logo_geo
iPhone-ის გატეხის მარტივ მეთოდს მიაკვლიეს
- +

19 აგვისტო. 2017. 16:35

 

EverythingApplePro-ს მექანიკოსებმა, iPhone 7-ის და 7+ის სისტემური გატეხის მეთოდს მიაკვლიეს. მეთოდი პინ-კოდების (ბრუტფორსი) გადარჩევის ყველა ვარიანტს ეფუძნება.


iOS-ში არსებობს ბრუტფორსისგან თავდაცვის მექანიზმი, რომელიც ბევრჯერ არასწორი პინის შეყვანის საშუალებას არ გაძლევს. სპეციალური მოწყობილობის გააქტიურებით, რომელიც სმარტფონს უერთდება, თქვენ შეძლებთ პინ-კოდების იმდენჯერ გამეორებას, რამდენჯერაც ჩათვლით საჭიროდ.


ჩინეთში უკვე არსებობს მოწყობილობა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში არჩევს iPhone-ის პაროლებს. მისი ღირებულება 500 დოლარია. გატეხის ეს მეთოდი მუშაობს iOS 10.3.3-ზე და iOS 11-ის ბეტა ვერსიაზე.


 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი