის მნიშნველოვანი _ პოლიტიკური პროცესი იყოს ჯანსაღი! რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა მო-ვიდეს პოლიტიკაში. რაც შეიძლება მეტმა პროფესიონალმა აკეთოს თავისი საქმე. ჯანსაღი პოლიტიკუ-რი ოპოზიცია უნდა შეიქმნას ახლო მომავალში იმიტომ, რომ  2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე მნიშნელოვანია ის, რომ ჩვენ განაცხადს ვაკეთებთ ევროკავშირში სრულუფლებიან წევრობაზე და ისტორიულ ადგილზე ვბრუნდებით.  ჩემს გუნდსაც მინდა ვუთხრა, რომ საზოგადოების ინტერესი იყოს გათვალისწინებული. ხალხს ამოუვიდა ყელში, დაიღალა ეს საზოგა-დოება პოლიტიკური კინკლაობით. ხალხს აინტერესებს, თავის ყოფით პრობლემას ვინ მოუგვარებს. ზოგ სოფელში წყალია მოსაგვარებელი, სადღაც გზა, სადღაც სოციალური დახმარება. ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი და არა ის, ვთქვათ, ვინ რა ხასიათზე გაიღვიძებს და მერე პოლიტიკური ოპოზიცია რა განცხადებას გააკეთებს. სასამართლომ გადაწყვიტოს ყველას ბედი. მე კანონმორჩილი ვარ და არ მინ-და, ვინმე გამორჩეულად, სხვანაირ პირობებში იყოს.

 

მეტსაც გეტყვით: მე მომხრე ვარ სამართლიანობის აღდგენის! მე მინდა, დამნაშავეს თავისი სახელი დაერქვას და მოიხადოს ის სასჯელი, რაც ეკუთვნის! და მე, როგორც სახელმწიფო მოხელეს მქონდეს შიში იმისა, რომ გადაცდომა, ნებისმიერი ჩემი არასწორი ნაბიჯი, იყოს დასჯილი და აღკვეთილი! სა-მართლიანობის აღდგენის გარეშე ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა! სამართლიანობა უნდა აღდგეს!

 

- როგორ ფიქრობთ, ცილისწამებაზე არ უნდა იყოს კანონი მიღებული ჩვენს ქვეყანაში?

 

- რა თქმა უნდა! აუცილებელია, დეპუტატებმა ეს კანონი მიიღონ! იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრჯერ, სხვადსხვა ოპოზიციურმა ტელევიზიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამებოდა სიმართლეს. შემდეგ მომიწია პირადი ურთიერთობების გამოყენება, პირდაპირ ეთერში შესვლა. მყავს მეგობარები სხვადასხვა ტელევიზიებში, ამან მიშველა და განცხადება გავაკეთე, გავეცი სამართლიანი პასუხი. ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალამ „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შემდეგ ამის გამო ბოდიშიც კი მოიხადა. დამაბრალეს, რომ მე  თურმე პრემიერისგან ვიღებდი სუბსიდირებას არსებულ სასტუმროზე, რომელიც თურმე მქონია ბაკურიანში. მერე აღმოჩნდა, რომ სხვა ზურა ხაჩიძე ყოფილა და ბოდიში მოიხადა ტელევიზიამაც და ჟურნალისტმაც, მაგრამ ეთერით არა. არამარტო ეს ფაქტი, სხვა ფაქტებიც ბევრი იყო. ამ 2 წლის განმავლობაში, რაც თანამდებობაზე ვარ განსაკუთრებით, ძალიან ბევრჯერ გავხდი ბულინგის მსხვერპლი! აქედან გამომდინარე, ეს პოლარიზება რომ დასრულ-დეს, აუცილებელია კანონი ცილისწამებაზე!

 

კარგად უნდა იყოს გაწერილი ეს კანონი, რათა ხვალ და ზეგ ჩვენ კიდევ არ შევეჩეხოთ მსგავს პრობლემებს!

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი