„ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უკვე აღარ მუშაობს, რადგან რუსეთი ასე ცხოვრებას მიეჩვია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ სენატორებთან შეხვედრის დროს.
„ის იტაცებს სხვის ტერიტორიებს და ევროპას ემუქრება. ცივილიზებულმა სამყარომ არ უნდა დაუშვას ეს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ აუცილებელია არა უბრალოდ ზეწოლა, არამედ სანქციების პოლიტიკის ახალი ფორმატის შექმნა“ , - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ სენატორებს ორპარტიული მხარდაჭერისა და სამხედრო დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.