logo_geo
სნუპ დოგის ახალ კლიპში მადონა გამოჩნდა
- +

8 მაისი. 2021. 18:08

 

 

მომღერალი მადონა ამერიკელი რეპერის, სნუპ დოგის ახალი ტრეკის კლიპში გამოჩნდა. ამის შესახებ გამოცემა Billboard  წერს.

 

მომღერლის გამოჩენა ყველასათვის მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდა, ვინაიდან კლიპის გამოქვეყნებამდე ეს ფაქტი გასაიდუმლოებული იყო.

 

ტრეკი სახელწოდებით Gang Signs გუშინ ღამით გამოქვეყნდა. მადონა კლიპში სწორედ იმ მომენტში ჩნდება, როდესაც რეპერი ამბობს ტექსტს „ახლა კი ჯოინთს მადონას გადავცემ".

 

ახალი ნამუშევრით სნუპ დოგი მარიხუანას მოხმარებას უწევს პოპულარიზაციას.

 

შეგახსენებთ, 2018 წელს ამერიკელმა რეპერმა სნუპ დოგმა თეთრი სახლის წინ მარიხუანა მოწია და დონალდ ტრამპს აგინა.

 

big_banner
არქივი