logo_geo
„Facebook“-მა News Feed განაახლა - აპლიკაციის ახალი დიზაინი
- +

18 აგვისტო. 2017. 17:07



​„ფეისბუქმა" საკუთარი აპლიკაციის დიზაინი განაახლა. ცვლილებები ჯერ თუ არ შეგიმჩნევიათ, ე.ი. თქვენი აპლიკაცია ჯერ არ განახლებულა. ამისათვის საჭიროა Play Market-სა და App Store-ში შეხვიდეთ და „ფეისბუქის" მობილური აპლიკაცია განაახლოთ.


​განახლებული დიზაინი უფრო მარტივი და სადაა, ამასთან დახვეწილი და პრაქტიკული. „ფეისბუქმა" აპლიკაციაში ლურჯი ფერები შეამცირა და ძირითადი აიქონის ზომები გაადიდა.


​კონკრეტულად, რა ცვლილებებს შევხვდებით ახალ აპლიკაციაში:

შემცირებული ლურჯი ფერები

გაზრდილი აიქონები

კვადრატული პროფილის ფოტო ახლა უკვე მრგვალია

გაიზარდა გაზიარების, მოწონებისა და კომენტარების ღილაკები, რითაც საჭირო ფუნქციების გამოყენება კიდევ უფრო მარტივი გახდა.

კომენტარების ველში, დიალოგები ე.წ. ბაბლებში ჩაჯდა და ის უფრო გამარტივებულად იკითხება

ასევე, გაიზარდა Link Preview-ის ზომაც.












 

big_banner
არქივი