logo_geo
თუ ფუტკარმა ან კრაზანამ გიკბინათ - უებარი ხერხები საფრთხის შესამცირებლად
- +

18 აგვისტო. 2017. 19:35



ფუტკრის ან კრაზანას ნაკბენი საკმაოდ მტკივნეულია და ხშირად საშიში ალერგიული რეაქციის მიზეზიც ხდება. განსაკუთრებით საფრთხილოა ნაკბენი ბავშვებისთვის. წარმოგიდგენთ ხერხებს, რომლებიც კბენის შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ.


1. დანის ან რაიმე ბასრი პირის დახმარებით ეცადეთ, ნესტარი კანიდან გამოდევნოთ. გამოადინეთ სისხლიც. ეს ყველაფერი სწრაფად უნდა მოახერხოთ, რომ შხამმა სისხლში გახსნა ვერ მოასწროს.

2. სოდა გახსენით ცოტა წყალში და საფენი ნაკბენ ადგილას დაიდეთ.

3. ძალიან კარგია, ნაკბენზე თუ სველი თამბაქოს დაიდებთ. მას ფუტკრის შხამი გამოაქვს, თუმცა, ეცადეთ, ნატურალური თამბაქო იყოს და არა „ლაითი" სიგარეტის.

4. ძალიან ეფექტურია მრავალძარღვაც. გარეცხეთ მისი ფოთლები, შემდეგ დაღეჭეთ და ნაღეჭი დაიდეთ ნაკბენ ადგილზე. ტკივილსაც გააყუჩებს და სიწითლესაც დააცხრობს.

5. ფუტკრის ნაკბენზე კარგია ახალი ოხრახუშის წვენი.

6. შესიება ჩაცხრება, თუ კბენისთანავე ვალიდოლს წაისვამთ ნაკბენ ადგილას.

7. თუ დაგკბინათ ფუტკარმა, ბზიკმა, კრაზანამ, უპირველესად შეეცადეთ ამოიღოთ ნესტარი, შემდეგ გაწითლებულ და შესიებულ ადგილზე დაიდეთ ცივი კომპრესი (1 ჩ/კ სოდა ნახევარ ჭიქა წყალზე.) ქავილის შესამცირებლად წაისვით ძმარი, ლიმონის წვენი ან ნიშადურის სპირტი.


ამ ყველაფრის გარდა, სასურველია ანტიჰისტამინური საშუალებაც მიიღოთ, რათა ალერგიული რეაქციები მინიმუმამდე შეამციროთ.










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი