logo_geo
ავთანდილ ჯორბენაძე: ისეთი რადიკალური ცვლილებების მაგალითი, როგორიც 1993-1997 წლებში საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში განხორციელდა, ბოლო 30 წლის განმავლობაში მსოფლიოში ძნელად მოიძებნება!
- +

25 იანვარი. 2022. 18:47

 

 

საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ყოფილმა მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ, რომელიც დღეს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და გამორჩეულ კლინიკას - აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს - სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის რანგში ხელმძღვანელობს, სულ ახლახან გამოსცა წიგნი „როგორ იქმნებოდა ჯანმრთელობის დაცვის ახალი სისტემა“.

 

უფრო კონკრეტულად, ეს არის წიგნის პირველი ნაწილი, რომელიც 1993-1997 წლებში საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებულ ძირეულ რეფორმებს ეხება და   დოკუმენტურად მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ რამხელა ძალისხმევა იქნა გაწეული, რომ  სამოქალაქო ომისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად ლამის სისხლისაგან დაწრეტილ, უკიდურეს სიღარიბესა და ნიჰილიზმში ჩაფლულ ქვეყანაში ჯანმრთელობის დაცვის სისტემა, ფაქტობრივად, ფერფლიდან აღდგენილიყო.

 

როგორ ეყრებოდა საფუძველი საქართველოს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე ჯანდაცვის ახალ სისტემას, ამის შესახებ ავთანდილ ჯორბენაძე გვესაუბრება:

 

- საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრად 1993 წლის ოქტომბერში დავინიშნე, როცა ქვეყანა უმძიმეს სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. წარმოიდგინეთ, 1991 წლიდან მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი ყოველწლიურად 28 პროცენტით მცირდებოდა და ერთ სულ მოსახლეზე 4433 აშშ დოლარიდან 1437 აშშ დოლარამდე დაეცა. 1995 წლისთვის წარმოებამ, 1990 წლის დონესთან შედარებით, 78 პროცენტით იკლო, რაც თითქმის სამჯერ აღემატებოდა „დიდი დეპრესიის“ დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოების დაცემის მაჩვენებელს. ამავე პერიოდში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება განახევრდა, კაპიტალური დაბანდებები 97,2 პროცენტით შემცირდა, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობამ 67 პროცენტით დაიკლო.

 

- კუპონის შემოღებაც ხომ ჯანდაცვის მინისტრად თქვენს დანიშვნას დაემთხვა?

 

- კუპონი 1993 წლის პირველ ნახევარში იქნა შემოღებული, იმავე წლის მეორე ნახევრიდან 1994 წლის ოქტომბრამდე კი ინფლაცია თვეში საშუალოდ 60-70 პროცენტს შეადგენდა და 1994 წლის ბოლოს ჯამურად  7380 პროცენტს მიაღწია. სამომხმარებლო საქონელზე ფასები და ტარიფები 1992 წელს - ოცდახუთჯერ, 1993 წელს - ოთხმოცდათორმეტჯერ, ხოლო 1994 წელს - ას ოცჯერ გაიზარდა.

 

- ჯანდაცვის მინისტრად თქვენი დანიშვნის დროს საქართველოს მოქალაქის საშუალო ხელფასი და პენსია რამდენი იყო?

 

- 1994 წელს საშუალო ხელფასი თვეში 1 აშშ დოლარისა და 50 ცენტის ეკვივალენტს შეადგენდა, ხოლო პენსია 10 ცენტის ეკვივალენტი იყო. აღსანიშნავია, რომ 1993-1994 წლებში საქართველოს დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტიც კი არ გააჩნდა.

 

ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობა იყო დემოგრაფიული მაჩვენებლების კუთხითაც. კერძოდ, 1990-1995 წლებში საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 73 წლიდან 70.2 წლამდე შემცირდა, ერთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 20.7 პროცენტიდან 28.6 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი 20.5 პროცენტიდან  55.1 პროცენტზე ავიდა.

 

ასეთ ურთულეს პერიოდში ჯანმრთელობის დაცვის მინისტრად დანიშვნა მავალდებულებდა, რომ მძიმე პრობლემების მოგვარებისათვის ყოველდღიურ შრომასთან ერთად მუშაობა დაგვეწყო სრულიად ახალი, დასავლურ პრინციპებზე დაფუძნებული ჯანდაცვის სისტემის შესაქმნელად.

 

- იმ დროისათვის საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, ალბათ, სრულიად მოშლილი და მორღვეული იყო?

 

- საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ჯანდაცვის სფეროს სახელმწიფო დაფინანსება მკვეთრად შემცირდა და თუ 1990 წელს ერთ სულ მოსახლეზე 130 დოლარის ეკვივალენტს შეადგენდა, 1994 წლისათვის 45 ცენტის ეკვივალენტამდე შემცირდა. იმავე წელს ჯანმრთელობის დაცვის მთლიან დანახარჯებში სახელმწიფოს წილმა 4.9 პროცენტი შეადგინა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის სულ რაღაც 1.3 პროცენტი იყო.

 

- როცა ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნეთ, ქვეყნაში სამედიცინო ინფრასტრუქტურა საერთოდ არსებობდა?

 

- 1994 წლის დასაწყისში ქვეყანაში არსებული 421 სტაციონარული დაწესებულების 90 პროცენტი ამორტიზებულ შენობა-ნაგებობებში იყო განთავსებული და სისტემატური წყალმომარაგება და გათბობაც კი არ გააჩნდა. პრაქტიკულად, განადგურებული იყო სანიტარული ავტოტრანსპორტი, რომლის გამოყენებაც, სათადარიგო ნაწილებისა და საწვავის მწვავე დეფიციტის გამო, შეუძლებელი ხდებოდა. უაღრესად რთული ვითარება შეიქმნა მოსახლეობის მედიკამენტებით მომარაგების საქმეშიც, რადგან სამოქალაქო ომმა და ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულმა საბრძოლო მოქმედებებმა სამკურნალო საშუალებების სარეზერვო მარაგის დიდი ნაწილი შთანთქა. 

 

გარდა ამისა, მოშლილი იყო ეკონომიკური კავშირები ფარმაცევტული და სამედიცინო ტექნიკის მწარმოებელ ქვეყნებთან. ქართულ სახელმწიფოს არ გააჩნდა ძვირად ღირებული სამედიცინო ტექნიკისა და აღჭურვილობის შემოსატანად საჭირო ფინანსური რესურსები, არადა, სამედიცინო დაწესებულებებში არსებული ტექნიკის თითქმის 95 პროცენტი ამორტიზებული ან გაუმართავი იყო. 

 

- ასეთ ვითარებაში როგორ მოახერხეთ, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის, ფაქტობრივად, ფერფლიდან აღდგენას შესდგომოდით?

 

- ჯანდაცვის სფეროში არსებული უმძიმესი პრობლემების გადაჭრა სისტემის ,,კოსმეტიკური შელამაზების“ გზით შეუძლებელი იყო, გამოსავალი მხოლოდ ძირეული რეორგანიზაცია და პრინციპულად ახალი, პოლიტიკური ძალადობისა და იდეოლოგიური შეზღუდვებისაგან თავისუფალი ჯანდაცვის მოდელის შემუშავება გახლდათ.

 

ყოველივე ამასთან დაკავშირებით ჩემი ხედვა და მოსაზრებები 1994 წლის 3 მარტს გავაცანი საქართველოს პარლამენტს, რომელშიც მაშინ, არც მეტი, არც ნაკლები, 24 პოლიტიკური პარტია იყო წარმოდგენილი. და მაინც, ასეთი პოლიტიკური სიჭრელის მიუხედავად, პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი ჯანდაცვის სისტემის რადიკალურ რეორგანიზაციას, რომლის პრაქტიკული განხორციელებაც 1995 წლის 10 აგვისტოდან დავიწყეთ. 

 

- კონკრეტულად რა ნაბიჯები იქნა გადადგმული ჯანდაცვის სისტემის ძირეული რეორგანიზაციის საქმეში და რამდენად შეძელით, დასახული მიზნისათვის მიგეღწიათ?

 

- შევძელით, ჩამოგვეყალიბებინა საქართველოში მანამდე არარსებული, მაგრამ დამოუკიდებელი სახელმწიფოსათვის აუცილებელი ისეთი სტრუქტურები და სამსახურები, რომლებმაც დაიწყეს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლი. შემოვიღეთ ჯანმრთელობის დაზღვევა, დავიწყეთ წამლის ხარისხის კონტროლი, ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლი, ახალი სამედიცინო ტექნოლოგიებისა და ტექნიკის დანერგვა, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამედიცინო სამსახურის ფორმირების ხელშეწყობა.

 

ჯანდაცვის სისტემის განვითარების მეცნიერული უზრუნველყოფისათვის შეიქმნა ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრი, ხოლო დაავადებათა გავრცელების მონიტორინგისა  და პრევენციისთვის - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. ჩამოყალიბდა ჯანდაცვის რეგიონული და მუნიციპალური სამსახურები,  შეიქმნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა და პირველადი ჯანდაცვა გადავიდა საოჯახო მედიცინის პრინციპზე. იმ პერიოდისათვის განსაკუთრებული პრობლემა იყო ინფექციური დაავადებების გავრცელება, რადგან იმუნიზაცია მოშლილი გახლდათ და წლის განმავლობაში მხოლოდ დიფტერიით დაავადებული 600-მდე ადამიანი გარდაიცვალა. ჩვენ შევძელით იმუნიზაციის გაწყვეტილი ჯაჭვის აღდგენა, რამაც ინფექციური დაავადებების კონტროლისა და მათი გავრცელების შეჩერების საშუალება მოგვცა. შემუშავდა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სახელმწიფო სტანდარტები, რომლებიც დღეს საყოველთაოდ აღიარებული გაიდლაინებისა და პროტოკოლების წინამორბედი იყო.

 

- ეს რაც შეეხება ინსტიტუციურ რეფორმებს, მაგრამ პრაქტიკულ მედიცინაში თუ გქონდათ ხელშესახები მიღწევები?

 

- სამედიცინო პრაქტიკაში დავნერგეთ დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ისეთი მაღალტექნოლოგიური მეთოდები, როგორებიც არის: ინტერვენციული კარდიოლოგია, ბავშვთა და მოზრდილთა კარდიოქირურგია, ენდოსკოპიური და ენდოვასკულური ქირურგია, ბავშვთა ონკოჰემატოლოგია, თირკმლის დიალიზი და ლითოტრიფსია, სახსრების პროთეზირება, მხედველობის ლაზერული კორექტირება,  სმენის აღდგენა კოჰლეარული იმპლანტაციის გზით, ორგანოთა ტრანსპლანტაცია, ტუბერკულოზის მკურნალობა მსოფლიოში კარგად აპრობირებული DOTS მეთოდით და ა.შ.

 

დღევანდელი ახალგაზრდა თაობისთვის, ალბათ, ძნელი დასაჯერებელია, რომ იმ უშუქობისა და უგაზობის პირობებში, ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის სანთლებით განათებულ და ნავთქურებით შემთბარ  ოთახებში ჯანდაცვის სისტემის ძირეულ რეორგანიზაციაზე ბჭობდნენ და კამათობდნენ სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და რეგიონული მმართველობის ორგანოთა წარმომადგენლები, ცნობილი მეცნიერები და პრაქტიკოსი ექიმები... აღსანიშნავია, რომ ჩვენი კარი ღია იყო არამხოლოდ მათთვის, ვინც სისტემაში გასატარებელ რეფორმებს მხარს უჭერდა, არამედ მათთვისაც, ვინც კრიტიკულად იყო განწყობილი და რიგ საკითხებში არ გვეთანხმებოდა.

 

- ჯანდაცვის სისტემის კარდინალური რეფორმირების პროცესში რამდენად გქონდათ ხელშეწყობა ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან?

 

- სახელმწიფოს მეთაურის - პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის, პრემიერ-მინისტრ ოთარ ფაცაციას, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის მხარდაჭერის გარეშე ჯანდაცვის სისტემის მასშტაბური რეფორმის განხორციელება, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა. ამ საქმიანობის ორგანიზებასა და წარმართვაში ასევე უდიდესი წვლილი შეიტანეს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის აწ განსვენებულმა მოადგილეებმა -თენგიზ ჯინჯოლავამ, რამაზ ურუშაძემ და კონსტანტინე ბარქაიამ; მინისტრის მოადგილეებმა - ამირან გამყრელიძემ, ვლადიმერ გიორგაძემ, თემურ კალანდაძემ, მარინა ღუდუშაურმა, აკაკი ზოიძემ; აჭარის, აფხაზეთისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრებმა -აკაკი ბერიძემ, ელგუჯა ბერიამ და ჯემალ ჯიკაევმა; ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის დირექტორმა ოთარ ვასაძემ; სამინისტროსა და რეგიონული მმართველობის ორგანოთა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა და რიგითმა თანამშრომლებმა.

 

აღსანიშნავია, რომ ყურადღების მიღმა არ დაგვრჩენია საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების ჯანმრთელობაც, რომელთა სამედიცინო მომსახურება შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ხორციელდებოდა.

 

- იმ ურთულეს სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში ჯანდაცვის სფეროს ძირეულ რეორგანიზაციას უცხოელების დახმარების გარეშე, ალბათ, ვერ შეძლებდით!

 

- დიახ, საქართველოს სამედიცინო წრეების წარმომადგენელთა დიდი უმრავლესობის სურვილისა და ენთუზიაზმის მიუხედავად, შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების ნაკლებობის გამო, მხოლოდ ჩვენი ძალებით წარმატების მიღწევა გაგვიჭირდებოდა. ამიტომაც, დიდი მადლიერებით მინდა, აღვნიშნო ის ფასდაუდებელი ინტელექტუალური მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს მეგობარი ქვეყნების - აშშ-ის, გერმანიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, ნორვეგიისა და სხვათა მთავრობებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, გაეროს ბავშვთა ფონდის, მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის ექსპერტებმა და კონსულტანტებმა გაგვიწიეს.

 

შედეგად, ჯანდაცვა საქართველოში გახლდათ პირველი დარგი, რომელიც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის რთულ გზაზე რადიკალურად გაემიჯნა საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობას!

 

უფრო მეტიც, საქართველო ჯანდაცვის სისტემის ინსტიტუციონალური რეფორმებით ნოვატორი იყო არა მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, არამედ აღმოსავლეთ ევროპის პოსტსოციალისტურ ქვეყნებს შორისაც! დიახ, ისეთი რადიკალური ცვლილებების მაგალითი, როგორიც 1993-1997 წლებში საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში განხორციელდა ბოლო 30 წლის განმავლობაში მსოფლიოში ძნელად მოიძებნება!

 

- თუმცა, ჯანდაცვის სისტემა, თანამედროვეობის მოთხოვნათა შესაბამისად, პერიოდულ რეფორმას საჭიროებს, რაც საქართველოში, ცოტა არ იყოს, პრობლემატურია. რა რჩევას მისცემდით ქართული ჯანდაცვის სისტემის მოქმედ ან თუნდაც მომავალ მესვეურებს?

 

- ჯანდაცვის სფეროში გატარებული თუ გასატარებელი რეფორმები უწყვეტობას, თანმიმდევრულობას, მემკვიდრეობითობასა და სისტემურ მიდგომას საჭიროებს. დიახ, არ შეიძლება, სისტემა გაუთავებელ რყევას განიცდიდეს! ქვეყანას განსაზღვრული უნდა ჰქონდეს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების გრძელვადიანი სტრატეგიული მიმართულებები და სამოქმედო ხედვა, რომლის შემუშავების პროცესშიც დაინტერესებული მხარეების ფართო წრე უნდა იყოს ჩართული.

 

სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მოსული ყოველი ახალი პოლიტიკური ძალა ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებისას წინამორბედი ხელისუფლებების  გამოცდილებას უგულებელყოფს, არადა, ჯანდაცვის სფეროს განვითარების გრძელვადიანი პოლიტიკის განსაზღვრა ზეპარტიული კონსენსუსის საგანი უნდა იყოს!

 

- როგორ ფიქრობთ, საქართველოში დღეს არსებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი პოლარიზაციის პირობებში რამდენად მოხერხდება ზეპოლიტიკური და ზეპარტიული კონსენსუსი თუნდაც ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც ჯანდაცვის სისტემის რეფორმაა?

 

- ჩემს წიგნში საქართველოსათვის უმძიმესი პერიოდის - 1990-იანი წლების ანალიზს განსაკუთრებული ყურადღება სწორედ იმიტომ დავუთმე, რომ ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მონაკვეთზე კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ. დიახ, თუნდაც მომავალმა თაობებმა კარგად უნდა გაითავისონ, თუ სადამდე შეიძლება, მიიყვანოს ქვეყანა პოლიტიკური კულტურის ნაკლებობამ, ერთმანეთის მტრად შერაცხვის მცდელობამ, რადიკალიზმმა და საზოგადოების პოლარიზაციამ. ამას ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ ნამდვილად ვეღარ გადაიტანს!

 

ბოლოთქმის მაგიერ:

კარგად მოგეხსენებათ, უსაგნო ბაქი-ბუქი და საკუთარი პერსონის განდიდება ქართველ პოლიტიკოსთა და სახელმწიფო ფუნქციონერთა უმრავლესობის ერთ-ერთი მოურჩენელი სენია, რომლითაც ისინი თავიანთი უქნარობისა და ხელმოცარულობის მიჩქმალვას ცდილობენ, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ყოფილი მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის ღირსება, პროფესიონალიზმი და ნამდვილი საქმისკაცობა კი, ბევრ რამესთან ერთად, მის მოკრძალებულობაში, თავმდაბლობასა და სხვათა ღვაწლის პირუთვნელ დაფასებაშიც გამოიხატება.

 

სწორედ ამის მაგალითია ავთანდილ ჯორბენაძის წიგნი ,,როგორ იქმნებოდა ჯანმრთელობის დაცვის ახალი სისტემა“, რომელშიც ყოფილი მინისტრი უღრმესი პატივისცემითა და დიდი სიყვარულით იხსენებს ჯანდაცვის სისტემის ძირეული გარდაქმნის პროცესში ჩართულ თითოეულ ადამიანს, რომელიც, მისივე თქმით, კეთილსინდისიერად და მაღალი პროფესიონალიზმით უძღვებოდა საკუთარ საქმეს.

 

ავთანდილ ჯორბენაძის წიგნში ყველა ამ ადამიანის გვარ-სახელია ჩაგვირისტებული და ჩვენც დიდი სიამოვნებით ვასრულებთ ძვირფასი რესპონდენტის მოკრძალებულ თხოვნას, მათი ვინაობა ,,ასავალ-დასავლის“ ფურცლებიდან ვამცნოთ მრავალრიცხოვან მკითხველს.

 

ესენი არიან ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები: ალექსანდრე ალადაშვილი, რევაზ ანთაძე, ჯუღული ახვლედიანი, ოთარ ბარათაშვილი, სოსო ბრეგვაძე, გურამ გვასალია, თემურ გერსამია, გურამ გოგიჩაძე, ნოდარ გოგოხია, ნიკოლოზ გონგაძე, თამაზ დანელია, თემურ დოლიძე, ლალი ებანოიძე, ვასილ ეგნატაშვილი, ავლიპი ზურაბაშვილი, ნოდარ თავართქილაძე, ანზორ თოთაძე, ალეკო თომაძე, ზაზა თოფურია, ლირა თოფურიძე, პაატა იმნაძე, ქეთევან კავთიაშვილი, იაგორ კალანდაძე, თამაზ კერესელიძე, თამაზ კვირკველია, რუსუდან კლიმიაშვილი, მიხეილ კობეშავიძე, ირაკლი კოპლატაძე, დიმიტრი კორძაია, გოჩა კუხალაშვილი, ლევან ლაზარაშვილი, ნოდარ ლებანიძე, ლია მამალაძე, ჯანგირ მამალაძე, სოლომონ მაჭარაშვილი, რომან მახარაძე, ჯემალ მებუკე, ნატა მენაბდე, ვიქტორ მეტრეველი, არჩილ მეფარიძე, მირიან მურჯიკნელი, გიორგი ნიკოლაიშვილი, ჯემალ ნიკოლეიშვილი, კონსტანტინე ოჩიგავა, თემურ ჟორჟოლიანი, პაატა რუხაძე, ნიკა სააკაშვილი, რეზო საყვარელიძე, ზაზ სოფრომაძე, მინდია უჩანეიშვილი, გოგი ქირია, თენგიზ ქრისტესიაშვილი, ნატა ყაზახაშვილი, ლევან ყუბანეიშვილი, იზაბელა შავდია, ნიკოლოზ შავდია, დავით შავერდაშვილი, გიორგი შაქარიშვილი, ბაჩო შევარდნაძე, მამუკა ჩივჩიური, თენგიზ ჩოჩუა, ლალი ჩუბინიძე, თეიმურაზ ჩხეტია, მანანა ცინცაძე, ვასილ ჭეიშვილი, ალეკო ჭილაძე, გიზო ჭყონია, დავით ხაბეიშვილი, მანონი ხაჩიძე, ჯონი ჯანაშია, თემურ ჯაფარიძე, მიხეილ ჯიბუტი,  ეკატერინე ჯორბენაძე.

 

ჯანდაცვის რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელები: ლირა არაჩემია, ლევან ბაიაჯანი,  ვასილ ბეთლემიძე, ლეილა გელაშვილი, გია გოზალიშვილი, ვაჟა დობორჯგინიძე, ნუკრი კურდღელია, გიორგი კუხიანიძე, ქეთევან ლორია, ლევან მიროტაძე, ამირან მურუსიძე, მიხო ონიანი, ლევან სკამკოჩაიშვილი, მარინა სრესელი, ვახტანგ ყუფუნია, ნარგიზა შარაშიძე, დოდო შელია, გია ჩალათაშვილი, ადილარ ჩართოლანი, ომარ ჩომახაშვილი, ომარ ჭკადუა, დალილა ხორავა, ზურაბ ჯალაბაძე, მერი ჯანგველაძე.

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური და რეგიონული სამსახურების ხელმძღვანელები: როლანდ ახალაია, ეთერ ბაბლუანი, ლევან ბაიდოშვილი, მურმან ბოჯგუა, აკაკი გამყრელიძე, ცაცუნა გეგეჭკორი, ზაურ გვასალია, კოტე გვეტაძე, ლიკა გვიჩია, გულნარა გონაშვილი, ზაზა დგებუაძე, იამზე დგებუაძე, იურა ვეკუა, გიორგი თოლორდავა, მიმოზა კანკია, ლეილა კასრაძე, ნონა კრილოვა, ვახტანგ კუკავა, გივი კურტანიძე, გიორგი კუტუბიძე, ნანა კუჭუხიძე, თამარ ლობჟანიძე, ავთანდილ ლომია, არჩილ მჟავია, ჯემალ პაპავა, მადონა სართანია, მანანა სრესელი, ალექსანდრე ტოროიანი, გოგი უბირია, ანზორ ქობალია, პაატა ქურდოვანიძე, შალვა შავიშვილი, ნანა შენგელია, დალი ჩაბრავა, მიხეილ ჩაჩავა, ეთერ ჩერქეზიშვილი, ნონა წასიძე, მარინა წულეისკირი, სოსო წულეისკირი, ლალი ჭანია, ნანა ჭანტურია, გოგი ჭუბაბრია, იამზე ხარებავა, გიორგი ხორავა.

 

სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის რეგიონული ფილიალების ხელმძღვანელები: გია  გვარამია, ზაზა დათიშვილი, გიორგი ედილაშვილი, თენგიზ ვერულავა, თეიმურაზ ზენაძე, კონსტანტინე თევდორაძე, არჩილ სალაყაია, ლევან ურუშაძე, დემურ ფოცხვერაშვილი, თემურ ქარცივაძე, კახაბერ ჩხარტიშვილი, ლევან ყიფიანი.

 

სამედიცინო დარგის თვალსაჩინო წარმომადგენლები, რომელთა აქტიური მონაწილეობისა და თანადგომის გარეშე რეორიენტაციის პროცესი ვერ განხორციელდებოდა: ციალა აბაშიძე, გიორგი აბზიანიძე, ელენე აბზიანიძე, ნატა ავალიანი, მერაბ ადამია, ამირან ანთაძე, თამაზ არეშიძე, იუსტინე არველაძე, ბუჭა არჩვაძე, არჩილ ასათიანი, თენგიზ ასათიანი, მარიკა აღდგომელაშვილი, მანანა ახვლედიანი, თენგიზ ახმეტელი, ამურ ბაბუხადია, ოთარ ბათიაშვილი, ალიოშა ბაკურიძე, თინათინ ბარამიძე, მიხეილ ბარამიძე, ქეთევან ბარამიძე, დავით ბარნაბიშვილი, თენგიზ ბაქრაძე, ალექსანდრე ბაჩიაშვილი, ვლადიმერ ბახუტაშვილი, ზვიად ბახუტაშვილი, ლალი ბეიტრიშვილი, მედეა ბელეშაძე, რიმა ბერიაშვილი, ზურაბ ბერიძე, ივა ბერაძე, გიული ბერძენიშვილი, ზივიბეგ ბიბილეიშვილი, მამუკა ბოკუჩავა, რევაზ ბოლქვაძე, ეთერ ბოცვაძე, გიორგი ბოჭორიშვილი, ზაზა ბოხუა, ნოდარ ბოხუა, ანზორ ბჟალავა, ალექსანდრე ბრეგაძე, მერაბ ბუაძე, თემურ გაბაიძე, დავით გაგუა, რევაზ გაგუა, თამარ გაბუნია, თენგიზ გაზდელიანი, შოთა გამყრელიძე, ქეთევან გარსევანიშვილი, გიორგი გეგელაშვილი, ქეთევან გედენიძე, კლარა გელაშვილი, ოთარ გერზმავა, გულნარა გერსამია, სვეტა გვათუა, ვაჟა გვანცელაძე, ალექსანდრე გველესიანი, დავით გველესიანი, ზურაბ გვენეტაძე, ალექსანდრე გვიჩია, დავით გზირიშვილი, მამუკა გიკაშვილი, მარინა გიორგობიანი, ნია გიუაშვილი, თამაზ გიორგაძე, თეა გიორგაძე, მაია გოგაშვილი, ნოდარ გოგებაშვილი, ევგენი გოგინავა, ვახტანგ გოგინავა, ქეთევან გოგინაშვილი, შოთა გოგიჩაიშვილი, ნინო გოგლიძე, ცისანა გოგოლაძე,  ვლადიმერ გოგუაძე, ჯემალ გოგუაძე, დავით გოდერძიშვილი, მაია გოთუა, გია გოკიელი, ივანე გოლიაძე, ნიკო გონგაძე, გივი გონჯილაშვილი, დავით გორდელაძე, თემო გორდელაძე, მარინა გორდელაძე, გიორგი გოცაძე, ერეკლე გოცაძე, თამარ გოცაძე, ელგუჯა გოცირიძე, მარიამ გრიგალაშვილი, ნოდარ გრიგოლია, სულეიმან გუმაშვილი, გურამ გურგენიძე, ია დავითაია, გივი დარჩია, გიორგი დეკანოსიძე, თამარ დეკანოსიძე, მერაბ დვალი, გიორგი დიდავა, შოთა დიღმელაშვილი, პოლიკარპე დოლიძე, რევაზ დოლიძე, გივი დუმბაძე, ნოდარ ემხვარი, ზურაბ ვადაჭკორია, გაიოზ ვასაძე, ელიზა ვაშაკიძე, კახა ვაჭარაძე, ნინო ვეფხვაძე, რევაზ ვეფხვაძე, ვლადიმერ ვოლოჟენკო, ხათუნა ზალდასტანიშვილი, ზაზა ზარქუა, ნატო ზაქარეიშვილი, თენგიზ ზაქარიაძე, ილია ზედგენიძე, ბაადურ ზიმლიცკი, დავით ზურაბაშვილი, ბიძინა ზურაშვილი, რევაზ თაბუკაშვილი, ლევან თავბერიძე, რევაზ თათარაძე, რევაზ თაყაიშვილი, ფრიდონ  თოდუა, გიორგი თომაძე, დავით იაკობიძე, ბესიკ იაშვილი, მამულო იაშვილი, მანანა ივერიელი, ნიკოლოზ იზაშვილი, გოჩა ინგოროყვა, გენადი იოსავა, დავით იოსელიანი, ნონა კაკაურიძე, იოსებ კაპანაძე, ვერა კაპეტივაძე, ალექსანდრე კაციტაძე, ზურაბ კაციტაძე, ლადო კახაძე, დოდო კეზელი, ზურაბ კეკელიძე, გიორგი კერესელიძე, მაია კერესელიძე, მარინა კერძაია, თამაზ კერძევაძე, სვეტა კვარაცხელია, ზურაბ კვაჭანტირაძე, ირინა კვაჭაძე, რომან კვაჭაძე, ავთანდილ კვეზერელი-კოპაძე, მარინა კვეზერელი-კოპაძე, რევაზ კვერენჩხილაძე, როლანდ კვერნაძე, მირიან კვირიკაძე, ამირან კვიტაშვილი, მარინა კვიტაშვილი, მერაბ კვიტაშვილი, სანდრო კვიტაშვილი, თამაზ კიკაჩეიშვილი, ადა კიკნაძე, გურამ კიკნაძე, ბესიკ კილასონია, მერაბ კილაძე, ნინო კილაძე, პალიკო კინტრაია, ზვიად კირტავა, არჩილ კობალაძე, ლევან კობალაძე, თეიმურაზ კობიძე, ივა კუზანოვი, რამაზ კუტუბიძე, ალექსანდრე ლაბარტყავა, ზაზა ლაზარაშვილი,  ვახტანგ ლაშხი, გიორგი ლაჭყეპიანი, ნოე ლეჟავა, გიორგი ლობჟანიძე,  ნიკოლოზ ლომთათიძე, ნოდარ ლომიძე, ბესიკ ლუხუტაშვილი, გია მათეშვილი, მარინა მამალაძე, მერაბ მამაცაშვილი, ნინო მამულაშვილი, ლაურ მანაგაძე, ჯერო მანჯავიძე, მამუკა მარგველაშვილი, კონსტანტინე მარდალეიშვილი, ოთარ მარშავა, გეგი მატარაძე, გოგი მაღალაშვილი, თამაზ მაღლაკელიძე, პავლე მაჭავარიანი, დიმიტრი მახათაძე, ნული მახვილაძე, შალვა მგალობლიშვილი, მარინა მგელაძე, თემურ მდინარაძე, ირაკლი მეგრელაძე, ანზორ მელია, გოგი მელიქია, გიორგი მენაბდე, ცია მერაბიშვილი, ნაპოლეონ მესხია, დავით მეტრეველი, ნატა მეტრეველი, მალხაზ მიზანდარი, ალიკ მინასიანი, ალექსანდრე მინდაძე, ალექსანდრე მინდორაშვილი, ოთარ მიქაბერიძე, დათო მორგოშია, ზურაბ მორგოშია, ბაადურ მოსიძე, შოთა მჟავია, თამაზ მურჯიკნელი, ირაკლი მჭედლიშვილი, გელა მუხაშავრია, მერაბ მშვილდაძე, გია ნანავა, გიორგი ნანეიშვილი, თეიმურაზ ნანეიშვილი, ირაკლი ნატროშვილი, ნიკოლოზ ნაცვლიშვილი, გია ნემსაძე, ქეთი ნემსაძე, ნანა ნინაშვილი, გია ნიშნიანიძე, გივი ნოზაძე, თორნიკე ნოზაძე, ირინა ნორაკიძე, ნიკა ნუცუბიძე, ნინო ოკრიბელაშვილი, ზურაბ ორჯონიკიძე, ზაზა ოქრუაშვილი, ვაჟა ოკუჯავა, დავით პავლიაშვილი, თემურ პეტრიაშვილი, შოთა პეტრიაშვილი, მანანა ჟვანია, ზურაბ ჟღენტი, პაატა ჟორჟოლიანი, ბაქარ რამიშვილი, ზურაბ რობაქიძე, გურამ რცხილაძე, ირაკლი სასანია, რომიკო სვანიძე, თემურ  სილაგაძე, ზაზა სინაურიძე, თამარ სირბილაძე, გაიანე სიმონია, გია სულაქველიძე, ნუგზარ სურმანიძე, ვატო სურგულაძე, დავით სუხიტაშვილი, რევაზ სხულუხია, დევი ტაბიძე, თემურ ტაბუცაძე, გურამ ტატიშვილი, დავით ტატიშვილი, ნანა ტატიშვილი, ნუგზარ ტატიშვილი, დავით ტვილდიანი, ვასილ ტყეშელაშვილი, თინა ტურძელაძე, ნუგზარ უბერი, ლუბა უგულავა, ჯუმბერ უნგიაძე, ოთარ ურუშაძე, ქეთევან უსუფაშვილი, გიორგი უძილაური, ირაკლი ფავლენიშვილი, თემურ ფავლენიშვილი, დათო ფარღალავა, ზურაბ ფაღავა, ირაკლი ფაღავა, ყარამან ფაღავა, ბათლომე ფეტელავა, ლევან ფოცხვერია, თეიმურაზ ფურცხვანიძე, შამილ ფილფანი, გოგი ქავთარაძე, ვახტანგ ქავთარაძე, მაია ქავთარაძე, მერაბ ქავთარაძე, ზურაბ ქარდავა, დოდო ქართველიშვილი, ირინა ქაროსანიძე, მედეა ქარცივაძე, ნათელა ქაჯაია, ზურაბ ქევანიშვილი, ივა ქევანიშვილი, ეთერ ქემერტელიძე, ლელი ქერქაძე, ალექსანდრე ქისტაური, ნანული ქიქავა, ჯემალ ქიქავა, ბონდო ქობულია, ამირან ქორიძე, დავით ქორიძე, დავით ქოჩიაშვილი, ჯენარო ქრისტესიაშვილი, მანანა ქუთელია, მიხეილ ქურხული, ომარ ქუტიძე, ქეთევან ღამბაშიძე, ქეთევან ღარიბაშვილი, რემა ღვამიჩავა, ავთანდილ ღიბრაძე, ელგუჯა ღონღაძე, თინა ღონღაძე, სოსო ღოღობერიძე, ირინე ღლონტი, ზეზვა ღუღუნიშვილი, ავთანდილ ყამბარაშვილი, ელგუჯა ყიფიანი, ვახტანგ ყიფიანი, კონსტანტინე ყიფიანი, ნოდარ ყიფშიძე, მელენტი ყურაშვილი, რამაზ ყურაშვილი, თამაზ შაბურიშვილი, მიხეილ შავდია, ლუიზა შალამბერიძე, ცისანა შარტავა, რომან შაქარიშვილი, ასმათ შენგელაია, ბახუტი შენგელია, მიხეილ შენგელია, რამაზ შენგელია, ლუბა შეწირული, ანდრო შილაკაძე, თამარ შიშნიაშვილი, მარინა შიხაშვილი, პეტრე შოთაძე, ბორის ჩაკვეტაძე, გრიგოლ ჩანტლაძე, თამაზ ჩართოლანი, ლერი ჩართოლანი, თენგიზ ჩარკვიანი, ლევან ჩარკვიანი, გულნარა ჩაფიძე, ვასილ ჩაჩიბაია, ტატიანა ჩახტაური, გიორგი ჩახუნაშვილი, თეიმურაზ ჩიგოგიძე, თეიმურაზ ჩირგაძე, ზურაბ ჩიქოვანი, თინა ჩიქოვანი, ალექსანდრე ჩიჩუა, იოსებ ჩიჩუა, რამაზ ჩიხლაძე, ბადრი ჩლაიძე, ვაჟა ჩხაიძე, ზევარ ჩხაიძე, ივანე ჩხაიძე, დარეჯან ჩხეტიანი, თამაზ ჩხიკვაძე, მაუგლი ჩხიკვაძე, დაზმირ ცანავა, შოთა ცანავა, თენგიზ ცერცვაძე, თამარ ცინცაბაძე, ავთანდილ ცინცაძე, გაიოზ ცინცაძე, დიმიტრი ცისკარიშვილი, ალექსანდრე ცისკარიძე, ირაკლი ციციშვილი, ზურაბ ცუზბაია, ზურაბ ცხაკაია, ვალნინ ცხოვრებაშვილი, მერაბ წამალაშვილი, ნონა წასიძე, მზია წერეთელი, მიხეილ წვერავა, გია წივწივაძე, გია წილოსანი, ბეჟან წინამძღვრიშვილი, ლელა წოწორია, თენგიზ წულუკიძე, ანტონ ჭანტურია, ლია ჭელიძე, ირმა ჭოხონელიძე, გიორგი ჭუბაბრია, ბიძინა ჭუმბურიძე, ვახტანგ ჭუმბურიძე, თამაზ ჭუმბურიძე, თამაზ ჭურაძე, გიგი ხაბეიშვილი, ნიკო ხატიაშვილი, ომარ ხარძეიშვილი, ნანა ხაჭაპურიძე, ირმა ხახანაშვილი, ზურაბ ხელაძე, დავით ხეროდინაშვილი, გიორგი ხეჩინაშვილი, დევი ხეჩინაშვილი, რამაზ ხეცურიანი, არჩილ ხიტირი, არჩილ ხომასურიძე, ლერი ხონელიძე, ალექსი ხოჭავა, მანანა ხოჭავა, ანტონ ხუნდაძე, სერგო ხუნდაძე, ოთარ ხუფენია, ვახტანგ ხუციძე, გივი ჯავაშვილი, რუსუდან ჯავახაძე, ნინო ჯავახიშვილი, გიორგი ჯავრიშვილი, გრიგოლ ჯანაშია, მერი ჯანგველაძე, ილია ჯანგირაშვილი, მარინა ჯანელიძე, ცინუკი ჯანელიძე, იზოლდა ჯაფარიძე, ნათელა ჯაფარიძე, შოთა ჯაფარიძე, მზია ჯაში, ანზორ ჯორბენაძე, თეიმურაზ ჯორბენაძე, დაზმირ ჯოჯუა, გელა ჯულუხაძე და უკლებლივ ყველა, ვინც იმ პერიოდში სამედიცინო დარგში მოღვაწეობდა.

 

დაბოლოს: საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე განსაკუთრებულ მადლობას უხდის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომი უმძიმესი წლები მოთმინებით გადაიტანეს და უკეთესი მომავლის რწმენა არ დაკარგეს.

 

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

„ასავალ-დასავალი“

 

 

big_banner
არქივი