logo_geo
ბროლის ჭურჭელს ცხელი წყალი არ მიაკაროთ! - აუცილებელი რჩევები დიასახლისებს
- +

16 ივლისი. 2017. 21:02



სანამ სახლის გენერალურ დალაგებას დაიწყებთ, ეს რჩევები გაითვალისწინეთ. დიასახლისი ხომ, როგორც წესი, გენერალურ დალაგებას სამზარეულოთი იწყებს. წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც ამ დროს გამოგადგებათ.


დაიწყეთ მაცივრით


წელიწადში ორჯერ მაინც მაცივრის სადენიდან გამორთვა და მისი გაწმენდა-გამშრალება აუცილებელია.


როცა სადენიდან გამორთავთ და ყინულის ფენაც დადნება, გულდასმით გაასუფთავეთ შიდა სივრცე და თაროები. საყინულე კარგად გამოამშრალეთ. გასუფთავებული მაცივრის ჩართვას ნუ იჩქარებთ, აცადეთ, რომ სივრცე კარგად გაშრეს.


თუ მაცივარს უსიამოვნო სუნი შერჩა, შავი პურის ნაჭერი კუბებად დაჭერით, თაროებზე მოათავსეთ და კარი 2-3 საათით დახურეთ.


ჭურჭლის ნიუანსები


ჩაიდანს ნალექი რომ მოაშოროთ, შიგნით ვაშლის ძმარგარეული წყალი წამოადუღეთ (2-3 ჩ.კ 1 ლიტრ წყალზე), რომელშიც ერთი ლიმონის კანი იქნება გარეული. ადუღეთ 10 წუთით.


მიმწვარ ქვაბს ადვილად გაასუფთავებთ, თუ მასში სოდიან წყალს წამოადუღებთ (2 ს.კ. სოდა 1 ლიტრ წყალზე).


ბოსტნეულის სახეხი ბადე უკეთ გაირეცხება, თუ რეცხვამდე მასზე ცოტა უმ კარტოფილს გახეხავთ.


თუ ბროლის ჭურჭელი გაქვთ, ცხელი წყალი არ მიაკაროთ. გარეცხეთ მხოლოდ ცივი წყლით, რომელშიც 1 ს.კ. სპირტი იქნება გარეული. შემდეგ კი შალის ნაჭრით გააპრიალეთ.

ფაიფურს მკვეთრად განსხვავებული ტემპერატურის წყალი არ უყვარს. ამიტომ თბილი წყლით გარეცხეთ.


ვერცხლის ჭურჭელი შესანიშნავად იწმინდება კბილის პასტით.

 

ლაქები დანებსა და ჩანგლებზე ლიმონის წვენით მოაშორეთ, შემდეგ ბრწყინვალებისთვის უმი კარტოფილი გადაუსვით.


 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი