logo_geo
რა გადაულაპარაკა გალაკტიონმა კონსტანტინეს მწერალთა კავშირის სხდომაზე
- +

4 დეკემბერი. 2016. 11:55



გალაკტიონი და კონსტანტინე გვერდიგვერდ სხედან მწერალთა კავშირის სხდომაზე, პრეზიდიუმში სხვები არიან მოკალათებულნი. ერთ-ერთი მათგანი ტრიბუნიდან ხმამაღლა ამცნობს დამსწრე საზოგადოებას რაღაც გადაწყვეტილებას და ასე იწყებს: „საქართველოს მწერლები და პოეტები შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, რომ..." - ამ დროს გალაკტიონმა კონსტანტინეს გადაულაპარაკა:


„შენ იყავი, როცა ეგ ამბავი გადაწყვიტეს?"


„არა, შენ?"-დაუბრუნა კითხვა კონსტანტინემ.


„არა, არც მე", - ისევ წყნარად უთხრა გალაკტიონმა.


კონსტანტინემ ხელები გადაატრიალ-გადმოატრიალა და მისთვის და გალაკტიონის გასაგონად ჩაილაპარაკა:


„აბა, რომელმა მწერლებმა და პოეტებმა გადაწყვიტეს?"


 

right_banner big_banner
არქივი