logo_geo
„ალბათ ნახეთ...“ - ირაკლი კაკაბაძე მისი უხმო ლექსის შინაარსს განმარტავს
- +

2 თებერვალი. 2022. 18:26

 

 

„ჩემი ლექსი, რომელიც ვაქცინაციას ეძღვნება.

 

მე თვითონ ვაქცინირებული ვარ და გადატანილიც მაქვს. ექიმების დიდი მოყვარული გახლავართ - მთელი ცხოვრებაა, რაც ჩემი სიცოცხლე მათ ხელშია. მეცნიერების ოჯახში ვარ გაზრდილი და მეც ძალიან მიყვარს მეცნიერება. მიყვარს ხელოვნება - მაქვს ხელო ვნება.

 

ინტუიტური საწყისი გონებრივზე ნაკლებად არ მიმაჩნია. მეცნიერების დოგმად ქცევა - და ლოგო-ცენტრიზმის გაღმერთება, იგივენაირი უბედურებაა, როგორც თავის დროზე ინკვიზიცია იყო. მეცნიერების სახელით ადამიანების კონტროლის ქვეშ მოქცევა და დამუნათება - ეს მატერიალისტური აზრის დიქტატურაა. როგორც ბერგსონი და დიმიტრი უზნაძე ამბობდნენ - სრულფასოვანი ადამიანი მთლიანი ადამიანია - რომელსაც გრძნობაც გააჩნია და გონებაც.

 

მარტო მეცნიერების გაღმერთებამ მოგვიტანა მეოცე საუკუნეში ორი ყველაზე უფრო დიდი უბედურება - ფაშიზმი (ევგენიკამ) და ბოლშევიზმი (დიალექტიკურმა მატერიალიზმმა). ესეც ჩემი უხმო ლექსი, რომელიც ალბათ ნახეთ კიდეც. „ლოგო-ცენტრიზმში არის დემონიც - და თქვენში მხოლოდ ანგელოსია" - ტერენტის ჰანგებზედ. იკ“ - წერს ირაკლი კაკაბაძე.

 

 

 

big_banner
არქივი